მანუჩარ მაჩაიძე
მანუჩარ დომენტის ძე მაჩაიძე (დ. 25 მარტი, 1949, ამბროლაური, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ტაშკენტის „ფახთაქორის“, მოსკოვის „სპარტაკის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი[2][3][4] და ორგზის ფინალისტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1970), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ორჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად.[5][6][7]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მანუჩარ დომენტის ძე მაჩაიძე | ||
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1949 | ||
დაბადების ადგილი |
ამბროლაური, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 182 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1967–1980 | დინამო თბ. | 297 | (42) |
1980 | ფახთაქორი | 13 | (1) |
1981 | სპარტაკი | 2 | (0) |
1981–1982 | ტორპედო | 45 | (6) |
ეროვნული ნაკრები | |||
1971–1975 | სსრკ (ოლიმპიური) | 4 | (1) |
1974–1979 | სსრ კავშირი | 4 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984–1985 | ლოკომოტივი თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ სპორტსმენად. მათივე შეფასებით, — თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კაპიტნად მიიჩნევა.[8][9][10][11][12][13][14][15][16]
ადრეული წლები
რედაქტირებამანუჩარ მაჩაიძე ამბროლაურში, 1949 წლის 25 მარტს, დომენტი მაჩაიძისა და ცაცა სირბილაძის ოჯახში დაიბადა. მამა პროფესიით ინჟინერი იყო, დედა კი ექიმი. ორიოდე წლის შემდეგ ოჯახი თბილისში გადმოდის საცხოვრებლად და მანუჩარის ბავშვობაც დედაქალაქში გატარებულ წლებს უკავშირდება. სწავლობდა თბილისის 112-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1966 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა.[17]
მანუჩარ მაჩაიძე თავის პირველ მწვრთნელებს შორის, ვანო შუდრასა და ვლადიმერ ელოშვილის გარდა, ასახელებს აგრეთვე, შოთა მერკვილაძეს,[18][19] ვლადიმერ გვარჯალაძეს და არჩილ კიკნაძეს:
1967 წელს ვლადიმერ ელოშვილის[20] ხელმძღვანელობით თბილისის ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლის, ფშმ-ს აღსაზრდელები[კომ. 1] და მათ შორის მანუჩარ მაჩაიძეც კალინინგრადში ჭაბუკ ფეხბურთელთა საკავშირო პირველობაზე მიემგზავრებიან. ქართველი ფეხბურთელები ზედიზედ ამარცხებენ „ცსკას“, ვოროშილოვგრადის „ზარიას“, უკრაინის საფეხბურთო სკოლის ახალგაზრდულ გუნდებს და მხოლოდ ფინალში თმობენ შეხვედრას მოსკოვის სპარტაკელებთან — 0–1. გადამწყვეტი მატჩის წაგების მიუხედავად მანუჩარ მაჩაიძის თამაში მთელი ტურნირის განმავლობაში საყოველთაო მოწონებას იმსახურებს და პირველობის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით იგი თავის პირველ საფეხბურთო ჯილდოს — ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველისთვის განკუთვნილ პრიზს ეუფლება.[21][22]
თბილისის „დინამო“
რედაქტირება1967 წლიდან თბილისის „დინამოს“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ვიაჩესლავ სოლოვიოვის ინიციატივით გუნდის დუბლშემადგენლობაში ირიცხება, სადაც დუბლიორთა მიმდინარე საკავშირო პირველობის ოთხ შეხვედრას თამაშობს.
გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1968 წლის პირველ ივნისს,[1] საკავშირო ჩემპიონატის მე-11 ტურის კალენდარულ მატჩში, ტაშკენტის „ფახთაქორის“[23] წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრას „ფახთაქორის“ ცენტრალური სტადიონი მასპინძლობს და მას 32 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. დინამოელები თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: ურუშაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, ქიქავა, კუტივაძე, გ. სიჭინავა, მეტრეველი და მესხი. მანუჩარ მაჩაიძე მატჩის მეორე ტაიმის 70-ე წუთზე, სერგო კუტივაძის ნაცვლად ერთვება თამაშში.[24] მანუჩარ მაჩაიძის ერთ-ერთი ინტერვიუდან:
მანუჩარ მაჩაიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის 297 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა.[25] პირველად მეტოქის კარი მან თბილისში, 1969 წლის 26 აგვისტოს დონის როსტოვი „სკა“-ს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, პირველი ტაიმის 33-ე წუთზე აიღო. აღნიშნული შეხვედრა თბილისელებმა ანგარიშით — 2–1 მოიგეს. რაც შეეხება დინამოელთა რიგებში მის მიერ გატანილ ბოლო, 42-ე გოლს — იგი მან 1980 წლის 12 აპრილს, კრასნოდარში, ადგილობრივი „ყუბანის“ წინააღმდეგ გამართულ საკავშირო პირველობის მესამე ტურის კალენდარულ მატჩში — შეხვედრის მე-15 წუთზე შეაგდო. ეს შეხვედრა ფრედ — 2–2 დამთავრდა. მანუჩარ მაჩაიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ საკავშირო თასის გათამაშების 56 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
1980 წელს გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მას და მის უმცროს ძმას — გოჩა მაჩაიძეს „დინამოს“ დატოვება მოუწიათ. თბილისის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ თამაშობდა ტაშკენტის „ფახთაქორში“,[26] შემდეგ მოსკოვის „სპარტაკში“. ერთი წლის შემდეგ კი ქუთაისის „ტორპედოს“ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ამონარიდი სტატიიდან:
მანუჩარ მაჩაიძემ საკავშირო ჩემპიონატების, საკავშირო თასის გათამაშებების და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში 431 მატჩი ჩაატარა (გაიტანა 62 გოლი).[27]
თავისი სპორტული კარიერის მანძილზე მან მოიპოვა: საკავშირო ჩემპიონატების ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის, ოთხი ბრინჯაოს მედალი, ორჯერ სსრ კავშირის თასი,[28][29][30][31][32] სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის მედალი (1979).[33]
მანუჩარ მაჩაიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში ჩატარებულ 80 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.[34][35][36][37][38][39]
ორი რეკორდი და სხვა მიღწევები
რედაქტირებაყველაზე ხელხვავიანი კაპიტანი
რედაქტირებამანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობის პერიოდში თბილისის „დინამომ“ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა საკავშირო მასშტაბით.[40][41] ამ მხრივ იგი ერთადერთი ფეხბურთელია ქართული სპორტის ისტორიაში, ვისი თავკაცობითა და წინამძღოლობით მიღწეული წარმატებათა ასეთი სერია — არც მანამდე და არც მას შემდეგ — თბილისის „დინამოს“ და შესაბამისად ქართულ ფეხბურთს არ ჰქონია. საკავშირო და საერთაშორისო ასპარეზზე — 1936–1989 წლებში, თბილისის „დინამოს“ სულ ხუთი ტიტული აქვს მოგებული და აქედან სამი — მისი კაპიტნობის დროს.
მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობით, 1976 წლის 22 აგვისტოდან 1980 წლის 22 აპრილის ჩათვლით, თბილისის „დინამომ“ შინ საკავშირო პირველობისა და თასის გათამაშების ფარგლებში სულ 73 მატჩი გამართა, რომელთაგან 55 შეხვედრა მოიგო და 18 ფრედ დაასრულა. არცერთ საშინაო შეხვედრაში მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობის პერიოდში დინამოელებს მარცხი არ განუცდიათ, რაც უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს თბილისის „დინამოს“ ისტორიაში.
გაცდენის გარეშე
რედაქტირებამანუჩარ მაჩაიძეს ასევე ეკუთვნის კიდევ რამდენიმე არაოფიციალური რეკორდი კლუბის ისტორიაში. ერთ-ერთ ასეთ მიღწევას წარმოადგენს მის მიერ საკავშირო პირველობის, საკავშირო თასის გათამაშებისა და საერთაშორისო ოფიციალურ შეხვედრათა ფარგლებში ზედიზედ ჩატარებული 150 მატჩი გაცდენის გარეშე.
ევროტურნირებზე
რედაქტირებამანუჩარ მაჩაიძემ ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში თბილისის „დინამოს“ ღირსება 26 შეხვედრაში დაიცვა, აქედან ოთხი — თასების მფლობელთა თასის, 18 — უეფა-ს თასის და ოთხიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. ამ შეხვედრებში მან ორჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.[42] აღსანიშნავია, რომ ევროპული ოფიციალური სათასო ტურნირების ოცდაექვსივე მატჩი მან შეუცვლელად ითამაშა, აქედან 18 შეხვედრა გუნდის კაპიტნის რანგში.
ამას გარდა, ორი მატჩი ითამაშა მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, — თბილისში[43] და მადრიდში[44] (უეფა-ს ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალის მატჩები).[45][46]
ტაშკენტის „ფახთაქორი“
რედაქტირება1980 წელს მანუჩარ მაჩაიძე ტაშკენტის „ფახთაქორის“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 13 მატჩს თამაშობს და ერთი გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1980 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „ფახთაქორი“ 9 შეხვედრაში იმარჯვებს, 17 შეხვედრაში მარცხდება, 8 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 26 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.[47] მანუჩარ მაჩაიძემ ტაშკენტის „ფახთაქორის“ შემადგენლობაში ჩატარებულ საკავშირო პირველობის 13 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
მოსკოვის „სპარტაკი“
რედაქტირება1981 წელს მანუჩარ მაჩაიძე მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის ორ მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1981 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „სპარტაკი“ 19 შეხვედრაში იმარჯვებს, 7 შეხვედრაში მარცხდება, 8 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 46 ქულით მეორე ადგილს იკავებს.[48]
1981 წელს მანუჩარ მაჩაიძე მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების ერთ მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1981 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 4 მატჩიდან „სპარტაკი“ 3 შეხვედრაში იმარჯვებს (მათ შორის ფრედ დასრულებულ ნახევარფინალურ შეხვედრაში მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში) და მხოლოდ ფინალში თმობს გადამწყვეტ შეხვედრას „სკა“ დონის როსტოვთან.[49]
ქუთაისის „ტორპედო“
რედაქტირება1981 წელს მანუჩარ მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის პირველი ლიგის 30 მატჩს თამაშობს და 6 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1981 წლის პირველი ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 46 მატჩიდან „ტორპედო“ 26 შეხვედრაში იმარჯვებს, 16 შეხვედრაში მარცხდება, 4 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 56 ქულით მეორე ადგილს იკავებს და უმაღლეს ლიგაში ინაცვლებს,[50] სადაც კლუბმა ბოლოს 1970 წელს იასპარეზა. მანუჩარ მაჩაიძემ ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის პირველი ლიგის 30 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
1982 წელს მანუჩარ მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის 15 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1982 წლის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „ტორპედო“ 10 შეხვედრაში იმარჯვებს, 14 შეხვედრაში მარცხდება, 10 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 30 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.[51]
1982 წელს მანუჩარ მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 3 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1982 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 3 მატჩიდან „ტორპედო“ ერთ შეხვედრას ფრედ ასრულებს, ორ შეხვედრას თმობს და ჯგუფურ ეტაპზევე ასრულებს გათამაშებას.[52]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1971–1975 წლებში იყო სსრ კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების წევრი,[53] რომლის შემადგენლობაში ოთხი მატჩი ითამაშა — ავსტრიის, საფრანგეთის,[54] იუგოსლავიის და ისლანდიის ოლიმპიურ ნაკრებთა წინააღმდეგ.
ასევე, ოთხი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც — იუგოსლავიის, არგენტინის, ბრაზილიის და უნგრეთის წინააღმდეგ.[55]
მათგან პირველ, იუგოსლავია – საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა ქალაქმა ზენიცამ. იგი, 1974 წლის 17 აპრილს გაიმართა „ბილინო პოლეზე“.[56] მაჩაიძემ შეხვედრის 68-ე წუთზე დავით ყიფიანი შეცვალა. შეხვედრა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. ბურთი დავით ყიფიანმა შეაგდო. მაჩაიძისა და ყიფიანის გარდა, თბილისის დინამოელთაგან საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა რევაზ ძოძუაშვილიც.[57]
მეორე, არგენტინა – საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის მასპინძელი იყო ქალაქი ბუენოს-აირესი, რომელიც 1976 წლის 28 ნოემბერს „ესტადიო მონუმენტალზე“ გაიმართა. თამაში უგოლო ფრით — 0–0 დასრულდა.[58] მაჩაიძის გარდა, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი თბილისის დინამოელი — შოთა ხინჩაგაშვილიც მონაწილეობდა. არგენტინელთა რიგებში კი მომავალი 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონები: ხორხე ოლგინი, ალბერტო ტარანტინი, დანიელ კილერი, ამერიკო გალიეგო, რენე ორლანდო ჰაუსმანი, ოსვალდო არდილესი, ხოსე დანიელ ვალენსია, რიკარდო დანიელ ბერტონი და 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი — რიკარდო ბოჩინი იყვნენ მინდორზე.[59]
მესამე, ბრაზილია – საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროში, 1976 წლის პირველ დეკემბერს სახელგანთქმულ მარაკანაზე შედგა და ბრაზილიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ამ მატჩშიც, მაჩაიძესთან ერთად, თბილისის დინამოელთაგან მონაწილეობდა შოთა ხინჩაგაშვილი. ბრაზილიელთა ნაკრებში სხვა მოთამაშეებთან ერთად, მოედანზე იყვნენ ლეგენდარული ფეხბურთელები — პაულო რობერტო ფალკაო, რობერტო დინამიტი, ზიკო და მექსიკის 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორები — რობერტო რიველინო და გუნდის მაშინდელი კაპიტანი და ტურნირის დამაგვირგვინებელი, უკანასკნელი გოლის ავტორი კარლოს ალბერტო.[60]
მეოთხე, საბჭოთა კავშირი – უნგრეთის — უეფა-ს 1980 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას თბილისმა, 1979 წლის 19 მაისს უმასპინძლა დინამო არენაზე. თამაში ანგარიშით 2–2 დასრულდა. მაჩაიძესთან ერთად, თბილისის დინამოელთაგან მატჩში მონაწილეობდნენ დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და ვახტანგ ქორიძე.[61]
სანაკრებო მატჩები
რედაქტირება№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1
|
17.04.1974 | იუგოსლავია | 0–1 | სსრკ | [62][63] | ||
2
|
21.11.1976 | არგენტინა | 0–0 | სსრკ | [64] | ||
3
|
01.12.1976 | ბრაზილია | 2–0 | სსრკ | [65] | ||
4
|
19.05.1979 | სსრკ | 2–2 | უნგრეთი | [66] |
საკლუბო სტატისტიკა
რედაქტირებასსრ კავშირის ჩემპიონატი 1976 (გაზაფხული)
|
სსრ კავშირის ჩემპიონატი 1976 (შემოდგომა)
|
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროთასები | სულ [67] | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
„დინამო“ თბილისი |
1968 | 4 | 0 | – | – | – | – | 4 | 0 |
1969 | 6 | 1 | – | – | – | – | 6 | 1 | |
1970 | 18 | 0 | 5 | 0 | – | – | 23 | 0 | |
1971 | 30 | 5 | 2 | 0 | – | – | 32 | 5 | |
1972 | 21 | 2 | 6 | 0 | 2 [68] | 0 | 28 | 2 | |
1973 | 30 | 4 | 4 | 0 | 6 [69] | 1 | 40 | 5 | |
1974 | 30 | 7 | 8 | 2 | – | – | 37 | 9 | |
1975 | 29 | 6 | 4 | 2 | – | – | 33 | 8 | |
1976 | 13 | 3 | 5 | 0 | – | – | 18 | 3 | |
1976 | 12 | 1 | – | – | 4 [70] | 1 | 16 | 2 | |
1977 | 30 | 3 | 1 | 0 | 6 | 0 | 37 | 3 | |
1978 | 30 | 2 | 6 | 0 | 4 | 0 | 40 | 2 | |
1979 | 34 | 7 | 8 | 1 | 4 | 0 | 46 | 8 | |
1980 | 10 | 1 | 7 | 0 | – | – | 17 | 1 | |
სულ | 297 | 42 | 56 | 5 | 26 | 2 | 379 | 49 | |
„ფახთაქორი“ ტაშკენტი |
1980 | 13 | 1 | – | – | – | – | 13 | 1 |
სულ | 13 | 1 | – | – | – | – | 13 | 1 | |
„სპარტაკი“ მოსკოვი |
1981 | 2 | 0 | 1 | 0 | 2 | 0 | 5 | 0 |
სულ | 2 | 0 | 1 | 0 | 2 | 0 | 5 | 0 | |
„ტორპედო“ ქუთაისი |
1981 | 30 | 6 | – | – | – | – | 30 | 6 |
1982 | 15 | 0 | 3 | 0 | – | – | 18 | 0 | |
სულ | 45 | 6 | 3 | 0 | – | – | 48 | 6 | |
სულ ჯამში | 357 | 49 | 60 | 5 | 28 | 2 | 445 | 56 |
თამაშის სტილი და შეფასებები
რედაქტირებამანუჩარ მაჩაიძის ტექნიკური არსენალიდან სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დინამოელთა კაპიტანს ბურთის ფლობის ფენომენალური ნიჭი გააჩნია, რაც საშუალებას აძლევს მას, — როგორც შეტევის ორგანიზატორს, რომელიც უმთავრესად მოკლე და საშუალო გადაცემებს ანიჭებს უპირატესობას კომბინაციების აწყობისას, — დომინირებდეს მინდვრის შუაგულში და მეტოქეს თამაშის საკუთარი წესები მოახვიოს თავს.[71][კომ. 4] აკონტროლოს თამაშის რიტმი და დინამიკა და ამდენად ცხადყოს, რომ მნიშვნელოვანწილად, სწორედ გუნდის მიერ ბურთის ფლობის უნარის ხარისხი განსაზღვრავს, არა მხოლოდ გუნდის სათამაშო ხელწერასა და ხასიათს, არამედ იმას, თუ რამდენად შეძლებენ მოთამაშეები საკუთარი თამაშის აწყობას, რამდენად მოიპოვებენ მეტოქეზე უპირატესობას, საუბარია არა ეპიზოდური უპირატესობის შესახებ მოედნისა თუ თამაშის რომელიმე ცალკეულ უბანსა თუ მონაკვეთზე, არამედ სტრატეგიულ, ტექნიკურ და ტაქტიკურ დომინირებაზე მოედნის მთელ პერიმეტრზე, რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს როგორც უშუალოდ მანუჩარ მაჩაიძის, ისე მისი პერიოდის თბილისის „დინამოს“ სათამაშო სტილის აღნიშნული ასპექტი. ამონარიდი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ 2009 წლის 25 მარტს გამოქვეყნებული სტატიიდან[72] — „დიდი კაპიტანი“:
