ოთარ ქორქია
ოთარ მიხეილის ძე ქორქია (დ. 10 მაისი, 1923, ქუთაისი — გ. 15 მარტი, 2005, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950).[1]
ოთარ ქორქია | ||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ოთარ მიხეილის ძე ქორქია | ||||||||||||||||||||||||||||
ცენტრალური თავდამსხმელი | ||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||
დაიბადა |
10 მაისი, 1923 ქუთაისი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი | |||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||||||
გარდაიცვალა |
15 მარტი, 2005 (81 წლის) თბილისი, საქართველო | |||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 190 სმ | |||||||||||||||||||||||||||
კარიერის ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||
1943–1946 | დინამო ქუთაისი | |||||||||||||||||||||||||||
1947–1958 | დინამო თბილისი | |||||||||||||||||||||||||||
მედლები
|
ბიოგრაფია
რედაქტირება1961 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.[2] იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1947–1955) და მისი კაპიტანი (1953–1955). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი,[3] ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 1951, 1953) და მესამე პრიზიორი (1955), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1950, 1953, 1954), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 1952) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1949, 1950), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ორგზის (1949, 1951), ახალგაზრდობის I საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების (1958-1962), თბილისის „დინამოს“ (1962–1967), კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების (1968-1970) მთავარი მწვრთნელი.[4] თამაში დაიწყო ქუთაისის „დინამოში“, (1943), 1946 წლიდან გადავიდა თბილისის „დინამოში“. 1962 წელს ოთარ ქორქიას ხელმძღვნაელობით თბილისის „დინამო“ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. ითვლებოდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად. წლების მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა[5] და მედლებით. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1967).
მიღწევები
რედაქტირება- ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი
- 1952 (ჰელსინკი)
- ევროპის ჩემპიონი
- 1947 (ჩეხოსლოვაკია)
- 1951 (საფრანგეთი)
- 1953 (საბჭოთა კავშირი)
- ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
- 1955 (უნგრეთი)
- მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი
- 1949, 1951
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
- 1950, 1953, 1954
- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
- 1947
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
- 1948, 1952
- საბჭოთა კავშირის თასი
- 1949, 1950
ძირითადი შედეგები
რედაქტირებასახეობა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
კალათბურთი | უნგრეთი, ბუდაპეშტი | ევროპის ჩემპიონატი 1955 | |
კალათბურთი | სსრ კავშირი, მოსკოვი | ევროპის ჩემპიონატი 1953 | |
კალათბურთი | საფრანგეთი, პარიზი | ვროპის ჩემპიონატი 1951 | |
კალათბურთი | ჩეხოსლოვაკია, პრაღა | ევროპის ჩემპიონატი 1947 | |
კალათბურთი | ფინეთი, ჰელსინკი | ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 124. 371 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოთარ ქორქია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოთარ ქორქია — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოთარ ქორქია — ქათული სპორტი
- ოთარ ქორქია — მემატიანე
- ოთარ ქორქია — Olympedia
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სიმონიშვილი, ვაჟა. (17 იანვარი, 2019) დაუჯერებელი გმირობის ამბავი: რატომ წამოუდგა ფეხზე ოთარ ქორქიას მთელი ამერიკის ნაკრები?. lelo.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
- ↑ გუგუშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 550.
- ↑ ჰელსინკი 1952. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (25 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
- ↑ ოთარ ქორქია — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-07-04.
- ↑ Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 16.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022