კოპა ამერიკა — მთავარი საერთაშორისო ტურნირი ამერიკის კონტინენტზე. ტარდება CONMEBOL-ის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) ეგიდით. არის მსოფლიოში ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი. პირველად ჩატარდა 1916 წელს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველ ჩემპიონატზე კონკაკაფიდან (the Confederation of North, Central American and Caribbean Association Football) იწვევენ 2 ან 3 ნაკრებს. 1993 წლიდან მექსიკა რეგულარურად მოწვეულია. მონაწილე წევრები არიან არგენტინა, ჩილე, ბრაზილია, პერუ, ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ვენესუელა, პერუ, ურუგვაი.[1]

CONMEBOL-ს წევრი ათი ქვეყნიდან რვამ შეძლო ამ ტურნირში ერთხელ მაინც გამარჯვება. მხოლოდ ეკვადორი და ვენესულა არის ის ქვეყნები, ვისაც კოპა ამერიკა არასდრო მოუგია. ყველაზე წარამტებული ქვეყანა ურუგვაია, მათ 15 ჯერ აღმართეს აღნიშნული თასი. მეორეზე არგენტინაა 14 გამარჯვებით და მესამეზე ბრაზილია 9 ტიტულით. აშშ გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ ამერიკის კონტინეტის მიღმა რომელმაც კოპა ამერიკას უმასპინძლა (2016 წელს).

პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც სამხრეთ ამერიკის კონტინეტნზე დაფუძნდა იყო ლიმას კრიკეტის და ფეხბურთის კლუბი. ის პერუს დედაქალქში 1859 წელს შეიქმნა. XIX საუკუნუს 70-80-იან წლებში ფეხბურთმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ კონტინენტზე. 1893 წელს შექიმნა არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია. მისი ორგანიზებით გაიმართა პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი 1910 წელს[2]. ამ ტურნირზე არგენტინასთან ერთად ჩილე და ურუგვაი მონაწილებდნენ. ამის შემდეგ, 1916 წელს, ისევ არგენტინელიბის ორგანიზებით გაიმართა კიდევ ერთი ტურნირი, Campeonato Sudamericano de Football, რომელშიც არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ეს გათამაშება ითველება პირველ კოპა ამერიკად, რომელსაც შემდეგ რეგულარული სახე მიეცა. პირველი ისტორიული ტურნირის გამარჯვებული ურუგვაის ეროვნული ნაკრები გახდა, მას შემდეგ რაც უგოლო ფრე ითამაშა მასპინძელ არგენტინელებთან დასკვნით მატჩში.

ამ გამარჯვების შემდეგ ურუგვაის ფეხბურთის ასოციაცია გამოვიდა ინიციატივით, რომ შეექმნათ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაცია. თავდაპირველად ამ კონფედერაციაში 4 ქვეყანა მოიაზრებოდა — ურუგვაი, არგენტინა, ჩილე და ბრაზილია. ასე დაარსდა CONMEBOL 1916 წლის 9 ივლისს. მომდევნო წელს ტურნირს ურუგვაიმ უმსაპინძლა და ამჯერადაც გაიმარჯვა. გადამწყვეტი მატჩი კვლავ არგენტინის წინააღმდეგ ითამაშეს და 1-0 მოიგეს. 1918 წელს ტურნირი ბრაზილიაში უნდა ჩატარებულიყო მაგრამ გრიპის ვირუსი გამო გაუქმდა. მომდევნო წელს ბრაზილიამ მაინც უმასპინძლა კოპა ამერიკას და პირველ თასსაც დაუფლა. 1920 წელს უკვე ჩილე იყო მასპინძელი და კვლავ ურუგვაიმ მოიგო.

 
ურუგვაის ნაკრები. 1916 წელი. პირველი კოპა ამერიკას გმარჯვებულები

1921 წელს კონმებოლს პარგვაიც შეურთდათ და შესაბამსიად კოპა ამერიკის გათამაშებაშიც ჩართო. ამ წელს არგენტინელებმა იამრჯვეს. მომდევნო წლებში ტურნირზე ურუგვაი დომინირებდა. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროისთვის კოპა ამერიკა ყველაზე წარმომადგენლობითი სანაკრებო ტურნირი იყო, ვიდრე 1928 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს არ დაემატა საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც 17 ქვეყნა მონაწილეობდა. ზაფხულის ოლიმპიადაზე ურუგვაისთან წაგებული ფინალის გამო 1929 წელს არგენტინელებმა შური კოპა ამერიკაზე იძიეს და კიდევ ერთხელ დაუფლნენ სამხრეთ ამერიკის თასს. ამ პერიოდში ტურნირს დაემატა კიდევ ორი ქვეყანა — ბოლივია (1926) და პერუ (1927).

1930 წელს გაიმართა პირველი მსოფლიო თასი ფეხბურთში. ამჯერადაც ფინალში ურუგვაი და არგენტინა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რამაც უფრო გაამწვავა ამ ქვეყნებს შორი არსებული საფეხბურთო დაპირისპირება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ დაპირისპირების გამო, 1935 წლამდე კოპა ამერიკა აღარ გამრთულა. ამის გამო, 1929 წლის შემდეგ მხოლოდ 1935 წელსღა ჩატარდა მორიგი კოპა ამერიკა. ამჯერად მხოლოდ 4 გუნდი მონაწილეობდა და მთავარი დაპირისპირება კვლავ არგენტინა-ურუგვაის შორის გაიმართა. გადამწყვეტ მატჩში ურუგვაიმ 3-0 მოიგო კიდევ ერთხელ დაუფლა თასს. 4 წლის შემდეგ, 1939 წელს მორიგი კოპა ამერიკა გაიმართა, რომელსაც პერუმ უმასპინძლა და გამარჯვებაც მოახერხა. ამ წელს გაიმართა ეკვადორის დებიუტი კოპაზე.

