ურუგვაი
ურუგვაი (ესპ. Uruguay), ოფიციალურად ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა[7] (ესპ. República Oriental del Uruguay [reˈpuβlika oɾjenˈtal del uɾuˈɣwai]) — სახელმწიფო სამხრეთი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით — არგენტინა. ურუგვაის მოსახლეობა 3,3 მლნ ადამიანს შეადგენს,[2] რომელთაგან 1,8 მლნ დედაქალაქ მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს.[2] მოსახლეობის დაახლოებით 88% ევროპული წარმოშობისაა. 176 000 კმ² ფართობით, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოა ტერიტორიის მხრივ, სურინამის შემდეგ.
ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა República Oriental del Uruguay ურუგვაი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Libertad o Muerte“ „თავისუფლება ან სიკვდილი“ |
||||||
ჰიმნი: Himno Nacional de Uruguay ურუგვაის ეროვნული ჰიმნი |
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | მონტევიდეო 34°53′ ს. გ. 56°10′ დ. გ. / 34.883° ს. გ. 56.167° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
აღიარებული რეგიონული ენები | პორტუგალიური | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011[1]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ურუგვაელი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ლუის ლაკალიე პოუ | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | ბეატრის არხიმონი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | გენერალური ასამბლეა | |||||
- | ზედა პალატა | სენატორთა პალატა | ||||
- | ქვედა პალატა | დეპუტატთა პალატა | ||||
დამოუკიდებლობა ბრაზილიის იმპერიისგან | ||||||
- | გამოცხადება | 25 აგვისტო, 1825 | ||||
- | აღიარება | 28 აგვისტო, 1828 | ||||
- | კონსტიტუცია | 18 ივლისი, 1830 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 176 215 კმ2 (91-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასება | 3 324 460[2] (133-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 3 286 314[3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 18.87 კაცი/კმ2 (198-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $59.201 მილიარდი[4] (91-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $17 391[4] (61-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $58.283 მილიარდი[4] (78-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $17 121[4] (45-ე) | ||||
ჯინი (2010) | 45.3[5] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.790[6] მაღალი · 50-ე |
|||||
ვალუტა | ურუგვაული პესო (UYU ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC-03:00 | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC-02:00 (UTC) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +598 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .uy |
1680 წელს პორტუგალიელებმა დააარსეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული დასახლება ურუგვაიში — კოლონია-დელ-საკრამენტო. XVIII საუკუნის დასაწყისში ესპანელებმა სამხედრო ციხესიმაგრის სახით დააარსეს მონტევიდეო.[8] 1811–1828 წლებში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, არგენტინასთან და ბრაზილიასთან ომების შემდეგ ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეისათვის იგი დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკაა, პრეზიდენტით, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია.
