დავით ყიფიანი
დავით ყიფიანი (დ. 18 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 სექტემბერი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980), და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981).[2] ღირსების ორდენის კავალერი.
![]() დავით ყიფიანი 1981 წელს[1] | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით დავითის ძე ყიფიანი | ||
დაბადების თარიღი | 18 ივნისი, 1951 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
17 სექტემბერი, 2001 (50 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1964–1966 | თბილისის 35-ე სკოლა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1968 | ლოკომოტივი | 1 | (0) |
1969 | დინამო თბ. | 0 | (0) |
1970 | ლოკომოტივი | 28 | (3) |
1971–1982 | დინამო თბ. | 246 | (79) |
ეროვნული ნაკრები | |||
1974–1981 | სსრ კავშირი | 19 | (7) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984–1985 | დინამო თბილისი | ||
1988 | დინამო თბილისი | ||
1990–1991 | დინამო თბილისი | ||
1992–1993 | ოლიმპიაკოსი | ||
1995–1997 | დინამო თბილისი | ||
1997 | საქართველო | ||
1998 | რასინგი მეხელენი | ||
1998 | შინიკი | ||
1999–2001 | ტორპედო ქუთაისი | ||
2000–2001 | საქართველო | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[3][4] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[5][6]
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.[7][8][9][10] საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით.[11][12]
ბიოგრაფია რედაქტირება
დავით ყიფიანი დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს. ფეხბურთის თამაში დაიწყო 35-ე სკოლაში მწვრთნელ ფ. ჭელიძის ხელმძღვანელობით.[13] 1970 წელს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ (1970), ხოლო 1971–1982 წლებში – თბილისის „დინამოში“. გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში.[14][15][16]
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[17][18][19][20][21]
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში — 19 მატჩი, 7 გოლი; ევროტურნირებზე — 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, იაროსლავლის „შინიკის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით „დინამო“ (1990, 95, 96, 97) და „ტორპერდო“ (2000, 01) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე „დინამომ“ (1995, 96, 97) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. 1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0–4). 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას. დაიღუპა ავტოავარიაში, 2001 წლის 17 სექტემბერს.[14]
სტატისტიკა რედაქტირება
საკლუბო რედაქტირება
კლუბი[22] | წელი | ჩემპიონატი | თასი | ევროთასები | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ლოკომოტივი თბ. | 1968 | 1 | 0 | – | – | – | – | 1 | 0 |
Total | 1 | 0 | – | – | – | – | 1 | 0 | |
დინამო თბილისი | 1969 | – | – | – | – | – | – | – | – |
Total | – | – | – | – | – | – | – | – | |
ლოკომოტივი თბ. | 1970 | 28 | 3 | 1 | 0 | – | – | 29 | 3 |
Total | 28 | 3 | 1 | 0 | – | – | 29 | 3 | |
დინამო თბილისი | 1971 | 23 | 3 | 1 | 0 | – | – | 24 | 3 |
1972 | 28 | 7 | 3 | 0 | 2 [23] | 1 | 33 | 8 | |
1973 | 20 | 5 | 3 | 0 | 5 | 3 | 28 | 8 | |
1974 | 5 | 1 | 3 | 4 | – | – | 8 | 5 | |
1975 | 24 | 12 | 2 | 1 | – | – | 26 | 13 | |
1976 | 18 | 9 | 5 | 5 | 2 [24] | 1 | 25 | 15 | |
1977 | 27 | 14 | – | – | 5 | 2 | 32 | 16 | |
1978 | 25 | 7 | 6 | 1 | 4 | 1 | 35 | 9 | |
1979 | 22 | 3 | 2 | 1 | 4 | 2 | 28 | 6 | |
1980 | 31 | 8 | 7 | 3 | 4 | 0 | 42 | 11 | |
1981 | 18 | 8 | 1 | 0 | 5 | 0 | 24 | 8 | |
1982 | 4 | 2 | 1 | 2 | 4 | 0 | 9 | 4 | |
ჯამში | 245 | 79 | 34 | 17 | 35 | 10 | 314 | 106 | |
სულ | ჯამში | 274 | 82 | 35 | 17 | 35 | 10 | 344 | 109 |
სანაკრებო რედაქტირება
საბჭოთა კავშირი[25][26] | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1974 | 1 | 1 |
1975 | – | – |
1976 | – | – |
1977 | 6 | 3 |
1978 | 6 | 3 |
1979 | 5 | 0 |
1980 | – | – |
1981 | 1 | 0 |
ჯამში | 19 | 7 |
საინტერესო ფაქტები რედაქტირება
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც დავით ყიფიანი 1976 წლის საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[27]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად დავით ყიფიანი (მიხეილ მესხის, ბორის პაიჭაძისა და სლავა მეტრეველის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[28][29]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[30]
2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს.[31]
მის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.
მიღწევები რედაქტირება
საკლუბო რედაქტირება
- კარაველას თასი
- თასის მფლობელი: 1973 [36]
- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო რედაქტირება
- ჩემპიონი: 1976
- სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები
- ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1976
ინდივიდუალური რედაქტირება
- საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი: 1977 [37][38][39][40][41][42]
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი: 115 გოლი
- 33 საუკეთესო
- №1: 1977, 1978
- №2: 1976, 1980, 1981
- №3: 1973, 1975, 1979
სამწვრთნელო რედაქტირება
- თასის მფლობელი: 2000–2001
ლიტერატურა რედაქტირება
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 3, 11. 117 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 78 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. — გვ. 23, 41–44. 87 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 34, 94. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 28, 63. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 86 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1986. — გვ. 58. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 87 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. — გვ. 78. 168 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 22–23. 158 გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 194. 371 გვ.
- მოსაშვილი, მინდია., მარადიული დღესასწაული, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 51. 210 გვ.
- ფანჯიკიძე, გურამ., დინამო, დინამო, დინამო!, თბ.: საბჭ. საქართველო, 1981. — გვ. 50, 56. 64 გვ.
- ქურდობაძე, ალექსანდრე., ქართული ფეხბურთის ქრონიკები, თბ.: გ.გ., 2018.
ბიბლიოგრაფია რედაქტირება
- აკოფოვი, გ. (1972). ფეხბურთი – 72 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი – 74 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1975). ფეხბურთი – 75 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი – 76 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1977). ფეხბურთი – 77 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი – 78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. დაარქივებული 2019-05-12 საიტზე Wayback Machine.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი – 79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980) ფეხბურთი – 80 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). ფეხბურთი – 81 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1982). ფეხბურთი – 82 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1983). ფეხბურთი – 83 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ. (1984). ფეხბურთი – 84 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1985). ფეხბურთი – 85 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1986). ფეხბურთი – 86 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1987). ფეხბურთი – 87 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1989). ფეხბურთი – 89 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). გზა თასისაკენ : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გორგოძე, გიორგი (2003). დღესასწაულის წადილი. თბ.: რეინგოლდ და კომპანია.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). N 1 ფეხბურთელი : რ. შენგელია. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
- ჟორდანია, ანდრო (1976). ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. თბ.: საბჭოთა საქართველო.
- Кенкишвили, Симон (2017). Великий мастер Давид Кипиани. Ростов-на Дону: ФНО.
პერიოდიკა რედაქტირება
- მებურიშვილი, ტაგუ. „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- 33 საუკეთესო // „ლელო“, 16 იანვარი, 1979, № 11 (6322), გვ. 4.
- რესპუბლიკაში საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1981, № 250 (7061), გვ. 1.
- დოლიძე, ბეჟან. „კარაველას“ რაინდები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10.
- ინტერვიუ დავით ყიფიანთან // „ლელო“, 14 მარტი, 1982, № 50 (7111), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- ქართული სპორტის სტატისტიკა
AFS · FootballFacts.ru · National Football Teams · WorldFootball.net · КЛИСФ |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Alamy · Getty Images |
ეპოქა და ადამიანი · საუკუნის პორტრეტები · 60 კითხვა · Goal.ge |
სქოლიო რედაქტირება
- ↑ ფოტო გადაღებულია 1981 წლის 21 აპრილს როტერდამში, ევროპის თასების მფლობელთა თასზე „ფეიენორდთან“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინა დღეს.
- ↑ ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 56
- ↑ ბერიშვილი, ე., 2013, გვ. 194
- ↑ Soviet Union - Player of the Year Awards // 1977 — 1. D. Kipiani (Dinamo Tbilisi) - 323; 2. O. Blokhin (Dinamo Kiev) - 198; 3. Y. Degtyarev (Shakhter Donetsk) - 171 // 13 დეკემბერი, 2018. Rasim Movsumov for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. 1. დავით ყიფიანი. წლები: 1968-1982 · კლუბები: თბილისის „ლოკომოტივი“, თბილისის „დინამო“ · შედეგი: 275 მატჩი, 82 გოლი; სსრკ-ს ნაკრებში: 19 მატჩი, 7 გოლი · მიღწევები: ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-11 ადგილი), თასების თასი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი, სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, სსრკ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 6-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი. 17 დეკემბერი, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 იანვარი, 2020. წყარო: Goal.Ge. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2020.
- ↑ Gorgodze, Giorgi. (27 ოქტომბერი, 2016) Davit Kipiani – The „Moving Feast“ of Football. Georgia Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-08. ციტატა: „The legendary Russian goalkeeper Lev Yashin wrote: David Kipiani is the most illustrious figure in Soviet football; he is simply unparalleled. The intelligent Kipiani, with his exquisite manner of playing, is able to see his teammates excellently and has the capacity to resolve the most difficult of issues on the football field.“ ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2019
- ↑ Moñino, Ladislao J.. (9 სექტემბერი, 2012) Diálogos en la tumba de Kipiani. El cementerio georgiano acoge conversaciones entre exjugadores del Dínamo de Tblisi. El País. ციტატა: „Se producen frente a la lápida de David Kipiani (Tbilisi, 1951), el mejor jugador de la historia de Georgia, un predecesor, en los finales de los años 70 y principios de los años 80, de la elegancia fría de Zidane, según cuentan en los corrillos futboleros que ayer se montaron alrededor del hotel de concentración de la selección española en la capital georgiana.“ ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2019
- ↑ Kahl, Sebastian. (8 ოქტომბერი, 2017) Who Was David Kipiani? (Talks and writes about football history). medium.com. ციტატა: „USSR Player Of The Year 1977. As a player he never left his native Tbilisi. And for all intents he was a one club man. A 14 year career with Dinamo Tbilisi was only briefly interrupted, in 1970, by a loan move across town to Lokomotiv. After establishing himself at the senior level Kipiani returned to Dinamo and came to dictate their play for the following decade. In 1977 he was voted Soviet Footballer Of The Year.“ ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2019
- ↑ ლაშა გოდუაძე (24 მარტი, 2016). კარიერა ფრაზებში: დავით ყიფიანი — ყიფიანზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ, როგორც უბადლო ფეხბურთელსა და ნამდვილ ვირტუოზზე, გუნდის ლიდერსა და დირიჟორზე, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა: დრიბლინგი და ფინტი, მახვილგონივრული კომბინაცია და უზუსტესი პასი, უცაბედი შეტევა და ამ შეტევის გოლით დაგვირგვინება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
- ↑ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (18 ნოემბერი , 2016). საჯარო ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა — 18 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკაში ლეგენდარული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის 65 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული წიგნის — „დღესასწაულის წადილი“ — პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მომზადდა და გამოიცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებსა და ინტერვიუებს, ფოტოსურათებს და მოგონებებს შეიცავს. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2018.
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., 1981, გვ. 11
- ↑ 14.0 14.1 ქართული სპორტის საუკუნე – დაუვიწყარი სახელები: დავით ყიფიანი. „რადიო თავისუფლება“.
- ↑ გიორგი გაჩეჩილაძე (24 აპრილი, 2018). „ზედმეტად ქართველი“ ფეხბურთელი — რატომ არ წაიყვანეს 1982 წლის მსოფლიო პირველობაზე დავით ყიფიანი — 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დათოს ნაცვლად მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშე იური გავრილოვი წაიყვანეს. ყიფიანის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ დათო „ზედმეტად ქართველი“ ფეხბურთელი გახლდათ. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
- ↑ ადმინისტრატორი (30 აპრილი, 2016). ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა[მკვდარი ბმული] — წიგნი, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოსცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებს, ინტერვიუებს, ფოტოსურათებს და მოგონებებს შეიცავს. გამოცემის ავტორი ჟურნალ „ათიანის“ მთავარი რედაქტორი გია გორგოძეა. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი, 2018.
- ↑ „კარაველას თასი“. fcdinamo.ge. 19 აგვისტო, 2013. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Trofeo Colombino de fútbol“. es.wikipedia.org. 1 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1“. fc-dynamo.ru. 2 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „IX Trofeo Colombino de fútbol“. dinamo-tbilisi.ru. 5 მარტი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „"კარაველას" რაინდები“. opentext.org.ge. 22 აგვისტო, 2013. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ David Kipiani Club Statistics. footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2020.
- ↑ 1972–73 UEFA Cup
Dinamo Tbilisi 3–2 Twente. uefa.com. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2020.
Twente 2–0 Dinamo Tbilisi. uefa.com. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2020. - ↑ 1976–77 UEFA Cup Winners' Cup
Dinamo Tbilisi Aggregate: 3–1 Cardiff City. James M. Ross for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (4 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2020.
Dinamo Tbilisi Aggregate: 1–5 MTK-VM Budapest. James M. Ross for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (4 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2020.
- ↑ David Kipiani. წაკითხვის თარიღი: 3 იანვარი, 2020.
- ↑ David Kipiani International Statistics. footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2020.
- ↑ საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2021
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ გაზეთმა „ლელომ“ 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპერტსმენები დააჯილდოვა // გაზეთმა „ლელომ“ 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. ციტატა: „დაჯილდოების ღონისძიება კულტურის ცენტრ „მუზაში“ გაიმართა. ქალებში საუკეთესო სპორტსმენად ნონა გაფრინდაშვილი დასახელდა. მეორე ადგილი ნინო სალუქვაძემ მოიპოვა, მესამე ადგილი კი მაია ჩიბურდანიძეს ერგო. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს, მეორე ადგილი ლევან თედიაშვილს, ხოლო მესამე — ვიქტორ სანეევს ერგო“. 7 მაისი, 2014. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი — 9 აგვისტო, 1980. "Шахтер" (Донецк) – "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Финал. 9 августа 1980. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось — Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й — „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1978, გვ. 23, 41–44
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 34, 94
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 28, 63
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1986, გვ. 58
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 78
- ↑ Кипиани, Давид Давидович — В 1977 признан лучшим футболистом страны. Восемь раз включался в список „33 лучших футболистов сезона“ в СССР დაარქივებული 2019-05-30 საიტზე Wayback Machine. // Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). С 1930 года список представлял собой (за исключением 1938, 1953 и 1967 годов) три символичных состава из футболистов (№ 1, № 2 и № 3), распределённых по игровым позициям с учётом расстановки игроков, принятой в те годы. Мереминский, С.Г. 2017 // Большая российская энциклопедия (БРЭ). წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.