მანუჩარ მაჩაიძის საფეხბურთო ოსტატობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მისი უნივერსალიზმი, მოედნის შესანიშნავი ხედვა და მოქმედების ფართო დიაპაზონი. იგი, როგორც გუნდის კაპიტანი დიდ გავლენას ახდენდა თამაშის მთელ მსვლელობაზე და მისი კლასიკური პოზიციის, ანუ საყრდენი ნახევარმცველის სათამაშო ამპლუის მიუხედავად, საკმაოდ ხშირად ერთვებოდა შეტევებში და თავისი ორგანიზატორული თვისებებით დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას. გამოირჩეოდა იშვიათი გამძლეობითა და მებრძოლი ხასიათით, თავდადებული თამაშითა და შეუპოვარი ბრძოლისუნარიანობით. ამონარიდი[8] მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:
მანუჩარ მაჩაიძე თავისი გააზრებული, დამაჯერებელი მოქმედებებითა და სტაბილური თამაშით, ყოველთვის საიმედო პარტნიორობას უწევდა თანაგუნდელებს. როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად მაღალ დონეზე მომზადებული, განსაკუთრებით სახიფათო ხდებოდა მეტოქეთათვის მოულოდნელი „აფეთქებების“ დროს. კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც დინამოელებს უჭირდათ თამაშის დალაგება და მატჩის შემოტრიალება, მაჩაიძე საკუთარ თავზე იღებდა თამაშს და გადამწყვეტი გარდატეხა შეჰქონდა მის მსვლელობაში. მისთვის დამახასიათებელი ემოციური, თავდადებული და შთამაგონებელი თამაშის გამო ქართველმა გულშემატკივრებმა მას „დიდი მანუჩარი“ შეარქვეს. მანუჩარ მაჩაიძის ერთ-ერთი[8] ინტერვიუდან:
ამონარიდი გაზეთ „სარბიელში“ 1999 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიიდან[73][74] — „ორი წამი და მთავარი“, სადაც ავტორი შემდეგ შეფასებას აძლევს დინამოელთა კაპიტანს:
იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა 1977–1979 წლებში — ჯოვანი დი მარციომ (იტალ. Giovanni Di Marzio) და კლუბის დანარჩენმა მწვრთნელებმა ასეთი შეფასება[74][75] მისცეს თბილისელთა კაპიტანს:
თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი 1976–1983 და 1985–1986 წლებში[74] — ნოდარ ახალკაცი:
„...მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა, ჩვენს გუნდს წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგებოდა.“
|
თბილისის „დინამოს“ მცველი 1967–1979 წლებში[76] — ფირუზ კანთელაძე:
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“[74] — ქართველი მწერლების სახელით:
„...მანუჩარ მაჩაიძე ის უნიკალური ხე-მცენარეა, მხოლოდ მშობლიურ ნიადაგზე რომ ხარობს.“
|
ფეხბურთს მიღმა
რედაქტირება1975 წელს მანუჩარ მაჩაიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „საქკურორტმშენში“ მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოს უფროსად (1982–1983), ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ (1983–1987), სამშენებლო გაერთიანება „საქაგრომშენის“ №1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის (1987–1988) და ლილოს №2 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნების დირექტორად (1988–1995).[77] როგორც მაჟორიტარი იყო საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის, №9 საარჩევნო ოლქიდან (1995–1999), საქართველოს მშენებელთა კავშირის წევრი, საქართველოს სპორტსმენთა კავშირის წევრი,[78] საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიისა და განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი.[79][80][81]
პარლამენტში საქმიანობისას მანუჩარ მაჩაიძე იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის დროებითი კომისიის წევრი, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრი. იგი იყო ერთ-ერთი, ვისი ინიციატივითა და მონაწილეობით მოხდა სპორტის შესახებ კანონპროექტის შემუშავება, წარდგენა და საბოლოოდ მიღება კანონისა სპორტის შესახებ, სადაც განსაკუთრებული პირობები ჩაიდო სპორტსმენთა სოციალური დაცვისა (თავი მეხუთე. მუხლი 22)[კომ. 5] და სპორტული ობიექტების ხელშეუხებლობის შესახებ (თავი მეექვსე. მუხლი 24).[კომ. 6][82][83]
ფეხბურთის გარდა ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული სპორტის სხვა სახეობებითაც, — ჭიდაობით, ცურვით, ფრენბურთით, კალათბურთით, სადაც გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა. თუმცა, განსაკუთრებული გატაცება ჭადრაკის მიმართ აღმოაჩნდა, რომლის სიყვარული წლების მანძილზე არ განელებია. ახალგაზრდობაში მონაწილეობდა სხვადასხვა საჭადრაკო ტურნირებსა და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში, მათ შორის თბილისის ჩემპიონატზე.[84] იყო სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში. არაერთხელ აღუნიშნავს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბობი ფიშერის, მიხაილ ტალისა და ბორის სპასკის თამაშის მიმართ. თუმცა, მიაჩნია რომ ე. წ. „ძველი ჭადრაკი“ — კომბინაციური, რომანტიკული და შემოქმედებითი — უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა: „ახლა სხვა ჭადრაკია და მას უნდა შეეჩვიო“ — ამბობს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში.[85]
2010 წლის 7 დეკემბერს მანუჩარ მაჩაიძემ საპატიო სტუმრის რანგში მონაწილეობა მიიღო ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის გულშემატკივართა კლუბის გახსნაში. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ამავე ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ვაჟა შუბლაძე, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ალექსანდრია, ტელეკომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი და ჭადრაკის მოყვარული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.[87]
