რიკარდო ბოჩინი

არგენტინელი ფეხბურთელი

რიკარდო ენრიკე ბოჩინი (ესპ. Ricardo Enrique Bochini; დ. 25 იანვარი, 1954, სარატე, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი. იცავდა „ინდეპენდიენტესა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი, ლიბერტადორესის თასის ოთხგზის, კოპა ინტერამერიკანას სამგზის და საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. აღიარებულია არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად.[1][2][3][4]

რიკარდო ბოჩინი
რიკარდო ბოჩინი 1977 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რიკარდო ენრიკე ბოჩინი
დაბადების
თარიღი
25 იანვარი, 1954 (1954-01-25) (70 წლის)
დაბადების
ადგილი
სარატე, ბუენოს-აირესი,
არგენტინა
სიმაღლე 168 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1971–1972 ინდეპენდიენტე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1972–1991 ინდეპენდიენტე 714 (108)
2007 ბარაკასი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
1973–1986 არგენტინა 30 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1991 ინდეპენდიენტე
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

რიკარდო ბოჩინი ბუენოს-აირესის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე პარანას დასავლეთ ნაპირას მდებარე პატარა ქალაქ სარატეში, 1954 წლის 25 იანვარს დაიბადა.

როგორც არგენტინელი ბავშვების უმრავლესობას, ფეხბურთისადმი სიყვარული და ინტერესი მასაც თანდაყოლილი აღმოაჩნდა. პელეს, პლატინის, კრუიფის, მარადონას და კიდევ, მრავალი აღიარებული ფეხბურთელის მსგავსად, მისი ისტორიაც ქუჩის ფეხბურთით იწყება, როდესაც უბნის თანატოლებთან ერთად დაღამებამდე ბურთს დააგორებს. მოზარდი ბოჩინის შთამბეჭდავი საფეხბურთო მონაცემები მალევე იპყრობს სხვადასხვა კლუბების მესვეურთა ყურადღებას. მათ შორისაა კამპანას „ვილა დალმინე“, თუმცა დაინტერესების იქით საქმე აღარ მიდის. ამდენად, პირველი გუნდი, რომელშიც იგი თამაშს იწყებს — მისი მშობლიური სარატეს „ატლეტიკო ბელგრანოა“. ამის შემდეგ, 15 წლის ასაკში მამასთან ერთად ბუენოს-აირესში ჩადის და ცდილობს ჯერ „სან-ლორენსოს“ რიგებში მოხვდეს, ხოლო შემდეგ „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი.[5] საბოლოოდ, 1971 წელს „ინდეპენდიენტეს“ ახალგაზრდული გუნდიდან იღებს მოწვევას და მათ უერთდება.

კარიერა რედაქტირება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად არგენტინის პრიმერა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, 1972 წლის 25 ივნისს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ გამოდის, როდესაც „ინდეპენდიენტეს“ მაშინდელ მწვრთნელს პედრო დელიაჩას (ესპ. Pedro Rodolfo Dellacha) შეხვედრის 74-ე წუთზე შეცვლაზე გამოყავს.

რიკარდო ბოჩინი მთელ თავის კარიერას (1972–1991) „ინდეპენდიენტეს“ რიგებში ატარებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კლუბის „ოქროს ხანა“, როდესაც „წითელი ეშმაკები“ ოთხჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, ოთხჯერ დაეუფლნენ ლიბერტადორესის თასს, ორჯერ მოიპოვეს საკონტინენტთაშორისო თასი და სამჯერ — კოპა ინტერამერიკანა.

ბოჩინის ეკუთვნის ქვეყნის აბსოლუტური რეკორდი — ერთი კლუბის რიგებში ჩატარებული ეროვნული ჩემპიონატის მატჩების რაოდენობის მიხედვით — 714 შეხვედრა (108 გოლი).[6] მიუხედავად, არცთუ ურიგო შედეგიანობისა გატანილი ბურთების რაოდენობის მხრივ, ბოჩინის სახელი, პირველ რიგში, მის საფირმო პასებთან — ე. წ. „ბოჩინესკებთან“ ასოცირდება.[7][8][9]

ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, იგი თანაბრად კარგად მოქმედებდა, როგორც მინდვრის შუაგულში, ასევე, ფლანგებზე. თამაშის მისეული ხედვა, შემოქმედებითი აზროვნების, იმპროვიზაციის, შეტევების ორგანიზებისა და თანაგუნდელებზე პოზიტიური, შთამაგონებელი გავლენის მოხდენის უნარი, დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას, როგორც შედეგიანობის, ასევე, სანახაობრივი თვალსაზრისით.[10][11]

