ოლტი
ოლტი, ოლტული (რუმ. Olt, Oltul) — მდინარე რუმინეთში. მდინარე დუნაის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 709 კმ, აუზის ფართობი 24 010 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ კარპატების დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1280 მ სიმაღლეზე. კვეთს სამხრეთ კარპატებს და მიედინება ქვემო დუნაის ვაკეზე. ზემო დინებაში აცურებენ ხე-ტყეს. ქალაქ სლატინის ქვემოთ სანაოსნოა. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი ქვემოთში დაახლოებით 160 მ³/წმ. მდინარის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები: ფეგერაში, რიმნიკულ-ვილჩა და სლატინა.
ოლტი | |
---|---|
ქვეყანა | რუმინეთი |
ქალაქები |
ფეგერაში რიმნიკულ-ვილჩა სლატინა |
სათავე |
აღმოსავლეთი კარპატები 46°44′32″ ჩ. გ. 25°44′38″ ა. გ. / 46.74222° ჩ. გ. 25.74389° ა. გ. |
შესართავი | 43°42′46″ ჩ. გ. 24°47′45″ ა. გ. / 43.71278° ჩ. გ. 24.79583° ა. გ. |
სიგრძე | 709 კმ |
აუზის ფართობი | 24 010 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ოლტი ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ოლტი“ ვიკისაწყობში.
- ოლტი — ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)