ურუგვაი პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის, მშვიდობის, კორუფციის ნაკლებობისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსის მაჩვენებლებით;[9] ასევე პირველია სამხრეთ ამერიკაში პრესის თავისუფლების, საშუალო კლასის ზომის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხრივ.[9] ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ურუგვაის მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი წვლილი შეაქვს გაეროს სამშვიდობო მისიებში.[9] ქვეყანა რეგიონში მეორეა ეკონომიკის თავისუფლების, შემოსავლების თანასწორობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ.[9] ურუგვაი მესამე საუკეთესო ქვეყანაა კონტინენტზე ადამიანის განვითარების ინდექსის, ეკონომიკის ზრდის, ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.[9][10] გაეროს მიერ ურუგვაი შეფასებულია როგორც მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანა — ერთადერთი მსგავსი მონაცემის მქონე სახელმწიფო ამ რეგიონიდან ჩილესთან ერთად. ურუგვაი მნიშვნელოვანი ექსპორტიორია ისეთი პროდუქტებისა, როგორებიცაა მატყლი, ბრინჯი, სოია, ძროხის გაყინული ხორცი, ალაო და რძე.[9]
2013 წელს, მარიხუანას წარმოების, გაყიდვისა და მოხმარების მიმართ ინოვაციური პოლიტიკის შემოღებისათვის, ჟურნალმა ეკონომისტმა ურუგვაი „წლის ქვეყნად“ დაასახელა.[11] ქვეყანაში ასევე ლეგალურია ერთსქესიანი ქორწინება და აბორტი, რის შედეგადაც, ურუგვაი მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და სოციალურად განვითარებულ სახელმწიფოდ. რეგიონში სამაგალითოა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და ჩართულობის საკითხების მხრივ.[12]
ეტიმოლოგია
რედაქტირებალა-რეპუბლიკა-ორიენტალ-დელ-ურუგუაი (La República Oriental del Uruguay) ნიშნავს „მდინარე ურუგვაის აღმოსავლეთით მდებარე რესპუბლიკას“. მდინარე ურუგვაის ეტიმოლოგია ბოლომდე უცნობია, ერთი ვერსიით გუარანის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ფერადი ჩიტების მდინარეს“.[13]
ისტორია
რედაქტირებაურუგვაის ტერიტორიაზე ესპანელების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ ინდიელი ტომები ჩარუა და ჩანა. XVI საუკუნეში კი იწყება ესპანელთა დაპყრობები, თუმცა თავდაპირველად მათ ვერ შეძლეს მუდმივი დასაყრდენი პუნქტების ჩამოყალიბება. 1680 წელს ლა-პლატის ყურის მარცხენა ნაპირზე პორტუგალიელებმა დააარსეს ციხესიმაგრე კოლონია-დელ-საკრამენტო, საიდანაც მათ არალეგარულად გადაჰქონდათ ტვირთი ბუენოს-აირესში. კონტრაბანდისტებისაგან დასაცავად ესპანელებმა 1724 წელს დააარსეს ქალაქი მონტევიდეო. ახალ ქალაქში კუნძულ ტენერიფედან გადასახლდნენ გუანშები. XVIII საუკუნიდან შევიდა კოლონია რიო-დე-ლა-პლატას შემადგენლობაში. კოლონიალური მმართველობის დასასრულს თანამედროვე ურუგვაის ტერიტორიაზე განსახლებული იყო 30 ათასი ადამიანი, რომელთა მესამედიც მონტევიდეოში ცხოვრობდა.
ნაპოლეონის ესპანეთში შეჭრის შემდეგ გამოცხადდა რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს დამოუკიდებლობა. თანამედროვე ურუგვაის ტერიტორია (Banda Oriental) შევიდა ახალი სამეფოს შემადგენლობაში. გაუჩოს (გუანშების შთამომავლები) ტომმა მხარი დაუჭირა როგორც ესპანეთისაგან, ისე ბუენოს-აირესისაგან ხოსე ხერვასიო არტიგასის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. თავდაპირველად არტიგასმა და მისმა მომხრეებმა მოითხოვეს ცალკე პროვინციის ჩამოყალიბება. 1814 წლის 7 მარტს რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციების უმაღლესმა დირექტორმა ხერვასიო პოსადასმა გასცა ბრძანება აღმოსავლეთის პროვინციის შექმნის შესახებ.
1816 წელს აღმოსავლეთის პროვინციაში შეიჭრა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს ძალები. გაერთიანებულმა პროვინციებმა აღიარა აღმოსავლეთ პროვინციის მოკავშირეობა, მაგრამ ომი არ გამოუცხადებია ბრაზილიის ხელისუფლებისათვის. 1820 წლის სექტემბერში არტიგასი დაამარცხეს და პარაგვაიში გადაიხვეწა. პორტუგალიელებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოიწვიეს სისპლატინის კონგრესი, რომელმაც 1821 წელს გამოაცხადა ბრაზილიასთან აღმოსავლეთის პროვინციის შეერთება სისპლატინის სახელწოდებით. 1825 წელს ფლორიდაში შეკრებილმა კონგრესმა გამოაცხადა ბრაზილიისაგან გამოყოფა და კვლავ გაერთიანებულ პროვინციებთან გაერთიანება. ამის საპასუხოდ ბრაზილიამ არგენტინას ომი გამოუცხადა. ომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა აღმოსავლეთის პროვინციის დამოუკიდებლობა და ქვეყანამ მიიღო სახელწოდება: აღმოსავლეთი რესპუბლიკა ურუგვაი.