1941 წელს ჩილემ უმასპინძლა კიდევ ერთ კოპა ამერიკას. ეს ტურნირი სანტიაგოს დაარსების 400 წლის თავს მიეძღვნა. მიუხედავად განსაკუთრებული მომზადებისა, ჩილემ საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო წარმატების მიღწევა და ფინალი არგენტინასთან წააგო.

ორმოციანი წლებიდან სამხრეთ ამერიკაში კრიზი დაიწყო და კოპა რეგულარულად აღარ ტარდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი ნაკრები მონაწილეობას არ იღებდა გათამაშებაში, ზოგიერთი კი არაძირითადი შემადგენლობით ასპარეზობდა. მაგალითად, 1959 წელს ბრაზილია შტატ პერნამბუკუს ნაკრებით წარსდგა ტურნირზე.

1975 წელს ტურნირი განახლდა და მიიღო რეგულარული სახე. სწორედ ამ დროიდან ეწოდება მას „კოპა ამერიკა“. ახალი ფორმატის მიხედვით ტურნირს არ ჰყავდა მასპინძელი და იმართებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ჩატარების პერიოდად განისაზღვრა 4 წელი და, შესაბამისად, მომდევნო ტურნირები ჩატარდა 1979, 1983 და 1987 წელს.[2]

1986 წელს CONMEBOL-მა გადაწყვიტა ტურნირი ისევ ერთი მასპინძელი ქვეყნის ფორმატში ჩაეტარებინა. 1987-2001 წლებში კოპა ამერიკა ყოველ მეორე წელიწადს იმართებოდა ერთ, წინასწარ შერჩეულ მასპინძელ ქვეყანაში. 1987 წლის კოპა არგენტინაში ჩატარდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში მათ ურუგვაისთან წააგეს 0-1. მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი ჩილმე გაიმარჯვა რომელმაც ბრაზილია 4-0 გაანადგურა. მიუხედავად იმისა რომ ფინალში ფავორიტად ჩილე მიიჩნეოდა, ურუგვაიმ აქაც გაიმარჯვა და კიდევ ერთ კოპა ამერიკას დაეუფლა[3].

1989 წელს, 1970 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა ბრაზილიის ნაკრებმა. 1991 წელს, 32 წლის შემდეგ არგენტინამ შეძლო კიდევ ერთი სახმრეთამერიკული თასის მოპოვება. 1993 წელს კოპა ამერიკა ეკვადორში გაიმართა. ამ ტურნირზე სამხრეთ ამერიკული ქვეყნების გარდა ორი მოწვეული ნაკრები - მექსიკა და აშშ იღებდა მონაწილეობას. მოწვეული გუნდებიდან განსაკუთრებით კარგად იასპარეზა მექსიკამ და ფინალშიც გავიდა, სადაც არგენტინასთან, ბატისტუტას დუბლთ, 2-1 დამარცხდა[4].

1995 წელს ურუგვაიმ უმასპინძლა და მეთოთხმეტედ მოიგო კოპა ამერიკა. შემდეგი 5 ტურნირიდან 4-ჯერ ბრაზილიამ მოიგო: 1997, 1999, 2004 და 2007 წლებში. 2001 წელს კი მექსიკამ მეორე ფინალი წააგო კოლუმბიასთან, რომლისთვისაც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კოპა ამერიკის გახდა.

2011 წლის გათამაშებას არგენტინამ უმასპინძლა, თუმცა ნახევარფინალამდეც კი ვერ მიაღწია — წააგო ურუგვაისთან. საინტერესოა რომ კოპა ამერიკის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ნახევარფინალში ვერც არგენტინა და ვერც ბრაზილია გავიდა. თასი კი ურუგვაიმ აღმართა პარაგვაისთან 3-0 გამარჯვების შემდეგ[5].

2015 წელს მასპინძელი ჩილე იყო. მან ბრაზილია ჩაანაცვლა მას შემდეგ რაც გაირკვა რომ ეს უკანასკნელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონტს და 2016 წლის ოლიმპიადას უმასპინძლებდა. 4 წაგებული ფინალის შემდეგ ამჯერად ჩილემ გამარჯვება შეძლო და პირველ კოპას დაეუფლა.

2016 წელს საიუბილეო კოპა ამერიკა გაიმართა, რომელიც ამ ტურნირის ასი წლისთავს მიეძღვნა. პირველად ისტორიაში მასპინძელად არა-სამხრეთამრიკული ქვეყანა - აშშ შეირჩა. ამასთანავე, ტურნირში ჩრდ. ამერიკის ქვეყნებიც ჩაერთვნენ და შედეგად სულ 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალში, ისევე როგორც წინა წელს, არგენტინა და ჩილე დაუპირისპირდნენ. 2015 წლის მსგავსად ეს ფინალიც ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო თერთმეტრიანების სერიაში ამჯერადაც ჩილეს გაუმართლა და თავის მეორე ტიტულს დაუფლა.

მომდევნო გათამაშება 2019 წელს ბრაზილიაში გაიმართა. ამჯერად ტრადიციული ფორმატით — 12 გუნდი, აქედან 2 მოწვეული (ყატარი და იაპონია). გათამაშება მასპინძლება მოიგეს და მეცხრედ დაეუფლნენ კოპა ამერიკას.

   პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.