რამაზ შენგელია
რამაზ შენგელია (დ. 1 იანვარი, 1957, ქუთაისი — გ. 21 ივნისი, 2012, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რამაზ ალექსანდრეს ძე შენგელია[1] | ||
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1957 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 21 ივნისი, 2012 (55 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973–1976 | ტორპედო ქ. | 75 | (29) |
1977–1988 | დინამო თბ. | 283 | (120) |
1989–1990 | ჰოლმსუნდი | 13 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1983 | სსრ კავშირი | 26 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იგი ერთადერთია ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვინც ორჯერ (1978, 1981) მოიპოვა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.[2]
ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[3]
კარიერა რედაქტირება
საკლუბო კარიერა რედაქტირება
რამაზ შენგელია 1957 წლის 1 იანვარს დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მოსამზადებელ ჯგუფში, რომელსაც მწვრთნელი კარლო ხურციძე ხელმძღვანელობდა.[4] 1973–1976 წლებში საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გამოდიოდა „ტორპედოს“ პირველი გუნდის შემადგენლობაში.[5]
1977 წლიდან თბილისის „დინამოშია“, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 2 აპრილს. ეს იყო საკავშირო ჩემპიონატის პირველი ტურის კალენდარული მატჩი კუიბიშევის „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ, რომელიც „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა. შენგელიამ თავის სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა გოლის გატანა, როდესაც ტრიბუნებზე შეკრებილი 77 ათასი გულშემატკივრის თვალწინ პირველი ტაიმის 33-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ მაისურით პირველად აიღო მოწინააღმდეგის კარი. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით (4–2) დასრულდა.[6]
პირველივე წელს შენგელია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, მომდევნო წელს კი — ქვეყნის ჩემპიონი. 1979 წელს ფეხბურთელმა საბჭოთა კავშირის თასიც მოიგო.[5] გუნდთან ერთად, შენგელიამ მოიგო 1980–1981 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასი.
რამაზ შენგელიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 283 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 120 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 37 შეხვედრაში დაიცვა და 19 ბურთი გაიტანა, აქედან 17 მატჩი და 10 გოლი — თასების მფლობელთა თასის, 16 მატჩი და 8 გოლი — უეფა-ს თასის და 4 მატჩი და 1 გოლი — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[7]
იგი ორჯერ აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად — 1978 და 1981 წლებში.[8] 1981 წელს გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (32 მატჩში 23 გოლი).[9] იმავე წელს, ჟურნალ „France Football“-ის ყოველწლიურ ოქროს ბურთის გამოკითხვაში, ქართველი თავდამსხმელი წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 ადგილზე დასახელდა. იყო გრიგორი ფედოტოვის „ასიანთა კლუბის“ წევრი, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი. [10]
2012 წლის 21 ივნისს რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.[11][12] დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.[13]
2015 წლის აპრილში ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა.[14][15]
სანაკრებო კარიერა რედაქტირება
1979–1983 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 26 მატჩი ითამაშა და 10 ბურთი გაიტანა.[16] საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 1980 წელს მოიგო ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი.[5][17]
მსოფლიო ჩემპიონატზე რედაქტირება
რამაზ შენგელიამ მსოფლიო ჩემპიონატების 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა.[18][19][20][21]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1982 | ესპანეთი | 7 | თავდამსხმელი | 5 | 1 | 2 | 2 | 1 | მეორე რაუნდი |
საინტერესო ფაქტები რედაქტირება
1981 წელს France Football-ის მიერ ორგანიზებულ ევროპის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენ რეფერენდუმში რამაზ შენგელიამ მე-7 ადგილი დაიკავა.
