დიმბოვიცა
დიმბოვიცა (რუმ. Dâmboviţa) — მდინარე რუმინეთში, მდინარე არჯეშის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ფეგერაშის მასივზე, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. სიგრძე 237 კმ, აუზის ფართობი 2837 კმ². აქვს მრავალრიცხოვანი შენაკადები. ქვემო დინებაში მიედინება ქვემო დუნაის ვაკეზე. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და ზაფხულის წყალმცირობა. არის ჰესი. მდინარის ნაპირზე გაშენებულია რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი.
დიმბოვიცა | |
---|---|
დიმბოვიცა | |
ქალაქები | ბუქარესტი |
სათავე |
ფეგერაშის მასივი 45°29′54″ ჩ. გ. 24°56′14″ ა. გ. / 45.49833° ჩ. გ. 24.93722° ა. გ. |
შესართავი |
არჯეში 44°13′40″ ჩ. გ. 26°28′14″ ა. გ. / 44.22778° ჩ. გ. 26.47056° ა. გ. |
სიგრძე | 237 კმ |
აუზის ფართობი | 2837 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
დიმბოვიცა ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიმბოვიცა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)