მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930 — ფიფა-ს მსოფლიო თასის პირველი გათამაშება, რომელიც ურუგვაიში ჩატარდა 13-დან 30 ივლისამდე. ფიფა-მ ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა იმიტომ აირჩია, რომ ისინი ფეხბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ. ამასთანავე, აღინიშნებოდა მათი დამოუკიდებლობის ასი წლისთავი და მსოფლიო ჩემპიონატის ამ ქვეყანაში ჩატარება ზეიმის ელფერს მიიღებდა. ჩემპიონატის ყველა მატჩი გაიმართა დედაქალაქ მონტევიდეოში, უმეტესობა სენტენარიოს სტადიოზე, რომელიც სპეციალურად ამ ტურნირისათვის აშენდა.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930 1er Campeonato Mundial de Futbol | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | ურუგვაი |
ქალაქები | 1 |
სტადიონები | 3 |
ტურნირის ვადები | 13 ივლისი – 30 ივლისი |
მონაწილე | 13 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | ურუგვაი |
მეორე ადგილი | არგენტინა |
მესამე ადგილი | აშშ |
მეოთხე ადგილი | იუგოსლავია |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 434 500 (24 139 თამაშზე) |
მატჩები | 18 |
გოლები | 70 (3.89 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | გილერმო სტაბილე (8 გოლი) |
ჩემპიონატში სულ 13 ქვეყანა მონაწილეობდა: 7 სამხრეთ ამერიკიდან, 4 ევროპიდან, ხოლო 2 ჩრდილოეთ ამერიკიდან. შეჯიბრება შერეული წესით ჩატარდა: გუნდები ოთხ ქვეჯგუფებად დაიყვნენ და წრიულად ითამაშეს. ჯგუფის გამარჯვებულები პლე-ოფში გავიდნენ და ოლიმპიური სისტემით განაგრძეს ასპარეზობა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები შედგა 1930 წლის 13 ივლისს და დასრულდა საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებების გამარჯვებით, რომლებმაც, შესაბამისად, მექსიკა 4–1 და ბელგია 3–0 დაამარცხეს. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა. ფინალში, ურუგვაიმ 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4–2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული.[1]
შერჩევის პროცესი
რედაქტირება1930 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატები ურუგვაისთან ერთად იყვნენ იტალია, შვედეთი, ნიდერლანდები და ესპანეთი.[2][3]
ტურნირის მიმდინარეობა
რედაქტირებაI ჯგუფი
რედაქტირებაამ ჯგუფში კენჭისყრით არგენტინა, საფრანგეთი, მექსიკა და ჩილე მოხვდნენ. არგენტინელებმა გაამართლეს ფავორიტის სტატუსი. ფრანგებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არგენტინელებს, თუმცა დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 1:0. თვითმხილველებმა მსაჯის არაობიექტურობაც აღნიშნეს. მატჩის 84-ე წუთზე ფრანგი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ამ დროს მსაჯმა საფინალო სასტვენის ნიშანი მისცა.[4] ამ მატჩამდე საფრანგეთი მექსიკის ნაკრებს შეხვდა. ეს მატჩი იმითაა აღსანიშნავი, რომ ფრანგმა ლუსიენ ლორანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, მისმა ნაკრებმა კი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. არგენტინას მსაჯმა დახმარება მექსიკასთანაც გაუწია. მან არგენტინის კარში პენალტი ორჯერ დანიშნა, თუმცა, რადგანაც მაშინ ნაბიჯებით ზომავდნენ საპენალტე ადგილს, აღმოჩნდა, რომ მექსიკელებს ორივე დარტყმა 15 მეტრიდან შეუსრულებიათ.[4] მექსიკელებმა ხსენებული ეპიზოდების გამოყენება ვერ შეძლეს, საბოლოოდ კი 6:3 დამარცხდნენ. არგენტინელებმა მესამე მატჩშიც დაამარცხეს ჩილე და ნახევარფინალისკენ გზა გაიკაფეს.
