სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916 (ესპ. Campeonato Sudamericano de Selecciones 1916) — ამერიკის საფეხბურთო თასის პირველი გათამაშება. ჩატარდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში (ბოლო მატჩის გარდა) 1916 წლის 2-19 ივლისს. ტურნირის გამარჯვებული გახდა ურგვაის ეროვნული ნაკრები[1].
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916 Campeonato Sudamericano de Selecciones 1916 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | არგენტინა |
ქალაქები | 2 |
სტადიონები | 2 |
ტურნირის ვადები | 2 ივლისი – 17 ივლისი, 1916 |
მონაწილე | 4 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | ურუგვაი |
მეორე ადგილი | არგენტინა |
მესამე ადგილი | ბრაზილია |
მეოთხე ადგილი | ჩილე |
ტურნირის სტატისტიკა | |
მატჩები | 6 |
გოლები | 18 (3 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | ისაბელინო გრადინი (3 გოლი) |
მონაწილეები
რედაქტირებაფორმატი
რედაქტირებატურნირი შედგებოდა ჯგუფური ეტაპისგან. ჯგუფში 4 გუნდი იყო, რომლებსაც ერთმანეთთან თითო მატჩი უნდა ეთამაშათ. გამარჯვებისთვის გუნდი იღებდა 2 ქულას, ფრისთვის -1, ხოლო წაგებისთვის-არცერთს. ჩემპიონატი მეტად თავისებური სათამაშო გრაფიკით ჩატარდა. თავდაპირველად თავისი სამი მატჩი ჩილემ ითამაშა, შემდეგ კი ურუგვაის და არგენტინის ნაკრებებს ბრაზილია შეერკინა. საბოლოო ჯამში, ტურნირის უკანასკნელმა მატჩმა არგენტინისა და ურგვაის შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან სწორედ ეს გუნდები იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გამარჯვებულის თასით დაჯილდოების საპატიო ცერემონიალი არ გაითვალისწინეს, რის გამოც კონტინენტის უპირველესი საფეხბურთო სანაკრებო შეჯიბრების გამარჯვებული ნაკრებისთვის გადასაცემი თასი მხოლოდ მომდევნო ტურნირის სტარტის წინ დაამზადეს.
თამაშები
რედაქტირება2 ივლისი, 1916 |
ურუგვაი | 4 – 0 | ჩილე | ბუენოს-აირესი მაყურებელი: 10 000 მსაჯი: ჰუგო გრონდა (არგენტინა) |
---|---|---|---|---|
პიენდიბენე 44', 75' გრადინი 55', 70' |
6 ივლისი, 1916 |
არგენტინა | 6 – 1 | ჩილე | ბუენოს-აირესი მაყურებელი: 15 000 მსაჯი: სიდნეი პალენი (ბრაზილია,ინგლისი) |
---|---|---|---|---|
ოაკო 2', 75' ბრაუნი 60' (პენ.), 62' (პენ.) მარკოვეკიო 67', 81' |
8 ივლისი, 1916 |
ბრაზილია | 1 - 1 | ჩილე | ბუენოს-აირესი მაყურებელი: 15 000 მსაჯი: ლეონ პეიროუ (ურუგვაი) |
---|---|---|---|---|
დომესტენესი 29' | სალასარი 85' |
10 ივლისი, 1916 |
არგენტინა | 1 - 1 | ბრაზილია | ბუენოს-აირესი მაყურებელი: 20 000 მსაჯი: კარლოს ფანტა (ჩილე) |
---|---|---|---|---|
ლაგუნა 10' | ალენკარი 23' |
12 ივლისი, 1916 |
ურუგვაი | 2 – 1 | ბრაზილია | ბუენოს-აირესი მაყურებელი: 20 000 მსაჯი: კარლოს ფანტა (ჩილე) |
---|---|---|---|---|
გრადინი 58',ტონიოლა 77' | ფრიდენრაიხი 8' |
17 ივლისი, 1916 |
არგენტინა | 0 – 0 | ურუგვაი | აველიანედა მაყურებელი: 30 000 მსაჯი: კარლოს ფანტა (ჩილე) |
---|---|---|---|---|
სატურნირო ცხრილი
რედაქტირებაგუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | სხვ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ურუგვაი (ჩემპიონი) | 3 | 2 | 1 | 0 | 6 | 1 | +5 | 5 |
არგენტინა | 3 | 1 | 2 | 0 | 7 | 2 | +5 | 4 |
ბრაზილია | 3 | 0 | 2 | 1 | 3 | 4 | −1 | 2 |
ჩილე | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 11 | −9 | 1 |