მანუჩარ მაჩაიძე თავისი სპორტული, სამშენებლო, საკანონმდებლო თუ სხვა საქმიანობის გარდა საზოგადოებისთვის ცნობილია აგრეთვე, როგორც მოყვარული მხატვარი. მიუხედავად იმისა, რომ მას მხატვრობასთან პროფესიული შეხება არ ჰქონია, — აკადემიური განათლების მიღების, სასწავლო კურსების, სამხატვრო სასწავლებელსა თუ პროფესიონალ პედაგოგთან მომზადების თვალსაზრისით, — მისი დაინტერესება მხატვრობით ადრეულ ასაკშივე იწყება. ხატვას ჯერ კიდევ სკოლისა და სტუდენტობის პერიოდიდან იწყებს. როგორც თავად აღნიშნავს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზღვარგარეთ ყოფნისას სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებში ნანახმა დიდი მხატვრების ნამუშევრებმა. ცნობილია მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება მანეს, მონეს, სისლეის, რენუარის და მათი თანამედროვე სხვა იმპრესიონისტი მხატვრების შემოქმედების მიმართ.[88]
პირველ ნახატებს 1977–1978 წლებში ქმნის. მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენები ეწყობა თბილისში, გალერეა „ვერნისაჟში“, ასევე მოსკოვში, მხატვართა სახლში. მისი პირველი ნახატები (სულ 13 ნახატი) დღემდე მოსკოვში ინახება. არის არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე. 1990-იან წლებში მისი რამდენიმე ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ასევე — „თეთრ გალერეასა“ და „ქარვასლაში“.[89]
2009 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, მანუჩარ მაჩაიძის დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოცდაათზე მეტი ნამუშევარი, — დაწყებული ჯერ კიდევ „დინამოს“ საფეხბურთო ბაზაზე შესრულებული პირველი ეტიუდებიდან, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომი წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებით დამთავრებული.[90]
2011 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მისი მორიგი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მანუჩარ მაჩაიძის ორმოცდაათამდე ფერწერული ტილო გამოიფინა.[91]
2014 წლის 16 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მისი კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მანუჩარ მაჩაიძის ოცდათექვსმეტი ფერწერული ტილო იქნა წარმოდგენილი.[92]
„...ზეთის საღებავებში მუშაობა დავიწყე უკვე 27–28 წლის ასაკში. მაშინ პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი და ეს ყველას უკვირდა, მაგრამ როგორც ჩანს ჩემში ეს სიყვარული თავიდანვე იყო. ყველა ადამიანში არსებობს ხელოვნების რომელიმე დარგის მიმართ მიდრეკილება — ზოგს პოეზია უყვარს, ზოგს პროზა, ზოგს მუსიკა, რასაკვირველია მეც მათ შორის ვარ, მაგრამ ფერწერა მაინც განსაკუთრებით მიტაცებს და თითქმის უკვე 35 წელია რაც ვხატავ.“ — აღნიშნა „იმედის“ ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში მანუჩარ მაჩაიძემ.[93]
2019 წლის 7 მარტს, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მანუჩარ მაჩაიძის დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა და მასთან შეხვედრა შედგა, სადაც ადგილობრივი სამოქალაქო და სახელოვნებო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად თავი მოიყარეს ასევე, ქართული კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ერთი კვირის განმავლობაში მანუჩარ მაჩაიძის ორმოცამდე ფერწერულ ნამუშევარს გაცნობოდნენ.
ფეხბურთი ფეხბურთის შემდეგ
რედაქტირება2005 წლის აგვისტოში მოსკოვის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი ვეტერან ფეხბურთელთა მონაწილეობით. ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მიეცათ კიდევ ერთხელ ეხილათ საფეხბურთო მოედანზე გასული საუკუნის 60-იანი, 70-იანი და 80-იანი წლების საბჭოთა ფეხბურთის საუკეთესო წარმომადგენლები — იური აჯემი, ვლადიმერ ბესონოვი, ანდრეი ბიბა, იური გავრილოვი, რინატ დასაევი, მანუჩარ მაჩაიძე, ევგენი მილეშკინი, ლევან ნოდია, სერგეი ოლშანსკი, ნაზარ პეტროსიანი, ფიოდორ ჩერენკოვი, ვაგიზ ხიდიატულინი და სხვები. აღნიშნული სპორტული ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტმა, საფეხბურთო კლუბ მოსკოვის „ლოკომოტივის“ პრეზიდენტის, ვალერი ფილატოვის ხელმძღვანელობით, ამჯერად გადაწყვიტა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ის საფეხბურთო კლუბები მოეწვია, რომლებიც სხვადასხვა წლებში სსრ კავშირის ჩემპიონის ტიტულს ფლობდნენ. გუნდები ორ ჯგუფად დაიყვნენ: პირველ ჯგუფში განთავსდნენ — კიევის „დინამო“, მოსკოვის „დინამო“, თბილისის „დინამო“ და მოსკოვის „ცსკა“. ხოლო მეორე ჯგუფში — მოსკოვის „ტორპედო“, მოსკოვის „სპარტაკი“, ერევნის „არარატი“ და ტურნირის მასპინძელი გუნდი — მოსკოვის „ლოკომოტივი“. მატჩები ჯგუფებში წრიული სისტემით გაიმართა.[94]
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს მოსკოვის „ტორპედო“ და კიევის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს კიეველმა ვეტერანებმა — ვიქტორ ხლუსისა და ვიქტორ ნასტაშევსკის გოლების წყალობით გამარჯვების მოპოვება და ტურნირის მთავარმა პრიზმა მეორედ დაიდო ბინა უკრაინის დედაქალაქში. რაც შეეხება დანარჩენ პრიზიორებს, — საუკეთესო მეკარედ დასახელდა რინატ დასაევი, რომელსაც არცერთი ბურთი არ გაუშვია. საუკეთესო ბომბარდირი კიევის დინამოელი ვიქტორ ნასტაშევსკი გახდა, საუკეთესო მცველის პრიზი მოსკოვის ტორპედოელ ლეონიდ პახომოვს ერგო, საუკეთესო თავდამსხმელად მოსკოვის დინამოელი მიხაილ გერშკოვიჩი, ხოლო ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად — მანუჩარ მაჩაიძე აღიარეს.[94]
გალერეა
რედაქტირებაფაქტები
რედაქტირებამანუჩარ მაჩაიძე იყო პირველი კაპიტანი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში, რომელმაც საბჭოთა კავშირის თასი აღმართა და მეორე კაპიტანი, შოთა იამანიძის შემდეგ ვისი წინამძღოლობითაც „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა.
სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვით მანუჩარ მაჩაიძე 1978 წლის საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[95]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად მანუჩარ მაჩაიძე საქართველოს XX საუკუნის მეშვიდე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[96][97]
2013 წლის 26 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[98][99][100][101][102]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- სსრ კავშირის ჩემპიონი: 1978
- სსრ კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1977
- სსრ კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი: 1971, 1972, 1976 (გ), 1976 (შ)
- სსრ კავშირის თასის მფლობელი: 1976,[3] 1979 [31][103]
- სსრ კავშირის თასის ფინალისტი: 1970,[104][105] 1980
- კარაველას თასის მფლობელი: 1973 [106]
სანაკრებო
რედაქტირება- სსრ კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1979 [107]
ინდივიდუალური
რედაქტირება- საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენი: 1978 [95]
- სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“: 1978 [108]
- 33 საუკეთესო
- №1: 1978, 1979
- №2: 1973, 1974
- №3: 1971, 1972, 1976, 1977
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 27–55. 117 გვ.
- აკოფოვი, გარუნ., ფეხბურთი—75 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1975. — გვ. 15. 83 გვ.
- აკოფოვი, გ., ფეხბურთი—77 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1977. — გვ. 19. 103 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—78 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. — გვ. 20, 54, 65–67. 87 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 29, 39–42, 45–50. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 87. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—82 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 30. 159 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—87 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. — გვ. 131. 168 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., მეორედ — ოლიმპზე, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979. — გვ. 37, 49–51, 57–58, 60. 63 გვ.
- აკოფოვი, გარუნ, ასე ნანატრი გამარჯვება, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1976. — გვ. 46–60. 78 გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 195. 371 გვ.
- გორელოვი, იან, „დინამო“—78 (ფოტოალბომი), თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979.
- მოსაშვილი, მინდია, № 1 ფეხბურთელი : რ. შენგელია, თბ.: ხელოვნება, 1979. — გვ. 28–32. 34 გვ.
- მოსაშვილი, მინდია, დიდი მანუჩარი, თბ.: ხელოვნება, 1980.
- მოსაშვილი, მინდია, მარადიული დღესასწაული, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 50. 210 გვ.
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1999. — გვ. 218. 442 გვ.
- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017. — გვ. 378–379.
- Алимов, И. Советские клубы в розыгрышах европейских кубковых турнирах 1965–1990 гг.. — Д., 1991. — 40–46 c.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი 1967 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1967.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი 1968 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1968.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—71 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1971.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—72 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1972.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—73 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1973.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—74 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1974.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—76 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1976.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—79 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- მაჩაიძე, მანუჩარ, ერი და თანამედროვეობა, თბ.: სტუ-ს სტამბა, 2000.
- მოსაშვილი, მინდია, თბილისის „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი, თბ.: ხელოვნება, 1979. — გვ. 19. 30 გვ.
- ჟორდანია, ანდრო, ფიქრები ქართულ ფეხბურთზე / მიმინოშვილი, რომან, თბ.: საბჭ. საქართველო, 1976.
- Лукосяк, Ю. П. Советские клубы в европейских кубках. 1965–1991 гг.. — Спб.: Тайм-Аут, 1991.
პერიოდიკა
რედაქტირება- გაბრიჭიძე. რ., „სოციალისტური რუსთავის“ პრიზი გადაეცა მანუჩარ მაჩაიძეს // „ლელო“, 28 ნოემბერი, 1978, № 232 (6287), გვ. 1.
- ჟურნალისტებმა დაასახელეს : 10 საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1978, № 256 (6311), გვ. 1.
- 33 საუკეთესო // „ლელო“, 16 იანვარი, 1979, № 11 (6322), გვ. 4.
- გურასაშვილი, ა., მანუჩარი... უბურთოდ // „ლელო“, 26 ივნისი, 1979, № 119 (6430), გვ. 2.
- ბერიაშვილი, ირაკლი, დაუთრგუნველი // „ლელო“, 7 ოქტომბერი, 1984, № 192 (7753), გვ. 2.
- ნოზაძე, ოთარ, მკითხველი — გაზეთი // „ლელო“, 23–25 ივლისი, 1997, № 57 (11103), გვ. 3.
- მებურიშვილი, ტაგუ, „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- დიდი კაპიტანი // „საქართველოს რესპუბლიკა“, 25 მარტი, 2009, № 54 (6155), გვ. 10.
- მანუჩარ მაჩაიძე პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს // Prime Time, 14 ივნისი, 2010, № 24 (66), გვ. 24.
- ჯაფარიძე, ვიტალი, ფეხბურთის რაინდი // „საქართველოს რესპუბლიკა“, 26 აპრილი, 2014, № 82 (7463), გვ. 10.
- დოლიძე, ბეჟან, „კარაველას“ რაინდები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10.
- გოგოლაძე, გ., ლეგენდარული სპორტსმენი განსხვავებულ ამპლუაში // „ხაშურის მოამბე“, 11 მარტი, 2019, № 10 (191), გვ. 6.
- თავართქილაძე, დავით, მანუჩარული გოლებით დახატული ერევან-პარიზი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მანუჩარ მაჩაიძე — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- მანუჩარ მაჩაიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- მანუჩარ მაჩაიძე — ქართული პრესის ელექტრონული არქივი
- მანუჩარ მაჩაიძე — სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- ქართული სპორტის სტატისტიკა
სოციალური ქსელები |
---|
თემატური საიტები |
---|
ქართული სპორტი · AFS · FСdinamo.ge · Dinamo-Tbilisi.ru · Eu-Football.info · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · FootballPlayers.ru · Football.lg.ua · National Football Teams.com · oGol · Rusteam.permian.ru · Soccerway · Sportall.ge · Sport-Express.ru · Transfermarkt · WorldFootball.net · WorldSport.ge · Академик · Известные люди · КЛИСФ |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
მედია |
---|
ქართული პერიოდიკა · EkhoKavkaza.com · FootballFacts.ru · Kvirispalitra.ge · Lelo.ge · Peoples.ru · Sporter.ge · Sputnik-Georgia.ru · Tbiliselebi.ge |
ფოტო |
---|
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
ვიდეო |
---|
მანუჩარ მაჩაიძე · Dinamo Tbilisi – Liverpool FC · Hamburger SV – Dinamo Tbilisi |
კომენტარები
რედაქტირება- ↑ ფშმ — (რუს. ФШМ – Футбольная школа молодежи)
- ↑ 1976 წლის 3 სექტემბერს, საკავშირო თასის გათამაშების ფინალში თბილისის დინამოელებმა ერევნის „არარატი“ ანგარიშით 3–0 დაამარცხეს და პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლნენ.
- ↑ ეპიზოდი არგენტინისა და სსრ კავშირის ეროვნულ ნაკრებთა საერთაშორისო ამხანაგური მატჩიდან. „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი, 28 ნოემბერი, 1976.
- ↑ ...1975 წელს „დინამოში“ მიხეილ იაკუშინი მოვიდა და გადავწყვიტეთ, ეს სტილი „დინამოშიც“ დაგვენერგა. 5–6 წელიწადი ასე თამაშობდა „დინამო“. მანამდე ისე იყო, რომ საგარეო შეხვედრებში „დინამო“, უმეტეს შემთხვევაში, მარცხდებოდა, შეტევაში თავზეხელაღებულები მივდიოდით და სულ ასე თამაში აღარ შეიძლებოდა. ამიტომაც გადავედით „ცეცეზე“ — მოკლე და საშუალო დისტანციის გადაცემები.
- ↑ საქართველოს კანონი სპორტის შესახებ. თავი მეხუთე. მუხლი 22. სპორტსმენისა და სპორტის სპეციალისტის სოციალური დაცვა. (20 სექტემბერი, 1996)
- ↑ საქართველოს კანონი სპორტის შესახებ. თავი მეექვსე. მუხლი 24. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. (20 სექტემბერი, 1996).
- ↑ მანუჩარ მაჩაიძისა და ლუის არაგონესის ორთაბრძოლა — ეპიზოდი თბილისის „დინამოსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის „კარაველას თასის“ 1973 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩიდან. 18 აგვისტო, 1973.
- ↑ გუნდის კაპიტნები — ჯუზეპე ბრუსკოლოტი და მანუჩარ მაჩაიძე, „ნაპოლისა“ და თბილისის „დინამოს“ უეფა-ს თასის 1978–79 წლების გათამაშების 1/32 ფინალის მატჩის დაწყების წინ. 13 სექტემბერი, 1978.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 29
- ↑ 2.0 2.1 როგორ აიღო თბილისის „დინამომ“ პირველად საბჭოთა კავშირის თასი
- ↑ 3.0 3.1 1976 Динамо (Тбилиси) - Арарат (Ереван) 3-0 Кубок СССР Финал
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე სსრ კავშირის თასით, 11 აგვისტო, 1979. sportstat.gov.ge
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია. dic.academic.ru
- ↑ 33 лучших футболистов сезона в СССР // ru.unionpedia.org
- ↑ Мачаидзе, Манучар Доментьевич. ru.unionpedia.org
- ↑ 8.0 8.1 8.2 კარიერა ფრაზებში: მანუჩარ მაჩაიძე. msy.gov.ge
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე საფეხბურთო მოედანზე. sportstat.gov.ge
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე დავით ყიფიანთან და სანდრო მაცოლასთან ერთად
- ↑ ბურთით მანუჩარ მაჩაიძე. მატჩის ეპიზოდი.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე მატჩის დაწყების წინ.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე თბილისელ თანაგუნდელებთან ერთად.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე და მეტოქე გუნდის კაპიტანი მატჩის დაწყების წინ
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე, რევაზ ძოძუაშვილი და გივი ნოდია ვეტერან დინამოელებთან და გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებთან. უკანა რიგში: მიხეილ ბერძენიშვილი, ნოდარ ახალკაცი, ბორის პაიჭაძე და ქართული ფეხბურთის ფუნქციონერები.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგური შეხვედრის დროს
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე — „ცოცხალი ლეგენდა“
- ↑ შ. მერკვილაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
- ↑ გონელი, ა., ფეხბურთი. საქალაქო შეჯიბრება // „ლელო“, 31 მაისი, 1953, № 42 (641), გვ. 4.
- ↑ გახსენება — ვლადიმერ ელოშვილი.
- ↑ მოსაშვილი, მ., 1980, გვ. 32
- ↑ Футбольные соревнования для юношей в СССР.
- ↑ Состав команды «Пахтакор» Ташкент в сезоне 1968
- ↑ «Пахтакор» Ташкент 0–0 «Динамо» Тбилиси
- ↑ Манучар Доментович Мачаидзе
- ↑ Состав команды «Пахтакор» Ташкент в сезоне 1980
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე – 71. fcdinamo.ge
- ↑ Dinamo Tbilisi 3–0 Ararat Yerevan / Soviet Union Cup 1976
- ↑ Динамо (Тбилиси) 3–0 Арарат (Ереван)
- ↑ პირველი „ბროლის თასი“
- ↑ 31.0 31.1 Dinamo Moscow - Dinamo Tbilisi 0-0 Pen 4-5 1979 YouTube-ზე
- ↑ Динамо (Тб.) 0–0 Динамо (Москва) / По пенальти 5–4
- ↑ 1979 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადა
- ↑ Остальные протоколы 1971 года. fc-dynamo.ru
- ↑ Остальные протоколы 1972 года. fc-dynamo.ru
- ↑ Остальные протоколы 1974 года. fc-dynamo.ru
- ↑ Остальные протоколы 1976 года. fc-dynamo.ru
- ↑ Остальные протоколы 1977 года. fc-dynamo.ru
- ↑ Остальные протоколы 1978 года. fc-dynamo.ru
- ↑ მოსაშვილი, მ., 1980, გვ. 39–40
- ↑ „ესტაფეტა“ 09.01.17 ქართული ფეხბურთის ლეგენდა რამაზ შენგელია-60
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 131
- ↑ Spartak Moskva 0–0 Real Madrid. UEFA.com.