II ჯგუფი
რედაქტირებაამ ჯგუფში სამი გუნდი ეცილებოდა პირველობას: ბრაზილია, იუგოსლავია და ბოლივია. ბრაზილიელები მოულოდნელად დამარცხდნენ სლავებთან. ევროპელებმა მეორე მატჩიც იოლად მოუგეს ბოლივიის სუსტ გუნდს და ნახევარფინალში გავიდნენ. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იუგოსლავია ერთადერთი ევროპული გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირის ამ ეტაპზე გააღწია.
III ჯგუფი
რედაქტირებაროგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაის უპრობლემოდ ხვდა პირველი ადგილი მესამე ჯგუფში. მათ ზედმეტი გართულების გარეშე მოუგეს რუმინეთსა (4:0) და პერუს (1:0).
IV ჯგუფი
რედაქტირებაყველაზე დიდი მოულოდნელობა ნახევარფინალში აშშ-ის გასვლა იყო. როგორც გაირკვა, მათ გუნდში ინგლისელი პროფესიონალები ჰყოლიათ, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. ჩრდილოამერიკელებმა ერთნაირი ანგარიშით – 3:0 დაამარცხეს ბელგიელები და პარაგვაელები.
ნახევარფინალი
რედაქტირებანახევარფინალში არგენტინელები ამერიკელებს, ხოლო ურუგვაელები იუგოსლავიელებს დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:1. ევროპელები მსაჯმაც დაჩაგრა. მან აშკარა წესის დარღვევით გატანილი გოლები ჩაუთვალა მასპინძლებს (ერთ–ერთ მომენტში ურუგვაელს საგოლე გადაცემა პირით ხაზს იქით მდგარმა პოლიციელმა გაუკეთა. ამასთანავე, სტუმრებს გოლი არ ჩაუთვალა.[4]
ფინალი
რედაქტირებაფინალში ერთმანეთის პირისპირ ურუგვაელი და არგენტინელი ფეხბურთელები წარდგნენ. პირველ ტაიმში უპირატესობა არგენტინელებს ჰქონიათ, მართალია, თავიდან ურუგვაელები დაწინაურდნენ დორადოს გოლით, მაგრამ შესაბამისად, 35–ე და 37–ე წუთებზე პესელიმ და სტაბილემ წინ გაიყვანეს არგენტინის ნაკრები.
შესვენების შემდეგ ურუგვაელებმა თავბრუდამხვევი ტემპი შესთავაზეს სტუმრებს და ანგარიში სეას გოლით გაათანაბრეს, ხოლო ირიარტემ და კასტრომ კიდევ შეაგდეს თითო ბურთი და წინ გავიდნენ. მსაჯის საფინალო სასტვენმა პირველი მსოფლიო ჩემპიონი გამოავლინა – ურუგვაი!
ამ გამარჯვებამ ეროვნული დღესასწაულის სახე მიიღო. მონტევიდეოში ხალხი გამარჯვებას ზეიმობდა. თურმე ფინალური მატჩის დროს ურუგვაიში მიმდინარეობდა საპარლამენტო სხდომა, მაგრამ ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო სახელმწიფო საქმეებისათვის ყურადღება დაეთმო: ისინი ფიქრით და გონებით სტადიონზე იმყოფებოდნენ და როდესაც მათ თანამემამულეთა გამარჯვების ამბავი მოახსენეს, მაშინვე სრული შემადგენლობით სტადიონისკენ გაემართნენ, სადაც ფეხბურთელებს წარმატება მიულოცეს. ამ დროისათვის არგენტინაში საპირისპირო განწყობა სუფევდა. გულშემატკივრებმა ჯავრი მათ ქვეყანაში მცხოვრებ ურუგვაელებზე იყარეს და გული მოიოხეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ურუგვაელები მეტად სერიოზულად ეკიდებოდნენ ამ შეჯიბრებას. გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრე შეიკრიბა. ნაკრებში რკინის დისციპლინა სუფევდა, ასევე იყო ქანცგამომცლელი ვარჯიშები. თურმე მათ მწვრთნელს, ალბერტო სუპიჩს მათი მეკარის მასალის დამსახურება არად ჩაუგდია (იგი 1924 და 1928 წლების ოლიმპიადების გმირი იყო) და ბაზის დატოვების გამო ნაკრებიდან გაუთავისუფლებია.
გუნდის ძირითად ბირთვს 1928 წლის ოლიმპიადის მომგები ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. ყოველი მატჩის წინ მწვრთნელი საკუთარ შეგირდებს ეუბნებოდა: „მე ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, დანარჩენი თქვენ იცით, გადით მოედანზე და გააკეთეთ ის, რაც აქამდე გისწავლიათ“.
იმდროინდელ ფეხბურთს კარგად ასახავდა დევიზი: „გამარჯვების მისაღწევად ყველა საშუალება კარგია“. ეს კარგად გამოჩნდა ამ და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე.
ქალაქები და სტადიონები
რედაქტირება1930 წელს ყველა მატჩი ჩატარდა მონტევიდეოში.
შედეგები
რედაქტირებაჯგუფური ეტაპი
რედაქტირებაI ჯგუფი
რედაქტირებაგუნდი | 1 | 2 | 3 | 4 | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. არგენტინა | 3:1 | 1:0 | 6:3 | 3 | 0 | 0 | 10−4 | 6 | |
2. ჩილე | 1:3 | 1:0 | 3:0 | 2 | 0 | 1 | 5−3 | 4 | |
3. საფრანგეთი | 0:1 | 0:1 | 4:1 | 1 | 0 | 2 | 4−3 | 2 | |
4. მექსიკა | 3:6 | 0:3 | 1:4 | 0 | 0 | 3 | 4−13 | 0 |
II ჯგუფი
რედაქტირებაგუნდი | 1 | 2 | 3 | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. იუგოსლავია | 2:1 | 4:0 | 2 | 0 | 0 | 6−1 | 4 | |
2. ბრაზილია | 1:2 | 4:0 | 1 | 0 | 1 | 5−2 | 2 | |
3. ბოლივია | 0:4 | 0:4 | 0 | 0 | 2 | 0−8 | 0 |
III ჯგუფი
რედაქტირებაგუნდი | 1 | 2 | 3 | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. ურუგვაი | 4:0 | 1:0 | 2 | 0 | 0 | 5−0 | 4 | |
2. რუმინეთი | 0:4 | 3:1 | 1 | 0 | 1 | 3-5 | 2 | |
3. პერუ | 0:1 | 1:3 | 0 | 0 | 2 | 1−4 | 0 |
IV ჯგუფი
რედაქტირებაგუნდი | 1 | 2 | 3 | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. აშშ | 3:0 | 3:0 | 2 | 0 | 0 | 6−0 | 4 | |
2. პარაგვაი | 0:3 | 1:0 | 1 | 0 | 1 | 1−3 | 2 | |
3. ბელგია | 0:3 | 0:1 | 0 | 0 | 2 | 0−4 | 0 |
პლეი-ოფი
რედაქტირებანახევარფინალი
რედაქტირება არგენტინა — აშშ 6:1
ურუგვაი — იუგოსლავია 6:1
ფინალი
რედაქტირებამსოფლიო თასის მფლობელი 1930
რედაქტირებამსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული |
---|
ურუგვაი პირველი წოდება |
წინამორბედი: — |
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1930 |
შემდეგი: 1934 |
ბომბარდირები
რედაქტირება8 ბურთი
5 ბურთი
4 ბურთი
3 ბურთი
2 ბურთი
1 ბურთი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პირველი მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში. სად, ვინ და როდის დაიპყრო პირველი მსოფლიო თასი
- ↑ History of FIFA - The first FIFA World Cup™, ფიფა-ს ოფიციალური საიტი.
- ↑ Uruguay 1930, ბი-ბი-სი.
- ↑ 4.0 4.1 4.2 ზვიად დოლიძე, საფეხბურთო დრა(ჰ)მატიზმის სათავეებთან, ისტორიანი, № 3, გვ. 80