ტრანსილვანია
ტრანსილვანია (ლათ. Transilvania „ტყის გაღმა მხარე“, რუმ. Ardeal არდიალი, გერმ. Siebenbürgen „შვიდქალაქეთი“, უნგრ. Erdély ერდელი) — უნგრეთისა და რუმინეთის სადავო ისტორიული ოლქი რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთი ტრანსილვანია ეთნიკურად უფრო მრავალფეროვანია, ამიტომაც, პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის ამ რეგიონმა საკმაო კონფლიქტური პოტენციალი დააგროვა. რეგიონი ცნობილია თავისი გოთიკური სტილის ნაგებობებით, ასევე მას სახელი აქვს განთქმული როგორც „ვამპირების სამშობლო“, რაც მჭიდროდ უკავშირდება ვლად „დრაკულა“ ცეპეშის სახელს, რომელიც აქ მოღვაწეობდა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა „ტრანსილვანია“ ლათინური წარმოშობისაა, რეგიონის პირველი ხსენება 1075 წლის ლათინურ დოკუმენტში ხდება როგორც „Ultra Silvam“, რაც პირდაპირი გაგებით ნიშნავს „ტყის გაღმა“. აქედან მოდის მისი ლათინური სახელი „Ultrasylvania“, რაც დროთა განმავლობაში „Transylvania-დ“ შეიცვალა. რუმინულად რეგიონი ცნობილია როგორც „არდიალი“ (Ardeal), რაც უნგრული „ერდელის“ (Erdély) რომანიზირებული ვარიანტია. რეგიონი ასევე ცნობილია როგორც „შვიდქალაქეთი“ (გერმ. Siebenbürgen, სლოვაკ. Sedmihradsko, პოლ. Siedmiogród, ბულგ. Седмиградско) რაც უკავშირდება გერმანელი საქსების მიერ დაარსებულ შვიდ ქალაქს, ესენია:
- კლაუსენბურგი/კლუჟ-ნაპოკა (გერმ. Klausenburg, რუმ. Cluj-Napoca)
- მედვეში/მედიაში (გერმ. Medwesch, რუმ. Mediaș)
- შესბურგი/სიგიშოარა (გერმ. Schäßburg, რუმ. Sighișoara)
- ნიოზენი/ბისტრიცა (გერმ. Nösen, რუმ. Bistrița)
- კონშტადტი/ბრაშოვი (გერმ. Kronstadt, რუმ. Brașov
- მიუჰლბახი/სებეში (გერმ. Mühlbach, რუმ. Sebeș)
- ჰერმანშტადტი/სიბიუ (გერმ. Hermanstadt, რუმ. Sibiu)
ისტორია
რედაქტირებაX საუკუნეში დამოუკიდებელი სათავადოა.
XI-XII საუკუნეებში ტრანსილვანიას უნგრელები იპყრობენ (იხ. აგრ. სეკეი).
XVI საუკუნეში ყალიბდება ტრანსილვანიის სათავადო, რომელიც ოსმალთა სულთნის სუვერენიტეტს ცნობს, თუმცა, მას არ ემორჩილება. XVII საუკუნეში იპყრობს ჰაბსბურგთა მონარქია.
1867 წელს, ავსტრია-უნგრეთის შექმნის შემდეგ, ტრანსილვანია უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
პირველ მსოფლიო ომის დროს, რუმინეთის სამეფო უკავშირდება ანტანტას იმ პირობით, რომ ავსტრია-უნგრეთს ტრანსილვანია ჩამოეჭრებოდა და გადაეცემოდა რუმინეთს, რაც მოხდა კიდეც.
1940 წლის ვენის მეორე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, რუმინეთმა უნგრეთს ჩრდილოეთი ტრანსილვანია დაუთმო.
1947 წლის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, ვენის 1940 წლის დიქტატი გაუქმებულია და ჩრდილოეთ ტრანსილვანია რუმინეთს უერთდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- RTI Radio - Radio Transsylvania International დაარქივებული 2010-12-18 საიტზე Wayback Machine.
- Tolerant Transylvania - Why Transylvania will not become another Kosovo დაარქივებული 2005-04-21 საიტზე Wayback Machine. , Katherine Lovatt, in Central Europe Review, Vol 1, No 14 27 September 1999.
- The History Of Transylvania And The Transylvanian Saxons by Dr. Konrad Gündisch, Oldenburg, Germany
- (გერმანული) Historical Literature about Transilvania and Neighbouring Territories by Klaus Popa, Germany
- Transylvania, its Products and its People, by Charles Boner, 1865 დაარქივებული 2018-05-05 საიტზე Wayback Machine.
- (უნგრული) Transylvanian Family History Database