კონმებოლი
კონმებოლი (ესპ. CONfederacion sudaMEricana de FutBOL, ასევე გამოიყენება აბრევიატურა CSF) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება.
კონმებოლი | |
---|---|
შეიქმნა | 9 ივლისი, 1916 |
ტიპი | სპორტული ფედერაცია |
შტაბ-ბინა | ლუკე, პარაგვაი |
მდებარეობა | 25°15′38″ ს. გ. 57°30′58″ დ. გ. / 25.26056° ს. გ. 57.51611° დ. გ. |
ემსახურება რეგიონს | სამხრეთი ამერიკა |
წევრები | 10 ეროვნული ასოციაცია |
ენა |
ესპანური პორტუგალიური |
მდივანი | ხოსე ასტიგარაგა |
პრეზიდენტი | ალეხანდრო დომინგესი |
ვიცე-პრეზიდენტი |
ლაურეანო გონსალესი კლაუდიო ტაპია (მე-2) არტურო სალაჰი (მე-3) |
მდივანი | როლანდო ლოპესი |
მშობელი ორგანიზაცია | ფიფა |
ქვეყანა | პარაგვაი |
თავმჯდომარე | Alejandro Domínguez[1] [2] |
კავშირები | ფიფა |
ოფიციალური საიტი |
კონმებოლი დაარსდა 1916 წლის 9 ივლისს, ურუგვაელი ექტორ გომესის მოწადინებით. ასოციაციის პირველი წევრები არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე გახდნენ. სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა პირველი ოფიციალური სანაკრებო საფეხბურთო ტურნირი სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ჩატარდა ბუენოს-აირესში, არგენტინის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად.
დღეს კონმებოლი ფიფა-ს წევრია, რომლის წევრებმა ცხრაჯერ მოიგეს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი (ხუთჯერ ბრაზილიამ, ორ-ორჯერ არგენტინამ და ურუგვაიმ). იგი მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო კონტინენტალური ასოციაციაა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარაგვაიში, ქალაქ ლუკეში. ამჟამად კონმებოლის პრეზიდენტია პარაგვაელი ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმითი.[3]
კონმებოლის პრეზიდენტები
რედაქტირებაპრეზიდენტი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|
ექტორ რივადავია გომესი (ესპ. Héctor Rivadavia Gómez) | ურუგვაი | 1916–1936 | |
ლუის სალესი (ესპ. Luis O. Salesi) | არგენტინა | 1936–1939 | |
ლუის ვალენსუელა ერმოსილია (ესპ. Luis Valenzuela Hermosilla) | ჩილე | 1939–1955 | |
კარლოს დიტბორნი (ესპ. Carlos Dittborn Pinto) | ჩილე | 1955–1957 | |
ჟოზე რამოს დე ფრეიტასი (პორტ. José Ramos de Freitas) | ბრაზილია | 1957–1959 | |
ფერმინ სორეტა (ესპ. Fermín Sorhueta) | ურუგვაი | 1959–1961 | |
რაულ კოლომბო (ესპ. Raúl H. Colombo) | არგენტინა | 1961–1966 | |
ტეოფილო სალინას ფულერი (ესპ. Teófilo Salinas Fuller) | პერუ | 1966–1986 | |
ნიკოლას ლეოსი (ესპ. Nicolás Léoz) | პარაგვაი | 1986–2013 | |
ეუხენიო ფიგერედო (ესპ. Eugenio Figueredo) | ურუგვაი | 2013–2014 | |
ხუან ანხელ ნაპოუტი (ესპ. Juan Ángel Napout) | პარაგვაი | 2014–2015 | |
ვილმარ ვალდესი (ესპ. Wilmar Valdez) | ურუგვაი | 2015–2016 | |
ალეხანდრო დომინგესი (ესპ. Alejandro Domínguez) | პარაგვაი | 2016– |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირებაპორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |