ბუქარესტი (რუმ. București) — რუმინეთის დედაქალაქი და ქვეყნის ინდუსტრიული და კომერციული ცენტრი. მდებარეობას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე დიმბოვიცის სანაპიროზე.

ქალაქი
ბუქარესტი
რუმ. București
გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
კოორდინატები 44°24′48″ ჩ. გ. 26°05′52″ ა. გ. / 44.413361° ჩ. გ. 26.097778° ა. გ. / 44.413361; 26.097778
ქალაქის მერი Nicușor Dan
დაარსდა 1459
ფართობი 226 კმ²
ცენტრის სიმაღლე 70 მეტრი
მოსახლეობა 1 716 961 (1 დეკემბერი, 2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+2
საფოსტო ინდექსი 010011–062397[2]
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი https://www.pmb.ro/
ბუქარესტი — რუმინეთი
ბუქარესტი

ქალაქი პირველად ნახსენებია 1459 წელს. დედაქალაქის სტატუსი 1862 წელს მიიღო. მას შემდეგ ბუქარესტმა მრავალი ცვლილება განიცადა და რუმინეთის მედიის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გახდა. მისი ეკლექტური არქიტექტურა — ისტორიული, კომუნისტური და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავი — ნათლად ასახავს ქალაქზე ისტორიული პროცესებისა და მოვლენების გავლენას. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში ქალაქი აღმოსავლეთი ევროპის კულტურის ცენტრი იყო და, მისი არქიტექტურისა და ელიტის გამო, მას აღმოსავლეთის პარიზი, ან მცირე პარიზი შეარქვეს. ომმა, მიწისძვრებმა და ნიკოლაუ ჩაუშესკუს „სისტემატიზაციის პროგრამამ“ ქალაქს იერი საკმაოდ შეუცვალა და დაუმახინჯა, თუმცა შენობების ნაწილი გადარჩა და ბოლო წლებში ქალაქი ისევ განიცდის ეკონომიკურ და კულტურულ ბუმს.

2011 წლის გამოკითხვის მიხედვით ბუქარესტის მოსახლეობა 1,883,425 ადამიანს შეადგენდა. აგლომერაციაში დაახლოებით 2,272 163 ადამიანი ცხოვრობს. ეკონომიკურად ბუქარესტი რუმინეთის ყველაზე მდიდარი ქალაქია და ასევე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და საკომუნიკაციო ცენტრია.

ქალაქის ადმინისტრაციული სახელია ბუქარესტის მუნიციპალიტეტი (Municipiul București) და ოლქის სტატუსი აქვს, რომელიც, თავის მხრივ, ექვს სექტორად არის დაყოფილი.

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება
 
პარკი ხერასტრაუ

ბუქარესტი მდებარეობს მდინარე დიმბოვიცას სანაპიროზე, რომელიც არის არჯეშის მარჯვენა შენაკადი. ბუქარესტის ტერიტორიაზე ასევე არსებობს რამდენიმე ტბა. ქალაქის ცენტრში არსებობს ხელოვნირი ტბა ჩიშმიგიუ, რომელსაც გარს არტყავს ჩიშმიგიუს ბაღები. ბაღები გაიხსნა 1847 წელს და შექმნილია გერმანელი არქიტექტორის ფ. ვ. მაიერის მიერ. ბაღები წარმოადგენს ქალაქის მთავარ რეკრეაციულ ზონას. ქალაქში ასევე არის ხერასტრაუს და ბუქარესტის ბოტანიკური ბაღი. ხერასტრაუს პარკი მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით ხერასტრაუს ტბის გარშემო და მოიცავს ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ბუქარესტის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს რუმინეთის უდიდეს ბოტანიკურ ბაღს, რომელშიც დაცულია დაახლოებით 10 000 სახეობის მცენარე. ბოტანიკური ბაღი 1860 წელს რუმინეთის მეფის ოჯახის განკარგულებით გაშენდა.[3]

ბუქარესტი მდებარეობს ქვემო დუნაის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. ლეგენდის მიხედვით ბუქარესტიც, რომის მსგავსად გაშენებულია შვიდ ბორცვზე. ქალაქი მოიცავს 226 კმ²-ს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან ყველაზე დაბალ წერტილში არის 55.8 მ. ხოლო ყველაზე მაღალ წერტილში 91.5 მ. ქალაქი სხვა და სხვა მიმართულებით გადაჭიმულია დაახლოებით 10-12 კილომეტრზე. 1989 წლამდე ბუქარესტის შემოგარენი ნაკლებად დასახლებული იყო, ხოლო მას შემდეგ დაიწყო სწრაფი მშენებლობები და მისი შემოგარენის გახდა ურბანული ტერიტორია.