- ↑ Real Madrid 2–0 Spartak Moskva.
- ↑ «Спартак» Москва 0–0 «Реал» Мадрид.
- ↑ «Реал» Мадрид 2–0 «Спартак» Москва.
- ↑ «Пахтакор» Ташкент в сезоне 1980
- ↑ «Спартак» Москва в сезоне 1981
- ↑ Протоколы кубка СССР 1981 года Спартак (Москва)
- ↑ Протоколы 1981 года Торпедо (Кутаиси)
- ↑ «Торпедо» Кутаиси в сезоне 1982
- ↑ Протоколы кубка СССР 1982 года Торпедо (Кутаиси)
- ↑ Manuchar Machaidze. 11v11.com
- ↑ France v USSR, 26 May 1972. 11v11.com
- ↑ Manuchar Machaidze. eu-football.info
- ↑ Yugoslavia 0–1 Soviet Union (Yugoslavia NFT List of Results 1970–79)
- ↑ Yugoslavia 0–1 Soviet Union, 17 April 1974
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე — ფეხბურთის რაინდი, დიდოსტატი, იღბლიანი კაპიტანი
- ↑ Argentina 0–0 Soviet Union, 8 November 1976.
- ↑ Brazil 2–0 Soviet Union, 01 December 1976.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში
- ↑ Югославия 0–1 СССР. FootballFacts.ru.
- ↑ Yugoslavia v USSR, 17 April 1974.
- ↑ Аргентина 0–0 СССР. FootballFacts.ru.
- ↑ Бразилия 2–0 СССР. FootballFacts.ru.
- ↑ СССР 2–2 Венгрия. FootballFacts.ru.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძის საკლუბო სტატისტიკა. footballfacts.ru
- ↑ 1972–73 UEFA Cup
Dinamo Tbilisi 3–2 Twente. uefa.com.
Twente 2–0 Dinamo Tbilisi. uefa.com. - ↑ 1973–74 UEFA Cup
Dinamo Tbilisi (Agg:5–3) Slavia Sofia. uefa.com.
Dinamo Tbilisi (Agg:8–1) OFK Beograd. uefa.com.
Dinamo Tbilisi (Agg:2–6) Tottenham Hotspur. uefa.com.
- ↑ 1976–77 UEFA Cup Winners' Cup
Dinamo Tbilisi (Agg:3–1) Cardiff City. RSSSF.
Dinamo Tbilisi (Agg:1–5) MTK-VM Budapest. besoccer.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე: დიდ გუნდებშიც ასეა, მწვრთნელი პედაგოგი უნდა იყოს...
- ↑ „დიდი კაპიტანი“. „საქართველოს რესპუბლიკა“
- ↑ სურგულაძე. მიხეილ. მანუჩარ მაჩაიძე — ორი წამი და მთავარი // „სარბიელი“, 25 თებერვალი, 1999, № 33 (806), გვ. 6.
- ↑ 74.0 74.1 74.2 74.3 74.4 ორი წამი და მთავარი. sarbieli.com
- ↑ ენუქიძე, ჯ., „ორი კვირით გადადებული პასუხი“. გვ. 4.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძის ნახატების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
- ↑ Манучар Мачаидзе: Людям нужны мир и футбол
- ↑ საქართველოს სპორტსმენთა კავშირი (სსკ). nplg.gov.ge.
- ↑ საკრებულოს წევრები — მანუჩარ მაჩაიძე. tbsakrebulo.gov.ge.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი. nplg.gov.ge.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე — საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-24. ციტირების თარიღი: 2023-06-28.
- ↑ საქართველოს კანონი სპორტის შესახებ / თბ., 20.09.1996
- ↑ საქართველოს სპორტსმენთა კავშირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-20. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
- ↑ ჭადრაკი // „ლელო“, 11 იანვარი, 1978, № 8 (6073), გვ. 4.
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე: მოჭადრაკეები თავისიანად მთვლიან
- ↑ Manuchar Machaidze: Chess players regard me as one of them
- ↑ თბილისში ჭადრაკის მოყვარულთა კლუბი გაიხსნა
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე — „ცოცხალი ლეგენდა“
- ↑ ვინ უკრძალავდა მანუჩარ მაჩაიძეს ხორციელ სიამოვნებას
- ↑ Многогранный Мачаидзе
- ↑ მანუჩარ მაჩაიძის ნახატების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
- ↑ მანუჩარ მაჩაიძის ნახატების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
- ↑ მანუჩარ მაჩაიძის გამოფენა
- ↑ 94.0 94.1 Футбол не знает границ. Владимир Чистов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-16. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
- ↑ 95.0 95.1 ჟურნალისტებმა დაასახელეს : 10 საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1978, № 256 (6311), გვ. 1.
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
- ↑ ლევან ყიფიანმა მანუჩარ მაჩაიძეს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა
- ↑ მანუჩარ მაჩაიძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
- ↑ მანუჩარ მაჩაიძე — 64. fcdinamo.ge
- ↑ 25 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
- ↑ „ლელოს“ სტუმარი მანუჩარ მაჩაიძე იქნება
- ↑ ვლადიმერ გუცაევი საბჭოთა კავშირის თასით თანაგუნდელებთან ერთად
- ↑ Soviet Union Cup 1970. Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi
- ↑ „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
- ↑ Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0).
- ↑ გაბრიჭიძე, რ., „სოციალისტური რუსთავის“ პრიზი გადაეცა მანუჩარ მაჩაიძეს // „ლელო“, 28 ნოემბერი, 1978, № 232 (6287), გვ. 1.