კარლოს დიტბორნის თასი
კარლოს დიტბორნის თასი (ესპ. Copa Carlos Dittborn) — ჩილელი საფეხბურთო ფუნქციონერისა და ადმინისტრატორის, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის (1955–1957) და ჩილეს 1962 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის — კარლოს დიტბორნის[1][2][3] სახელობის საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ორი ქვეყნის — არგენტინისა და ჩილეს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის იმართებოდა 1962–1983 წლებში. ტურნირის ფორმატი ითვალისწინებდა ორ შეხვედრას — სტუმრად და შინ. ამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემოდა კარლოს დიტბორნის თასი. (გამონაკლისს წარმოადგენდა 1976 წლის გათამაშება, როდესაც მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა არგენტინაში, ბუენოს-აირესის ხოსე ამალფიტანის სტადიონზე (ესპ. Estadio José Amalfitani).[4] შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა).
სულ გაიმართა ამ თასის 10 გათამაშება. არგენტინის ნაკრები ცხრაჯერ გახდა ტურნირის გამარჯვებული, ხოლო ჩილეს ნაკრები ერთხელ.[5]
გათამაშების სტატისტიკა
რედაქტირებაწელი | თარიღი | ჩატარების ადგილი | გამარჯვებული | ანგარიში | დამარცხებული |
---|---|---|---|---|---|
1962 | 7 ნოემბერი | სანტიაგო | არგენტინა | 1–1[6] | ჩილე |
21 ნოემბერი | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–0[7] | ჩილე | |
1964 | 24 სექტემბერი | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 5–0[8] | ჩილე |
14 ოქტომბერი | სანტიაგო | არგენტინა | 1–1[9] | ჩილე | |
1965 | 14 ივლისი | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–0[10] | ჩილე |
21 ივლისი | სანტიაგო | არგენტინა | 1–1[11] | ჩილე | |
1968 | 27 ნოემბერი | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 4–0 | ჩილე |
4 დეკემბერი | სანტიაგო | არგენტინა | 1–2 | ჩილე | |
1971 | 21 ივლისი | სანტიაგო | არგენტინა | 2–2 | ჩილე |
4 აგვისტო | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–0 | ჩილე | |
1972 | 31 მაისი | სანტიაგო | არგენტინა | 4–3[12] | ჩილე |
25 სექტემბერი | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 2–0[13] | ჩილე | |
1973 | 13 ივლისი | ბუენოს-აირესი | ჩილე | 4–5 | არგენტინა |
18 ივლისი | სანტიაგო | ჩილე | 3–1 | არგენტინა | |
1974 | 7 ნოემბერი | სანტიაგო | არგენტინა | 2–0 | ჩილე |
20 ნოემბერი | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–1 | ჩილე | |
1976 | 13 ოქტომბერი | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 2–0 | ჩილე |
1983 | 12 მაისი | სანტიაგო | არგენტინა | 2–2 | ჩილე |
23 ივნისი | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–0 | ჩილე |
გათამაშების ბომბარდირები
რედაქტირებაფეხბურთელი | ნაკრები | გოლები |
---|---|---|
ლუის არტიმე | არგენტინა | 4 |
მიგელ ბრინდისი | არგენტინა | 4 |
კარლოს კასელი | ჩილე | 4 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Copa Carlos Dittborn RSSSF
სქოლიო
რედაქტირება- ↑ El Mundial de Fútbol de 1962 (El Presidente Jorge Alessandri R. saluda a Carlos Dittborn, Presidente del Comité Ejecutivo Chileno de Mundial de 1962). memoriachilena.cl (web.archive.org) (25 მარტი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-25. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ De la roja a los rojos (La leyenda sostiene que Carlos Dittborn consiguió la sede del Mundial para Chile con una frase macanuda: "Porque no tenemos nada, queremos hacerlo todo"). diario.latercera.com (17 აპრილი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-09. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Carlos Dittborn: "Porque nada tenemos, lo haremos todo". arogeraldes.blogspot.com (8 მარტი, 2010). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Sección del Estadio José Amalfitani en el Sitio Web Oficial del Club Atlético Vélez Sarsfield. velezsarsfield.com.ar. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ José Luis Pierrend Copa Carlos Dittborn. RSSSF (17 ოქტომბერი, 2013). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Chile 1–1 Argentina — 07.11.1962. Santiago de Chile, Estadio Nacional. AFS. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Argentina 1–0 Chile — 21.11.1962. Buenos Aires, Estadio Monumental. AFS. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Argentina 5–0 Chile — 24.09.1964. Buenos Aires, Estadio Monumental. AFS. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Chile 1–1 Argentina — 14.10.1964. Santiago de Chile, Estadio Nacional. AFS. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Argentina 1–0 Chile — 14.07.1965. Buenos Aires, Estadio Monumental. AFS. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Chile 1–1 Argentina — 21.07.1965. Santiago de Chile, Estadio Nacional. AFS. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Argentina 4–3 Chile — 31.05.1972. Santiago de Chile, Estadio Nacional. AFS. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
- ↑ Argentina 2–0 Chile — 25.09.1972. Buenos Aires, Estadio José Amalfitani. AFS. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2018.
პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |