ფეგერაშის მასივი
ფეგერაშის მასივი (რუმ. Munţii Făgăraşului) — მთის მასივი სამხრეთ კარპატებში. გადაჭიმულია რუმინეთის ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით 60 კმ-ზე. მასზე აღმართულია რუმინეთის ყველაზე მაღალი მწვერვალი — მოლდოვიანუ (2544 მ). მოქცეულია მდინარე ოლტის ხეობასა და მდინარე დიმბოვიცის სათავეებს შორის. რელიეფში გვხვდება მყინვარული ტბები, ცირკები, კლდოვანი მწვერვალები. აგებულია მეტწილად კრისტალური ფიქლებით. 1700 მ-მდე შემოსილია წიფლის, მუხისა და წიწვოვანი ტყით, უფრო მაღლა არის სუბალპური და ალპური მცენარეულობა. განვითარებულია ტურიზმი, ალპინიზმი.
ფეგერაშის მასივი | |
---|---|
მოლდოვიანუ | |
კოორდინატები: 45°36′00″ ჩ. გ. 24°43′48″ ა. გ. / 45.60000° ჩ. გ. 24.73000° ა. გ. | |
ქვეყანა | რუმინეთი |
უმაღლესი წერტილი | მოლდოვიანუ |
სიმაღლე | 2544 მ |
სიგრძე | 60 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფეგერაშის მასივი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ფეგერაშის მასივი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)