იშვიათი საფეხბურთო ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და პიროვნული თვისებების, უპირველესად თავმდაბლობისა და მოკრძალებული ხასიათის, ფეხბურთის გულშემატკივრებთან გამორჩეულად თბილი დამოკიდებულების, ასევე, გუნდის მიმართ ერთგულებისა და თავდადების გამო, დროთა განმავლობაში იგი „ინდეპენდიენტეს“ ცოცხალ სიმბოლოდ და კლუბის ქომაგთა უპირველეს კერპად იქცა. დიეგო მარადონას არაერთხელ აღუნიშნავს თავის ინტერვიუებში, რომ იგი ბოჩინის თავის კერპად თვლიდა და მას ფეხბურთის „მაესტროს“ უწოდებდა.[12]

დღეისათვის, მას არა მხოლოდ „ინდეპენდიენტეს“, არამედ, არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ.[13]

სათამაშო სტილი რედაქტირება

ბოჩინის სათამაშო სტილთან დაკავშირებით, ფეხბურთის სპეციალისტები, მისი ცნობილი პასების გარდა (რაც ხშირად არღვევდა და თითქმის უფუნქციოდ ტოვებდა მეტოქეთა მთელ დაცვით ხაზს), აღნიშნავენ, ასევე, ე.წ. „ბოჩინის პაუზებს“ — თამაშის დროს მეტოქეებისთვის მოულოდნელი და დამაბნეველი დაყოვნებების ანუ ერთგვარი პაუზების გაკეთების ხელოვნებას.[14] ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია 1984 წლის 24 ივლისს, ლიბერტადორესის თასის პირველი საფინალო შეხვედრისას, „გრემიოს“ კარში ხორხე ბურუჩაგას მიერ გატანილი გამარჯვების მომტანი გოლი, როდესაც საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარე შეტევითი კომბინაციის დამამთავრებელ ფაზაში — ბოჩინი, ბურთის მიღების შემდეგ, ორიოდე წამით აყოვნებს საგოლე პასის გაკეთებას, იმ გათვლით, რომ ბურუჩაგამ მოასწროს მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა, ხოლო მოწინააღმდეგის მცველებს დრო აღარ დარჩეთ საპასუხო რეაგირებისთვის. ცხადია, რომ მოცემულ სათამაშო სიტუაციაში, მსგავსი გადაწყვეტილება, არა მარტო ყველაზე ოპტიმალური და ამავე დროს ეფექტურია, არამედ, პირველ რიგში, უმაღლესი დონის საფეხბურთო აზროვნებაზე მეტყველებს და ფეხბურთის ავტორიტეტული შემფასებლების აზრით — საფეხბურთო ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.[15][16]

მხოლოდ ასეთი მოულოდნელი დაყოვნების შემდეგ გაკეთებული გადაცემა აძლევს საშუალებას მის პარტნიორს, რომ მცველებთან ბრძოლის გარეშე, დაუბრკოლებლად გავიდეს მეკარესთან პირისპირ და შეტევა თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.[17]

ბუნებრივია, რომ ყველაზე პრესტიჟული სამხრეთამერიკული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ფინალში მსგავს ეპიზოდს უყურადღებოდ სპორტული მიმომხილველები და ექსპერტები არასდროს ტოვებენ, რასაც ბეჭდვით პრესასა თუ ინტერნეტსივრცეში არსებული მრავალი სტატია თუ ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს.[18] თუმცა, უნდა ითქვას, რომ არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატი, საერთაშორისო ტურნირებისგან განსხვავებით, ასე ფართოდ და დაწვრილებით (მით უმეტეს ბოჩინის პერიოდში) არ გაშუქებულა. ამდენად, კანონზომიერია, რომ ფეხბურთის სპეციალისტები, რომლებიც წლების მანძილზე ადევნებდნენ თვალყურს მის სათამაშო კარიერას — არა რამდენიმე (თუნდაც საყოველთაოდ ცნობილი) სათამაშო ეპიზოდიდან გამომდინარე, არამედ მის საფეხბურთო პრაქტიკაში დამკვიდრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სწორედ ამგვარი „დაყოვნებების“ (როგორც მისი სათამაშო სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის) გამო უწოდებდნენ მას — „პაუზის დიდოსტატს“ (ესპ. Maestro de La Pausa).[19]

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

1973–1986 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[20] რომლის შემადგენლობაში 30 შეხვედრას ატარებს.[21]

ეროვნულ გუნდში 1973 წელს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელები — ომარ სივორი და მიგელ ინომირიელო იწვევენ.[22] პირველად ნაკრების მაისურით 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, 1973 წლის 23 სექტემბერს, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ გამოდის. შეხვედრის 64-ე წუთზე იგი მარიო კემპესს ცვლის. მატჩში, ერთადერთი და არგენტინელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი ოსკარ ფორნარის გააქვს — 1–0.