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად რამაზ შენგელია საქართველოს XX საუკუნის მეცხრე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[22]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — რამაზ შენგელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[23]
მიღწევები რედაქტირება
საკლუბო რედაქტირება
- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო რედაქტირება
- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [26]
- ჩემპიონი: 1980
ინდივიდუალური რედაქტირება
- საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი: 1978, 1981 [27][28]
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი: 161 გოლი
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1981
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981 № 2731
- 33 საუკეთესო
- №1: 1981
- №2: 1978, 1979, 1980
- №3: 1977
ლიტერატურა რედაქტირება
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი – 78 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. დაარქივებული 2019-05-12 საიტზე Wayback Machine.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი – 79 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980) ფეხბურთი – 80 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). ფეხბურთი – 81 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1982). ფეხბურთი – 82 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1983). ფეხბურთი – 83 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ. (1984). ფეხბურთი – 84 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1985). ფეხბურთი – 85 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1986). ფეხბურთი – 86 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1987). ფეხბურთი – 87 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1989). ფეხბურთი – 89 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). გზა თასისაკენ : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია. თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- გორგოძე, გიორგი (2003). დღესასწაულის წადილი. თბ.: რეინგოლდ და კომპანია.
- გორგოძე, გიორგი (2014). რამაზ შენგელია. თბ.: საქ. სპორტ. ჟურნ. ასოციაცია.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). N 1 ფეხბურთელი : რამაზ შენგელია. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბილისი: ხელოვნება.
- ტორაძე, გულბათ (1997). ქართული ფეხბურთი. თბ..
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბ.: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
პერიოდიკა რედაქტირება
- მებურიშვილი, ტაგუ. „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- ახალი მწვერვალებისაკენ! // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1978, № 256 (6311), გვ. 1.
- 33 საუკეთესო // „ლელო“, 16 იანვარი, 1979, № 11 (6322), გვ. 4.
- გერშტენბლიტი, ა. აზრი, მოძრაობა, დარტყმა // „ლელო“, 5 ივლისი, 1979, № 126 (6437), გვ. 3.
- ჭეიშვილი, თ. ავტოგრაფი // „ლელო“, 21 ოქტომბერი, 1981, № 202 (7013), გვ. 4.
- რესპუბლიკაში საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1981, № 250 (7061), გვ. 1.
- რამაზ შენგელიას გოლი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების კარში // „ლელო“, 5 იანვარი, 1982, № 3 (7064), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- რამაზ შენგელია — ფიფას ჩანაწერი
ქართული სპორტი · AFS · Bombarder.Narod.ru · Dinamo-Tbilisi.ru · ESPN.com · Eurosport.com · Football in USSR · Footballdatabase.eu · FootballFacts.ru · FootballPlayers.ru · FootballTop.ru · Kino-Teatr.ru · National Football Teams · Peoples.ru · Rusteam.Permian.ru დაარქივებული 2020-10-26 საიტზე Wayback Machine. · Soccerway · Transfermarkt · UEFA.com · Weltfussball.de · КЛИСФ |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Alamy · Getty Images |
Georgian Public Radio · Vestnik Kavkaza · WorldSport.ge |
სქოლიო რედაქტირება
- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. წაკითხვის თარიღი: 1 იანვარი, 2022.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ კარიერა ფრაზებში: რამაზ შენგელია. mygoals.ge. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022
- ↑ 5.0 5.1 5.2 „გზა თასისაკენ“ (ცნობარი), ავტორ-შემდგენლები: გ. აკოფოვი, დ. კაკაბაძე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია, გვ. 15. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
- ↑ მაქსიმ არხიპოვი (2016). „დინამო“ თბილისი 4–2 „კრილია სოვეტოვი“ კუიბიშევი დაარქივებული 2018-07-19 საიტზე Wayback Machine. — 2 აპრილი, 1977. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
- ↑ ევგენი პუგლო (25 სექტემბერი, 2009). რამაზ შენგელიას ევროთასების სტატისტიკა სეზონების მიხედვით. klisf.net. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
