მედიაში
მედიაში (რუმ. Mediaş) — ქალაქი რუმინეთის ცენტრალურ ნაწილში, სიბიუს ჟუდეცში. მდებარეობს ტრანსილვანიის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 330 მ სიმაღლეზე, მდინარე ტირნავა-მარეს ნაპირას. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 44,169 ადამიანი. დააარსეს გერმანელმა კოლონისტებმა XIII საუკუნეში რომაული ბანაკის — „მედიას“ ადგილას. მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. მოიპოვებენ ბუნებრივ აირს. ქალაქშია XV საუკუნის წმინდა მარგარიტას სახელობის ეკლესია. მიდამოებში არის ვენახები.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მედიაში Mediaş | |||
მედიაში | |||
| |||
ქვეყანა | რუმინეთი | ||
ჟუდეცი | სიბიუ | ||
კოორდინატები | 46°09′50″ ჩ. გ. 24°21′03″ ა. გ. / 46.16389° ჩ. გ. 24.35083° ა. გ. | ||
მმართველი | Gheorghe Roman[1] | ||
დაარსდა | 1267 | ||
ფართობი | 62.62 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 330 მ | ||
მოსახლეობა | 44,169 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||
საფოსტო ინდექსი | 551002–551143[2] | ||
ოფიციალური საიტი | primariamedias.ro | ||
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მედიაში — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)