სანაკრებო სტატისტიკა რედაქტირება

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1973 1 0
1974 2 0
1975 1 0
1976 10 0
1977 6 0
1979 1 0
1984 6 0
1985 2 0
1986 1 0
ჯამში 30 0

სანაკრებო მატჩები რედაქტირება

კარლოს დიტბორნის თასი
ფელიქს ბოგადოს თასი
თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 23.09.1973 „ესტადიო ერნანდო სილესი“, ლა-პასი, ბოლივია   ბოლივია 1–0 შესარჩევი [23]
2 07.11.1974 „ესტადიო ნასიონალი“, სანტიაგო, ჩილე   ჩილე 2–0 დიტბორნის თასი [24][25][26]
3 20.11.1974 ბუენოს-აირესი, არგენტინა   ჩილე 1–1 დიტბორნის თასი [27]
4 18.07.1975 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი   ურუგვაი 3–2 ნიუტონის თასი [28]
5 25.02.1976 „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“, ასუნსიონი   პარაგვაი 3–2 ატლანტ. 1976 [29][30]
6 27.02.1976 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ბრაზილია 1–2 ატლანტ. 1976 [31][32]
7 20.03.1976 კიევი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი   სსრკ 1–0 ამხანაგური
8 24.03.1976 ხოჟუვი, პოლონეთი   პოლონეთი 2–1 ამხანაგური
9 27.03.1976 ბუდაპეშტი, უნგრეთი   უნგრეთი 0–2 ამხანაგური
10 08.04.1976 „ესტადიო ველეს სარსფილდი“, ბუენოს-აირესი   ურუგვაი 4–1 ატლანტ. 1976
11 28.04.1976 ბუენოს-აირესი, არგენტინა   პარაგვაი 2–2 ატლანტ. 1976
12 19.05.1976 რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია   ბრაზილია 0–2 ატლანტ. 1976
13 09.06.1976 მონტევიდეო, ურუგვაი   ურუგვაი 3–0 ატლანტ. 1976
14 28.11.1976 ბუენოს-აირესი, არგენტინა   სსრკ 0–0 ამხანაგური
15 22.03.1977 „სანტიაგო ბერნაბეუ“, მადრიდი, ესპანეთი   ირანი 1–1 ამხანაგური [33]
16 29.05.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა   პოლონეთი 3–1 ამხანაგური
17 05.06.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა   გფრ 1–3 ამხანაგური
18 12.06.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა   ინგლისი 1–1 ამხანაგური
19 03.07.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა   იუგოსლავია 1–0 ამხანაგური
20 24.08.1977 ბუენოს-აირესი, არგენტინა   პარაგვაი 2–1 ბოგადოს თასი
21 23.08.1979 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ბრაზილია 2–2 კოპა ამერიკა
22 24.08.1984 „ესტადიო ნემესიო კამაჩო“, ბოგოტა, კოლუმბია   კოლუმბია 0–1 ამხანაგური
23 01.09.1984 „სტად დე სუისი“, ბერნი, შვეიცარია   შვეიცარია 2–0 ამხანაგური
24 05.09.1984 „ეიზელი“, ბრიუსელი, ბელგია   ბელგია 2–0 ამხანაგური
25 12.09.1984 „რაინშტადიონი“, დიუსელდორფი, გერმანია   გფრ 3–1 ამხანაგური
26 18.09.1984 მონტერეი, მექსიკა   მექსიკა 1–1 ამხანაგური
27 25.10.1984 „ესტადიო ველეს სარსფილდი“, ბუენოს-აირესი   მექსიკა 1–1 ამხანაგური
28 14.11.1985 ლოს-ანჯელესი, აშშ   მექსიკა 1–1 ამხანაგური
29 17.11.1985 პუებლა, მექსიკა   მექსიკა 1–1 ამხანაგური
30 25.06.1986 „აცტეკა“, მეხიკო, მექსიკა   ბელგია 2–0 ფიფა-ს თასი 1986