- ↑ Soviet Union - Player of the Year Awards // 1978 — 1. R. Shengelia (Dinamo Tbilisi) - 235; 2. O. Blokhin (Dinamo Kiev) - 156; 3. G. Yartsev (Spartak Moscow) - 135 // 1981 — 1. R. Shengelia (Dinamo Tbilisi) - 360; 2. O. Blokhin (Dinamo Kiev) - 217; 3. L. Buryak (Dinamo Kiev) - 112 // 13 დეკემბერი, 2018. Rasim Movsumov for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ Лучшему бомбардиру. Narod.ru. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
- ↑ José Luis Pierrend (26 მარტი, 2005). European Footballer of the Year ("Ballon d'Or") 1981. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
- ↑ რამაზ შენგელია გარდაიცვალა. worldsport.ge. „მსოფლიო სპორტი“ (21 ივნისი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-12. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022
- ↑ სამძიმრის წერილი მიშელ პლატინისგან. worldsport.ge. „მსოფლიო სპორტი“ (22 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022
- ↑ ილია ნანობაშვილი. (24 ივნისი, 2012) რამაზ შენგელია უკანასკნელ გზაზე გააცილეს. worldsport.ge. „მსოფლიო სპორტი“. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022
- ↑ ქუთაისის ცენტრალური სტადიონი რამაზ შენგელიას სახელობის იქნება // ქალაქ ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიანიჭა. ციტატა: „როგორც ქუთაისური პრესა წერს, ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს მიიღო. რამაზ შენგელია ქუთაისში დაიბადა და ფეხბურთის თამაში სწორედ ამ ქალაქში დაიწყო“. 30 აპრილი, 2015 // Goal.ge. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ kutaisipost.ge (30 აპრილი, 2015). ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა — საინფორმაციო სააგენტო sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
- ↑ Рамаз Шенгелия. Шенгелия, Рамаз Александрович. Нападающий. Мастер спорта СССР международного класса (1980). Заслуженный мастер спорта СССР (1981). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 13 იანვარი, 2013. წყარო: Rusteam.Permian.ru. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2020.
- ↑ Рамаз Шенгелия. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
- ↑ Player Profile for Ramaz Shengelia in the Soccer World Cups. Ramaz Shengelia in the World Cups. Information about Ramaz Shengelia and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 25 იანვარი, 2019.
- ↑ World Cup 1982 finals · Group F · Group 1 · Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 25 იანვარი, 2019.
- ↑ Union Sovietica 1982// საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019. წყარო: Solofutbol.cl. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019.
- ↑ რამაზ შენგელია — საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მაისურით 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი, 2020.
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2021
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი — 9 აგვისტო, 1980. "Шахтер" (Донецк) – "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Финал. 9 августа 1980 года. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. 51 000 зрителей. Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). Александр Оганезов. 6 მარტი, 2012. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0). დაარქივებული 2019-06-21 საიტზე Wayback Machine. 5 августа 1979 года. Москва. Стадион им. В.И.Ленина. 95000 зрителей. Судья: М.Ступар (Ивано-Франковск). Сб. Москвы: Дасаев, Самохин, Никулин, Бубнов, Маховиков (к), Хидиятуллин, Шавло, Гаврилов (Васильев, 78), Максименков, Черенков, Сидоров (Петраков, 67). Сб. Грузии: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе (Какилашвили, 65), Гуцаев, Челебадзе (Шенгелия, 46). Голы: 1:0 Максименков (40), 2:0 Максименков (55), 2:1 Г.Мачаидзе (83). Предупреждения: Хидиятуллин, Гуцаев. Источник: Статистика матчей сборной Грузинской ССР на Спартакиаде народов СССР 1979 г. Футбол на летней Спартакиаде народов СССР 1979. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წყარო: საქართველოს სსრ ნაკრების სტატისტიკა 1979 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის საფეხბურთო ტურნირზე. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
- ↑ Rasim Movsumov (22 აგვისტო, 2007). Soviet Union — Player of the Year Awards — Election of the weekly Football (Football-Hockey). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). С 1930 года список представлял собой (за исключением 1938, 1953 и 1967 годов) три символичных состава из футболистов (№ 1, № 2 и № 3), распределённых по игровым позициям с учётом расстановки игроков, принятой в те годы. Академик (2000–2017). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი, 2018.