1830 წელს მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია. ამავე წლის 25 სექტემბერს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ფრუქტუოსო რივერა. 1838-1852 წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომში გადაზრდილი პარტიული დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული კვლავ რივერა გამოვიდა. 1864-1870 წლებში ურუგვაიმ კიდევ ერთი, პარაგვაული ომი გადაიტანა.
ურუგვაი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1907 წელს მიიღო კანონი განქორწინების შესახებ, ხოლო მეორე ქვეყანა სადაც 1877 წელს განათლება სავალდებულო და უფასო გახდა.
1929 წელს დიდმა დეპრესიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყანას. რასაც მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალებები და 1942 წლის ახალი კონსტიტუცია. 1945 წელს ურუგვაიმ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიას გამოუცხადა ომი.
1950 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ანდრეს მარტინეს ტრუებამ, რომლის ძალისხმევითაც 1951 წელს მიიღო ახალი კონსტიტუცია.
1973 წლის 27 ივნისს ქვეყანაში მოხდა მორიგი სამხედრო გადატრიალება და დამყარდა სამხედრო დიქტატურა. 1976 წელს ხელისუფლებაში მოსულმა აპარასიო მენდესმა დაითხოვა ყველა პარტია. 1980 წელს გაიმართა რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის მიღებასა და არსებული რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. მოსახლეობის 57 % ხმა მისცა დიქტატურის წინააღმდეგ. 1984 წლის თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხულიო მარია სანგინეტიმ და გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი.
1991 წელს ურუგვაი გახდა მერკოსურის ეკონომიკური ბლოკის წევრი. 2010 წლიდან ურუგვაის პრეზიდენტია ხოსე მუხიკა, რომელსაც ერთ-ერთ ურარიბეს პრეზიდენტად მიიჩნევენ[14]. 2013 წელს ურუგვაიში დააკანონეს ერთი სქესის წყვილთა ქორწინება[15]. 2013 წლის 25 დეკემბერს პრეზიდენტმა მუხიკამ ხელი მოაწერა კანონს მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ[16], რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა პარლამენტის ზედა პალატამ. შედეგად ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დააკანონეს ამ ნარკოტიკული ნივთიერების დამზადება და გასაღება.
გეოგრაფია
რედაქტირებაურუგვაის ფართობი ფართობი 176 220 კმ²-ს შეადგენს.
საზღვრის საერთო სიგრძე 1564 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 579 კმ, ბრაზილიასთან — 985 კმ.). სანაპირო ზოლის სიგრძე: 660 კმ.
ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა სერო-კატედრალი 514 მ. სამხრეთით გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია იცვლება დაბლობებით. სანაპირო ზოლი ლაგუნის ტიპისაა.
კლიმატი სუბტროპიკული, ოკეანურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 22—24 °C, ივლისისა 10—12 °C. სამხრეთის ქარების, პამპეროს ქროლვის დროს კი ტემპერატურა 5 °C-მდე ეცემა, მოდის თოვლიც.
ატმოსფერული ნალექები 1000 მმ-ს შეადგენს სამრეთის რაიონებში, ხოლო 1200 მმ-ს ჩრდილოეთით.
ფლორა
რედაქტირებაკლიმატი
რედაქტირებასახელმწიფო
რედაქტირებაურუგვაი წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა საპრეზიდენტო სისტემით.[17] ხელისუფლების წევრები ხუთი წლის ვადით ირჩევიან უნივერსალური საარჩევნო სისტემით.[17] ურუგვაი უნიტარული სახელმწიფოა: მთელს ქვეყანაში ერთიანად ხორციელდება იუსტიციის, განათლების, უსაფრთხოების, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა.[17] აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და 13 მინისტრისგან შემდგარი კაბინეტი.[17]
საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი გენერალური ასამბლეა: დეპუტატთა პალატა, რომელიც შედგება 19 დეპარტამენტის 99 წარმომადგენლისაგან, რომლებიც პროპორციული სისტემით არიან არჩეულნი და სენატორთა პალატა, რომელიც შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 31 წევრისაგან და ვიცე-პრეზიდენტისაგან, რომელიც პალატის თავმჯდომარეა.[17]
ხელისუფლების სასამართლო შტოს ახორციელებს უზენაესი სასამართლო და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სასამართლოები და მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს წევრებს გენერალური ასემბლეა ირჩევს; სასამართლოების წევრებს სენატის თანხმობით არჩევს უზენაესი სასამართლო, მოსამართლეებს კი პირდაპირ ნიშნავს უზენაესი სასამართლო.[17]
ამჟამინდელი კონსტიტუცია ურუგვაიმ 1967 წელს მიიღო. ბევრი შესწორება 1973 წელს შეჩერდა,თუმცა კვლავ აღდგა 1985 წელს. ურუგვაის კონსტიტუცია შვეიცარიის კონსტიტუციის მიხედვითაა შედგენილი და მოქალაქეებს საშუალებას აძლევს შეცვალონ იგი სახლახო ინიციატივის საფუძველზე, თუმცა ის აუცილებლად საყოველთაო-ეროვნული რეფერენდუმით უნდა დაგვირგვინდეს. ბოლო 15 წლის მანძილზე, ურუგვაიში ეს მეთოდი მრავალჯერ გამოიყენეს: იმ კანონის დასადასტურებლად, რომლის თანახმადაც, უარი ითქვა იმ სამხედროების სასამართლო დევნაზე, რომლებიც მილიტარისტული რეჟიმების დროს (1973–1985) ადამიანის უფლებებზე ძალადობდნენ; საჯარო კომპანიების პრივატიზების შესაჩერებლად; პენსიონერთა შემოსავლების დასაცავად და წყლის რესურსების დასაცავად.[18]
ურუგვაის ისტორიის მანძილზე, სახელმწიფოს სათავეში ყველაზე ხშირად კოლორადოს პარტიაა. თუმცა, 2009 წლის ურუგვაის საყოველთაო არჩევნებზე, პარლამენტის არჩევნები აბსოლუტური უმრავლესობით მოიგო ფართო ფრონტმა, საპრეზიდენტო არჩევნებში კი ფართო ფრონტის კანდიდატმა ხოსე მუხიკამ ნაციონალური პარტიის კანდიდატი ლუის ალბერტო ლაკალიე დაამარცხა.
2010 წელს, ლათინობარომეტრის საზოგადოებრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლათინურ ამერიკაში, ურუგვაელები დემოკრატიას ყველაზე მეტად უჭერენ მხარს და ამავე დროს, კმაყოფილნი არიან თავიანთ ქვეყანაში დემოკრატიისაკენ გადადგმული ნაბიჯებით.[19] Freedom House-ის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსით“, ურუგვაის 27-ე ადგილი უკავია. Economist Intelligence Unit-ის 2012 წლის მონაცემებით, ურუგვაის დემოკრატიის ინდექსი 8,17 იყო, მსოფლიოში სრულ დემოკრატიად მიჩნეულ 25 ქვეყნის სიაში კი მე-18 ადგილზე იყო.[20] საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ შედგენილ კორუფციის აღქმის ინდექსში კი ურუგვაის მე-18 ადგილზეა.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაურუგვაი დაყოფილია 19 დეპარტამენტად, რომლებსაც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებები.[17] თითოეული დეპარტამენტი თავის მმართველს საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევს.[17] დეპარტამენტის აღმასრულებელ ხელისუფლებას მეთვალყურეობას უწევს და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას ასრულებს დეპარტამენტის საბჭო.[17]
დეპარტამენტი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2011)[21] | დედაქალაქი |
---|---|---|---|
არტიგასი | 11 928 | 73 162 | არტიგასი |
კანელონესი | 4536 | 518 154 | კანელონესი |
სერო-ლარგო | 13 648 | 84 555 | მელო |
კოლონია | 6106 | 122 863 | კოლონია-დელ-საკრამენტო |
დურასნო | 11 643 | 57 082 | დურასნო |
ფლორესი | 5144 | 25 033 | ტრინიდადი |
ფლორიდა | 10 417 | 67 093 | ფლორიდა |
ლავალიეხა | 10 016 | 58 843 | მინასი |
მალდონადო | 4793 | 161 571 | მალდონადო |
მონტევიდეო | 530 | 1 292 347 | მონტევიდეო |
პაისანდუ | 13 922 | 113 112 | პაისანდუ |
რიო-ნეგრო | 9282 | 54 434 | ფრაი-ბენტოსი |
რივერა | 9370 | 103 447 | რივერა |
როჩა | 10 551 | 66 955 | როჩა |
სალტო | 14 163 | 124 683 | სალტო |
სან-ხოსე | 4992 | 108 025 | სან-ხოსე-დე-მაიო |
სორიანო | 9008 | 82 108 | მერსედესი |
ტაკუარემბო | 15 438 | 89 993 | ტაკუარემბო |
ტრეინტა-ი-ტრესი | 9676 | 48 066 | ტრეინტა-ი-ტრესი |
საგარეო ურთიერთობები
რედაქტირება2010 წლის ნომებერში, ურუგვაიმ სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთა კონსტიტუციური კავშირის რატიფიცირება მოახდინა და ორგანიზაციის მეცხრე წევრი გახდა. ხელშეკრულება 2008 წელს დაიდო და ძალაში 30 დღის შემდეგ შევიდა, როდესაც წევრმა ქვეყნებმა მისი რატიფიკაცია მოახდინეს.[22]
ურუგვაის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან არგეენტინა და ბრაზილია. 2009 წელს იმპორტის 20% არგენტინაზე მოდიოდა.[2] მას შემდეგ, რაც არგენტინასთან ორმხრივი ურთიერთობები პრიორიტად გამოცხადდა, ურუგვაიმ ეჭვქვეშ დააყენა ფოლკლენდის კუნძულების მიდამოებში ბრიტანული გემების მოძრაობა და ურუგვაის ტერიტორიიდან და პორტებიდან საკვებისა და საწვავის მიწოდება შეუწყვიტა.[23] მეტოქეობა მონტევიდეოსა და ბუენოს-აირესის პორტებს შორის სათავეს ჯერ კიდევ ესპანეთის იმპერიის დროიდან იღებს; მაშინ ამ ფაქტს „პორტების ომს“ უწოდებდნენ. საბოლოოდ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მათ ამ ქიშპობის დასრულება ესაჭიროებოდათ და შესაბამის შეთანხმებას 2010 წელს, რეგიონული ინტეგრაციის ფარგლებში მიაღწიეს.[24]
2007 წელს, მდინარე ურუგვაის ნაპირზე, ურუგვაის მხარეს ქაღალდის ფაბრიკის აშენებამ არგენტინის პროტესტი გამოიწვია, რადგან მიაჩნდა, რომ ის გარემოს დაბინძურებას გამოიწვევდა; საბოლოოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა.[25] შემდგომი დავა ამ საკითხზე 2010 წელს მოხდა, რადგან დასკვნებმა აჩვენა, რომ მდინარე ბინძურდებოდა.[26] 2010 წლის ნოემბერში, ურუგვაიმ და არგენტინამ განაცხადეს, რომ საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქაღალდის ფაბრიკაზე ერთობლივ მონიტორინგს მოახდენდნენ.[27]
ბრაზილიას და ურუგვაის ხელი აქვთ მოწერილი შეთანხმებებზე თავდაცვის, მეცნიერების, ტექნოლოგიის, ენერგეტიკის, სამდინარო ტრანსპორტირებისა და თევზაობის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, რაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას უწყობს ხელს.[28] ურუგვაის ბრაზილიასთან ორი გადაუჭრელი სასაზღვრო კონფლიქტი აქვს — სამდინარო კუნძულ ისლა-ბრასილიერისა და სოფელ მასოლიერის სიახლოვეს, მდინარე ინვერანდის რეგიონის 235 კილომეტრიანი მონაკვეთის თაობაზე. ორი ქვეყანა ვერ თანხმდება თუ რომელი შენაკადი წარმოადგენს მდინარე კუარარის ლეგიტიმურ სათავეს, რაც 1851 წელს ორ ქვეყანას შორის დადებული სასაზღვრო ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრავს სადავო რეგიონის საზღვარს.[2] მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიასა და ურუგვაის მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობები და ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვთ, ეს სასაზღვრო დავა დღემდე გადაუჭრელია. სადავო ტერიტორია დე ფაქტო ბრაზილიის კონტროლქვეშ რჩება, ურუგვაი კი მაინცდამაინც დიდ აქტიურობას არ იჩენს საკუთარი მოთხოვნების წარმოსაჩენად.
მას შემდეგ, რაც ურუგვაიმ დემოკრატიისაკენ სვლა დაიწყო, მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა შეერთებულ შტატებთან.[29] 2004 წელს, ორმხრივი ინვესტირებისა და 2007 წლის იანვარში ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტირების ჩარჩო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით გაიზარდა ეკონომიკური კავშირები.[29] აშშ და ურუგვაი ასევე თანამშრომლობენ თავდაცვის სფეროში, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰაიტიზე გაეროს სტაბილიზაციის მისიაში.[29]
პრეზიდენტმა მუხიკამ ვენესუელას მერკოსურში გაწევრიანება შესთავაზა. ამავე დროს, ის მხარს უჭერდა ვენესუელის ეკონომიკის მინისტრ ალი როდრიგესის კანდიდატურას სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის გენერელური მდივნის თანამდებობაზე; ეს პოსტი მანამდე ნესტორ კირხნერს ეკავა. გარდა ამისა, ვენესუელას ურუგვაისთან აქვს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ყოველდღიურად 40 000 ბარელ ნავთობს შეღავათიან ფასებში აძლევს.[30]
2011 წლის 15 მარტს, ურუგვაი მეშვიდე სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო.[31] თუმცა, არ მიუთითებია თუ რა საზღვრებში აღიარებდა პალესტინას. განცხადებაში ურუგვაის მთავრობამ მიუთითა თავის მტკიცე ვალდებულებაზე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, მაგრამ უარი თქვა საზღვრების დაზუსტებაზე.[31]
თავდაცვა
რედაქტირებაეკონომიკა
რედაქტირებასოფლის მეურნეობა
რედაქტირებაინფრასტრუქტურა
რედაქტირებატელეკომუნიკაციები
რედაქტირებადემოგრაფია
რედაქტირებაუდიდესი ქალაქები
რედაქტირებაჯანდაცვა
რედაქტირებარელიგია
რედაქტირებაენა
რედაქტირებაკულტურა
რედაქტირებაურუგვაულ კულტურაზე დიდია ევროპული გავლენა, განსაკუთრებით კი სამხრეთევროპული. გაუჩოს ტრადიცია მნიშვნელოვანი ელემენტია ურუგვაულ ხელოვნებასა და ფოლკლორში.
სახვითი ხელოვნება
რედაქტირებამუსიკა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებამედია
რედაქტირებასამზარეულო
რედაქტირებასპორტი
რედაქტირებაფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია ურუგვაიში. ის ქვეყანაში ინგლისელმა მეზღვაურებმა და მუშებმა შეიტანეს XIX საუკუნის ბოლოს. ასევე შეიტანეს რაგბი და კრიკეტი, თუმცა სპორტის ეს სახეობები ფეხბურთან შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.
ბრიტანეთის კუნძულების გარეთ, პირველი საერთაშორისო მატჩი სწორედ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გაიმართა ადგილობრივ და არგენტინის ნაკრებებს შორის, 1902 წლის ივლისში.[32] ურუგვაელმა ფეხბურთელებმა მოიგეს ოქროს მედლები 1924 და 1928 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.[33][34]
ურუგვაის საფეხბურთო ნაკრებს 2-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატიც. 1930 წელს მოიგეს ტურნირის პირველი გათამაშება, რომელიც მათსავე სტადიონებზე გაიმართა. ჩემპიონობას ურუგვაელები 1950 წელსაც შესწვდნენ, როდესაც ბრაზილიაში, „მარაკანაზოდ“ წოდებულ შეხვედრაში, ფავორიტი მასპინძლები მოულოდნელად დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატის მომგებ ქვეყნებს შორის ურუგვაის ყველაზე მცირე მოსახლეობა ჰყავს.[35] უკანასკნელ ხანებში, ყველაზე წარმატებული იყო გამოსვლა 2010 წლის მუნდიალზე: სამხრეთამერიკელებმა მე-4 ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა, მათი დიეგო ფორლანი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[36] 2012 წლის ივნისის ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში, ურუგვაის მე-2 ადგილი ეკავა ესპანეთის შემდეგ.[37] ურუგვაელთა საფეხბურთო ნაკრებს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ აქვს მოგებული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი — კოპა ამერიკა. საფეხბურთო კლუბებს შორის, ყველაზე წარმატებულები არიან „ნასიონალი“ და „პენიაროლი“.
2000-იან წლებში, ურუგვაიდან 1,414 ფეხბურთელი წავიდა საზღვარგარეთ, თითქმის იმდენივე, რამდენიც ბრაზილიიდან და არგენტინიდან.[38] 2010 წელს, ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ზომები ფეხბურთელთა ქვეყანაში მაქსიმალურად შესანარჩუნებლად.[38]
განათლება
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Andrew, G. R. (2010) Blackness in the White Nation: A History of Afro-Uruguay, The University of North Carolina Press
- Behnke, A. (2009) Uruguay in Pictures, Twenty First Century Books
- Box, B. (2011) Footprint Focus: Uruguay, Footprint Travel Guides
- Burford, T. (2010) Bradt Travel Guide: Uruguay, Bradt Travel Guides
- Canel, E. (2010) Barrio Democracy in Latin America: Participatory Decentralization and Community Activism in Montevideo, The Pennsylvania State University Press
- Clark, G. (2008) Custom Guide: Uruguay, Lonely Planet
- Jawad, H. (2009) Four Weeks in Montevideo: The Story of World Cup 1930, Seventeen Media
- Lessa, F. and Druliolle, V. (eds.) (2011) The Memory of State Terrorism in the Southern Cone: Argentina, Chile, and Uruguay, Palgrave Macmillan
- Mool, M (2009) Budget Guide: Buenos Aires and Montevideo, Cybertours-X Verlag
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ურუგვაის მთავრობის პორტალი დაარქივებული 2011-08-09 საიტზე Wayback Machine.
- Uruguay entry at The World Factbook დაარქივებული 2019-01-07 საიტზე Wayback Machine.
- Uruguay დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. from UCB Libraries GovPubs
- ურუგვაი საიტზე Curlie
- Uruguay profile from the BBC News
- ურუგვაი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Travel guide to Uruguay in English დაარქივებული 2012-12-27 საიტზე Wayback Machine.
- Photographic Travel Essay Through Uruguay დაარქივებული 2011-01-19 საიტზე Wayback Machine.
- Simplemente Uruguay YouTube-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Atlas Sociodemografico y de la Desigualdad en Uruguay , 2011: Ancestry Spanish (PDF) გვ. 15–16. National Institute of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 2015-01-26.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Central Intelligence Agency. Uruguay. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 5 January 2010.
- ↑ Resultados del Censo de Población 2011: población, crecimiento y estructura por sexo y edad დაარქივებული 2014-02-09 საიტზე Wayback Machine. ine.gub.uy
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Report for Selected Countries and Subjects. World Economic Outlook. International Monetary Fund (8 April 2014). ციტირების თარიღი: 28 June 2014.
- ↑ Gini Index. World Bank. ციტირების თარიღი: 14 April 2012.
- ↑ 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
- ↑ For example, International Court of Justice press release 20 April 2010 re judgment Argentina v Uruguay დაარქივებული 1 June 2010[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები .
- ↑ Bureau of Western Hemisphere Affairs. Background Note: Uruguay. US Department of State. ციტირების თარიღი: 23 February 2011.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-10. ციტირების თარიღი: 2014-12-15.
- ↑ From 2005 to 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-10. ციტირების თარიღი: 2014-12-15.
- ↑ http://www.economist.com/news/leaders/21591872-resilient-ireland-booming-south-sudan-tumultuous-turkey-our-country-year-earths-got
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-12-15.
- ↑ Ministerio de Turismo y Deporte del Uruguay (Spanish, English and Portuguese). Turismo.gub.uy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
- ↑ ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი
- ↑ Uruguay Legalizes Same-Sex Marriage - WSJ.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-29. ციტირების თარიღი: 2013-04-28.
- ↑ Уругвай легализовал марихуану. ციტირების თარიღი: 2013-12-25.
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 17.7 17.8 Business Guide. Uruguay XXI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-01. ციტირების თარიღი: 25 February 2011.
- ↑ [1]
- ↑ „The democratic routine“. The Economist. 2 December 2010. ციტირების თარიღი: 23 February 2011.
- ↑ The Economist Intelligence Unit's Index of Democracy 2012 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-03. ციტირების თარიღი: 20 June 2014.
- ↑ Censos 2011 – Instituto Nacional de Estadistica. Instituto Nacional de Estadística. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 13 January 2012.
- ↑ Unasur Pledges to Isolate Coup Regimes, Fight Drug Trafficking. BusinessWeek (26 November 2010). ციტირების თარიღი: 24 December 2010.
- ↑ Uruguay marks distance from Argentina: UK does not come to plunder resources. MercoPress (24 September 2010). ციტირების თარიღი: 23 February 2011.
- ↑ Mujica praises Argentina/Uruguay common past; calls for an end to ‘ports’ war’. MercoPress (20 November 2010). ციტირების თარიღი: 23 February 2011.
- ↑ Argentines in pulp mill protest. BBC News (11 November 2007). Retrieved on 25 June 2012.
- ↑ ''Clarín'': Hay 115 casos de dermatitis en un balneario ubicado frente a Botnia დაარქივებული 2010-04-28 საიტზე Wayback Machine. . Clarin.com (22 February 2010). Retrieved on 25 June 2012.
- ↑ Uruguay and Argentina implement "scientific" accord for joint monitoring. MercoPress (15 November 2010). ციტირების თარიღი: 23 February 2011.
- ↑ Brazil and Uruguay step closer to integration. Ontheroadtofindout.com. Retrieved on 25 June 2012.
- ↑ 29.0 29.1 29.2 Meyer, Peter J.. (4 January 2010) Uruguay: Political and Economic Conditions and U.S. Relations. Congressional Research Service. ციტირების თარიღი: 24 February 2011.
- ↑ Chavez and Mujica Meet and Sign Numerous Bilateral Agreements. MercoPress (27 January 2011). ციტირების თარიღი: 23 February 2011.
- ↑ 31.0 31.1 Uruguay recognizes Palestinian state. Reuters (15 March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 January 2012.
- ↑ Pelayes, Héctor Darío. (24 სექტემბერი, 2010) ARGENTINA-URUGUAY Matches 1902–2009. RSSSF.
- ↑ Paris, 1924. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-15. ციტირების თარიღი: 2014-12-14.
- ↑ Amsterdam, 1928. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-15. ციტირების თარიღი: 2014-12-14.
- ↑ The smallest country to win the World Cup have big ambitions again. Give Me Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-11. ციტირების თარიღი: 2020-12-29.
- ↑ „World Cup 2010: Diego Forlan collects Golden Ball award“. BBC Sport. 11 ივლისი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ The FIFA/Coca-Cola World Ranking – Ranking Table დაარქივებული 2014-10-27 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com
- ↑ 38.0 38.1 Uruguay "exported" 1.414 football players in the last decade. MercoPress (6 იანვარი, 2011).