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  ინდეპენდიენტე

სანაკრებო რედაქტირება

  არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი

ინდივიდუალური რედაქტირება

არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
  • ოქროს ბურთის მფლობელი: 1983[47]
სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
  • ბრინჯაოს ბურთის მფლობელი: 1984

გალერეა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · FBref.com · FootballDatabase.eu · National Football Teams · Transfermarkt
მედია
El Gráfico

კომენტარები რედაქტირება

  1. რიკარდო ბოჩინი №10 „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში, 1975.
  2. ბოჩინი და მარადონა, 20.12.2007.
  3. რიკარდო ბოჩინი, El Grafico, 1975.
  4. ბერტონი და ბოჩინი საკონტინენტთაშორისო თასით, 1973.
  5. რიკარდო ენრიკე ბოჩინის მეხუთასე მატჩი „ინდეპენდიენტეს“ რიგებში, El Gráfico, Nº 3502. 1986.
  6. ბოჩინი მოპოვებული თასებით, 1989.

სქოლიო რედაქტირება

  1. Borinsky, Diego (29 სექტებმერი, 2009). „Hoy se usa la palabra ídolo para cualquier cosa“El Grafico წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  2. Clarin Deportes (5 მაისი, 2011). Bochini: "Independiente fue concretar lo que quería ser de chico". El 5 de mayo de 1991, el Bocha se iba lesionado del partido contra Estudiantes por una dura falta de Pablo Erbín. Nunca volvió a jugar en Primera. “Independiente me permitió ser un jugador de fútbol reconocido”, le contó a Clarín.com. Clarín.com წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2018.
  3. Marcelo Rodríguez (7 აპრილი, 2018). El día que Bochini no jugó para Independiente. En épocas de amor efímero, la fidelidad de Ricardo Bochini con Independiente es un ejemplo. Pero pocos saben que en 2007 le pidió a la AFA su pase para firmar con Barracas, que en ese momento estaba gerenciado y jugaba en Bolívar. pagina12.com.ar წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2018.
  4. Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1986). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  5. Luis Freitas Lobo (9 მაისი, 2009). Bochini: el "Bocha" del Independiente. Historia de los Mundiales, jugadores, entrenadores, equipos, partidos, estadios, curiosidades, goles — Historia de Futbol Mundial წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  6. Orgullo Rojo (8 იანვარი, 2018). La Cocina del Rojo · #30 – Ricardo Enrique BochiniYouTube წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2018.
  7. Biram, Mark (17 აგვისტო, 2013). Bochini y La Furia Roja de Avellaneda. Café Futebol — Football stories and analysis from around the world წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  8. Compilado con algunas jugadas y goles de Ricardo Enrique Bochini, ídolo del Club Atletico Independiente (20 მარტი, 2013). Ricardo Bochini — Señor FutbolYouTube წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  9. Agustin Blanco Comps HD (15 ივლისი, 2014). Ricardo Bochini – The Master – Elegance FootballYouTube წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  10. Ricardo Bochini fetseja sus 62 años დაარქივებული 2017-08-16 საიტზე Wayback Machine. (25 იანვარი, 2016) Telam Deportes — telam.com.ar დაარქივებული 2013-06-17 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  11. Argentina, too, has rich tradition of classic creators. Maradona is the best-known, although some consider Ricardo Bochini, of Independiente fame, to have been an even superior playmaker. An ungainly and inconspicuous looking footballer, the precision of his passes and his cat-like vision have afforded him legendary status in his homeland (14 მაისი, 2009). The great creators დაარქივებული 2018-02-06 საიტზე Wayback Machine. — FIFA წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  12. Ricardo Farías (22 სექტემბერი, 2016). Ricardo Bochini, la joya más grande del fútbol argentino — La editorial Planeta editó la autobiografía del legendario número 10 de Independiente: "Yo, el Bocha". El ídolo de Maradona regala al público una nueva gambeta. La Izquierda Diario წაკითხვის თარიღი: 2 თებერვალი, 2018.
  13. Understated Legends: Diego Maradona Idol Ricardo Bochini Inside Futbol — insidefutbol.com წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  14. Perez, Carlos (25 იანვარი, 2014). The Guardian: „Ricardo Bochini's legend of la pausa“ დაარქივებული 2014-01-29 საიტზე Wayback Machine. El sábado Bochini, el ídolo de Maradona y el gran héroe de independiente, cumple sesenta años. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  15. Bochini became a master of that most revered moment in Argentinian football, la pausa, the moment when a No10, poised to deliver a pass, delays a fraction, waiting for the player he is looking to feed to reach the ideal position (23 იანვარი, 2014). Ricardo Bochini's long wait to become Argentina's legend of la pausa. The Guardiantheguardian.com წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  16. Woody Allen jugando al fútbol/ Texto de Jorge Valdano *Extracto de un texto publicado origialmente en el diario El País, 1991. ციტატა: „Siempre jugó para el gol, a condición de que fuera otro quien se encargara de meterlo. En un partido amistoso que la Selección Argentina jugo en Buenos Aires bajo la dirección de César Luis Menotti, nuestro número 10 se cansó de servir goles y sus compañeros se cansaron de errarlos. Ya en el vestuario, El Bocha se quejó amargamente: ”A este paso voy a tener que meter los goles yo”. Hasta ahí podíamos llegar; eso hubiera significado una traición, ya que Bochini sólo metía un gol si no había más remedio. El fútbol, según Bochini, era de paredes, gambetas y pase profundo, definición simple y concreta que encaja con su personalidad poco ruidosa. Con paredes y gambetas limpiaba su propio camino de odiosos adversarios; con el pase profundo se limpiaba a los compañeros.“ 5 მაისი, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 ივლისი, 2019. წყარო: Pasionfulbo.net. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2019.
  17. Pase de Bochini a Burruchaga en la primera final de la Libertadores 1984, contra Gremio (12 მარტი, 2011). Ricardo Bochini – Pase gol a Burruchaga vs Gremio (1984)YouTube წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  18. Robinson, Harry (26 ივნისი, 2017). La pausa de Ricardo Bochini Ricardo Bochini — „watching him play drove me crazy with delight.“ El Diego put it perfectly. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  19. Caple, Alex (26 ივლისი, 2017). Ricardo Bochini: Argentinian Influence — „Bochini was known as the master of La Pausa (the pause, if that wasn’t already obvious). La Pausa is the art of delaying your pass while you wait for the game to take shape around you. It’s a display of confidence, foresight, understanding, and an admirable arrogance that few players can pull off.“ clickon.co წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  20. Luc Vandenberghe (22 ნოემბერი, 2012). Argentina National Team Players 1964–1998. The page contains Argentine players who were selected for the National team between September 1964 and the end of the World Cup 1998. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  21. რიკარდო ბოჩინის სანაკრებო სტატისტიკა — Ricardo Enrique Bochini International Matches. AFS. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  22. Héctor Darío Pelayes (26 მაისი, 2016). Argentina National Team Archive (1971–1980) Bolivia 0–1 Argentina (23.09.1973) — RSSSF წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  23. Bolivia 0–1 Argentina (23 September 1973). 1974 FIFA World Cup qualification (CONMEBOL). Argentina: Daniel Carnevale, Angel Hugo Bargas, Ruben Glaria, Ruben Galvan, Roberto Telch ('76 Marcelo Antonio Trobbiani), Ruben Ayala, Mario Kempes ('64 Ricardo Bochini), Osvaldo Roberto Cortez, Oscar Ramon Fornari, Aldo Pedro Poy, Daniel Tegliani. Goal: Oscar Ramon Fornari (Argentina). AFS. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  24. Head to head stats — Chile – Argentina (1910–2017) Football Results and Statistics from WildSoft — wildstat.com წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2018.
  25. Chile 0–2 Argentina (7 November 1974). 1974 Copa Carlos Dittborn. Goals: Ricardo Jose Ferrero; Juan Jose Lopez (Argentina). AFS. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  26. 1974 Copa Carlos Dittborn — Chile 0–2 Argentina (06.11.1974) Football Results and Statistics from WildSoft — wildstat.com წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  27. Argentina 1–1 Chile (20 November 1974). 1974 Copa Carlos Dittborn. Goals: Rubén Horacio Galletti (Argentina); Javier Mendez (Chile). Manager: Cesar Luis Menotti (Argentina). AFS. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  28. Uruguay 2–3 Argentina (18 July 1975). 1975 Copa Newton. Goals: Fernando Morena (2) (Uruguay); Jorge Valdano (2); Norberto Alonso (Argentina). AFS. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  29. „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“ — Estadio Defensores del Chaco The Guide to the World's Football Stadiums — stadiumguide.com წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  30. 1976 Copa del Atlantico — Paraguay 2–3 Argentina (26 February 1976). AFS. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2018.
  31. „ესტადიო მონუმენტალი“ — იგივე „მონუმენტალ დე ნუნიესი“ (ესპ. Monumental de Núñez); ამჟამად — „ესტადიო მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი“ (ესპ. Estadio Monumental Antonio Vespucio Liberti) — Estadio Monumental The Guide to the World's Football Stadiums — stadiumguide.com წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  32. 1976 Copa del Atlantico — Argentina 1–2 Brazil (27 February 1976). AFS. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  33. The 75th anniversary of Real Madrid (22 March 1977). Argentina 1–1 Iran (Argentina won 4-1 on penalties). AFS. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  34. 1977 - 1 division
  35. Pablo Ciullini (31 აგვისტო, 2017). Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship). Final: 1st. leg: (Jan 7, 1979). River Plate 0–0 Independiente. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  36. Pablo Ciullini (31 აგვისტო, 2017). Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship). Final: 2nd. leg: (Jan 10, 1979). Independiente 2–0 River Plate. Goals: 19' Bochini; 54' Bochini. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  37. Pablo Ciullini (31 აგვისტო, 2017). Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship). Independiente won the championship with the following line- ups: Independiente: Baley; Pagnanini, Villaverde, Trossero, O. Pérez; Larrosa, Fren, Bochini; Alzamendi (Fontana), Outes, Barberón. Coach: José Pastoriza. River Plate: Fillol; Saporiti, Pavoni, Passarella, H. López; J.J. López, Merlo, Alonso; Pedro González (Galletti), Luque, Ortiz. Coach: Angel Labruna. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  38. IPablo Ciullini and Martin Harris (28 თებერვალი, 2013). ndependiente (Argentina) 1–1; 0–0; 2–1 Colo Colo (Chile) — Copa Libertadores de América 1973 (Final — May 22 & 29; Playoff — Jun 6)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  39. Pablo Ciullini and Karel Stokkermans (21 მარტი, 2016). Independiente (Argentina) 0–0; 2–1 Universitario (Perú) — Copa Libertadores de América 1972 (Final — May 17 & 24)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  40. John Beuker and Pablo Ciullini (28 თებერვალი, 2013). Independiente (Argentina) 1–2; 2–0; 1–0 São Paulo (Brasil) — Copa Libertadores de América 1974 (Final — Oct 12 & 16; Playoff — Oct 19)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  41. John Beuker and Pablo Ciullini (28 თებერვალი, 2013). Independiente (Argentina) 0–1; 3–1; 2–0 Unión Española (Chile) — Copa Libertadores de América 1975 (Final — Jun 18 & 25; Playoff — Jun 29)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  42. John Beuker and Pablo Ciullini (7 მარტი, 2013). Independiente (Argentina) 1–0; 0–0 Grêmio (Brasil) — Copa Libertadores de América 1984 (Final — Jul 24 & 27)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  43. „Rey de Copas“ (27 ივლისი, 2014). A 30 años de la última Copa Libertadores de Independiente. Telam Deportes — telam.com.ar დაარქივებული 2013-06-17 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  44. Un 27 de julio del 84 el Rojo ganaba por última vez la Libertadores y nadie pudo igualar sus siete conquistas — Son 30 años de ventaja (27 ივლისი, 2014) Diario Olé. Noticias deportivas, fotos, audios y videos — ole.com.ar წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  45. Un 9 de diciembre de 1984, Independiente superaba al Liverpool de Inglaterra en Japón 1–0, por un gol de "Mandinga" Percudani y se obtenía la segunda Copa Intercontinental de su historia — A 29 años de la última Intercontinental de Independiente, ganada en japón ante el Liverpool (9 დეკემბერი, 2013). infobae — infobae.com წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  46. 1986 FIFA World Cup Mexico ™ დაარქივებული 2013-12-10 საიტზე Wayback Machine. // fifa.com
  47. José Luis Pierrend (16 იანვარი, 2009). Elected by the "Círculo de Periodistas Deportivos" (Association of Sports Journalists), who chose the best sporter in many sports. The official name of the award is "Olimpia de Plata"; therefore there is a winner for every sport. The best sporter of the year wins the "Olimpia de Oro" — Ricardo Bochini – 1983 (Argentina — Player of the Year)RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.