მთავრობა

რედაქტირება
 
სორინ ოპრესკუ, ბუქარესტის მერი 2008 წლიდან.

ბუქარესტს რუმინეთის ადმინისტრაციულ დაყოფაში აქვს უნიკალური სტატუსი, ის არის ერთადერთი მუნიციპალური ერთეული და არ წარმოადგენს არცერთი ჟუდეცის ნაწილს. მოსახლეობის რაოდენობით ის არის რუმინეთის ნებისმიერ ჟუდეზსე დიდი.

2008 წლიდან ბუქარესტის მერი არის სორინ ოპრესკუ. გადაწყვეტილებების დამტკიცება და განხილვა ხდება მთავარი საბჭოს მიერ, რომელიც შედგება 55 არჩეული წევრისგან. ბუქარესტი დაყოფილია 6 უბნად, რომლებსაც ასევე ყავთ 27 წევრიანი საბჭოები და მერები.

ქალაქი პირველად 1459 წელს იხსენიება ვლად III ცეპეშის დოკუმენტებში, რომელმაც თანამედროვე ბუქარესტის ადგილას ციხესიმაგრე ააშენა ვლახეთის თურქებისგან დასაცავად. ორასი წლის შემდეგ ბუქარესტი ვლახეთის ერთ-ერთ ქალაქად გადაიქცა, თუმცა საჰერცოგოს დედაქალაქი ბუქარესტში კონსტანტინ ბრინკოვიანუმ გადაიტანა. 1862 წელს ბუქარესტი რუმინეთის სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომამდე ბუქარესტის განაშენიანება მიმდინარეობდა ფრანგული ბოზ-არტის სტილში. მის ფართო ბულვარებს ოსმანური პარიზის იმიტაცია უნდა შეექმნა.

დემოგრაფია

რედაქტირება

ბუქარესტში მოსახლეობის სწრაფი ზრდა ორ ეტაპად იყოფა: პირველი ეტაპი XIX საუკუნის მეორე ნახევარია, როდესაც ქალაქმა დედაქალაქის სტატუსი მიიღო, ხოლო მეორე, XX საუკუნის მეორე ნახევარი, ე. წ. ჩაუშესკუს წლები, როდესაც მასობრივი ურბანიზაციის პროგრამა ამოქმედდა და ბევრმა ადამიანმა დაიწყო სოფლებიდან აყრა და ქალაქად დასახლება. ამას ხელი შეუწყო დიქტატორის მიერ აბორტისა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების აკრძალვამ. გარდა ამისა, მოსახლეობის დაჩქარებულ ზრდას ხელი შეუწყო ქვეყნის აგრარულმა პოლიტიკამ და სოციალური მდგომარეობიოს გაუმჯობესებამაც. დღეისათვის ქალაქში ქვეყნის საერთო მოსახლეობის 9 % ცხოვრობს.

ბუქარესტის მოსახლეობის დაახლოებით 96.7 % ეთნიკური რუმინელია. რაოდენობრივად მეორე მსხვილი ჯგუფი ბოშებია (1,4 %), მათ უნგრელები (0,3 %), ებრაელები (0,1 %) და ჩინელები (0,1 %) მოჰყვებიან. ბუქარესტის მოსახლეობის 96,1 % მართლმადიდებელია, 1,2 % — რომაული ეკლესიის კათოლიკე, 0,5 % — მუსლიმი, 0,4 % — ბერძენი-კათოლიკე.

ეკონომიკა

რედაქტირება

ბუქარესტი არის რუმინეთის ეკონომიკის და ინდუსტრიის ცენტრი. მაშინ როდესაც იქ ცხოვრობს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 9 % ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 22.7 %-ს (2010 წლის მიხედვით) და ინდუსტრიის დაახლოებით 25 %-ს მოიცავს.[4] ბუქარესტის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ევროკავშირის საშუალო მსყიდველობითი უნარის პარიტეტის 111 %-ია, ხოლო დანარჩენი რუმინეთისას აღემატება დაახლოებით 2-ჯერ.[5] 90-იანი წლების შედარებითი სტაგნაციის შემდეგ ქალაქმა განიცადა ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფრასტრუქტურული განვითარება. 2013 წლის იანვრის მონაცემებით ქალაქის უმმუშევრობა შეადგენდა დაახლოებით 2.1 %-ს, რაც მთლიანი ქვეყნის მაჩვენებელზე - 5.8 % ბევრით დაბალია.[6][7]

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
ბუქარესტის მეტროპოლიტენის გეოგრაფიულად ზუსტი რუკა

ბუქარესტი რუმინეთის ყველაზე მსხვილი საპტრანსპორტო კვანძია, ხოლო ერთ-ერთი უდიდესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით.

ბუქარესტის სატრანსპორტო სისტემა შემდეგნაირად ნაწილდება:

ბუქარესტში კულტურას აქვს კარგი ასპარეზი. განსაკუთრებით განვითარებულია სახვითი ხელოვნება, საშემსრულებლო ხელოვნება და ღამის ცხოვრება. რუმინეთის სხვა მხარეებისგან განსხვავებით, მაგალითად შავი ზღვის სანაპირო რეგიონი ან ტრანსილვანია, ბუქარესტის კულტურას არ აქვს ერთი გამოკვეთილი სტილი. მის კულტურაში ეროვნული მოტივებზე მეტად სჭარბობს ინტერნეციონალური ელემენტები.

განათლება

რედაქტირება

რუმინეთში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება — წმინდა საბას აკადემია — 1694 წელს დაარსდა. 1864 წელს გაიხსნა ბუქარესტის უნივერსიტეტი. დღეისათვის დედაქალაქის 21 უმაღლეს სასწავლებელში დაახლოებით 100 ათასი სტუდენტი სწავლოს.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

ბუქარესტს ჰყავს შემდეგი დამეგობრებული ქალაქები:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2021 Romanian censusNational Institute of Statistics.
  2. https://orasultau.ro/cod-postal/bucuresti-o
  3. Botanical Garden დაარქივებული 2006-09-29 საიტზე Wayback Machine. , onlinegallery.ro. Retrieved 13 October 2006.
  4. Joint Inclusion Memorandum of Romania. Web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2006. ციტირების თარიღი: 14 April 2011.
  5. GDP per inhabitant in 2009 ranged from 27% of the EU27 average in Severozapaden in Bulgaria to 332% in Inner London (ევროსტატი, 13 მარტი 2012)
  6. (რუმინული) "AMOFM: Rata şomajului în Bucureşti a fost de 2,05%, la sfârşitul lunii ianuarie" დაარქივებული 2013-07-05 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, capital.ro, February 8, 2013; accessed April 22, 2013
  7. (რუმინული) Situaţia statistică a şomajului înregistrat la 31 ianuarie 2013 დაარქივებული 2018-07-08 საიტზე Wayback Machine. , Agenția Națională Pentru Ocuparea Forței de Muncă; accessed April 22, 2013
  8. Twinning Cities: International Relations (PDF). Municipality of Tirana. tirana.gov.al. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 23 June 2009.
  9. Wikisource.org (პორტუგალიური)
  10. Pesquisa de Legislação Municipal - No 14471 Portuguese. Prefeitura da Cidade de São Paulo [Municipality of the City of São Paulo]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-18. ციტირების თარიღი: 2013-08-23.
  11. Lei Municipal de São Paulo 14471 de 2007 WikiSource (პორტუგალიური)
  12. International Relations – São Paulo City Hall – Official Sister Cities. Prefeitura.sp.gov.br. ციტირების თარიღი: 14 April 2011.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 Academy of Economic Studies – Short History of Bucharest. Ase.edu.ro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 31 January 2010.
  14. Sister Cities. Beijing Municipal Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 23 June 2009.
  15. Oraşe înfrăţite (Twin cities of Minsk) [via WaybackMachine.com] Romanian. Primăria Municipiului Chişinău. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-03. ციტირების თარიღი: 2013-07-21.
  16. Sister Cities of Manila. 2008–2009 City Government of Manila. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 2 July 2009.
  17. Kardeş Kentleri Listesi ve 5 Mayıs Avrupa Günü Kutlaması [via WaybackMachine.com] Turkish. Ankara Büyükşehir Belediyesi - Tüm Hakları Saklıdır. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-14. ციტირების თარიღი: 2013-07-21.
  18. Istanbul Metropolitan Municipality: Cities which signed Sistership, Cooperation and Goodwill treaties with Istanbul (PDF). ციტირების თარიღი: 2012-12-15.