პაისანდუ
პაისანდუ (ესპ. Paysandú) — ქალაქი ურუგვაიში, პაისანდუს დეპარტამენტის დედაქალაქი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პაისანდუ Paysandú | |||||
| |||||
ქვეყანა | ურუგვაი | ||||
დეპარტამენტი | პაისანდუ | ||||
კოორდინატები | 32°19′17″ ს. გ. 58°04′32″ დ. გ. / 32.32139° ს. გ. 58.07556° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1756 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 34 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 76 412 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | +598 472 | ||||
საფოსტო ინდექსი | 60000 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.paysandu.gub.uy/ | ||||
მდებარეობს მდინარე ურუგვაის ნაპირებზე, რომელზეც გაივლის საზღვარი არგენტინასთან. გაშენებულია დედაქალაქ მონტევიდეოდან 378 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, პაისანდუ ურუგვაის სიდიდით მეოთხე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.
ქალაქის სიახლოვეს, ჩრდილოეთით მდებარეობს ხენერალ-არტიგასის ხიდი, რომელიც ურუგვაის აკავშირებს არგენტინის ენტრე-რიოსის პროვინციასთან, ქალაქ კოლონის სამხრეთ ნაწილთან.[1]
ისტორია
რედაქტირებადაარსდა 1756 წლის ოქტომბერში და „ვილიას“ (პატარა ქალაქი) სტატუსი მიიღო ჯერ კიდევ ურუგვაის დამოუკიდებლობამდე. 1863 წლის 8 ივნისს სტატუსი ამაღლდა და ეწოდა „სიუდადი“ (ქალაქი).
1864 წლის 2 დეკემბერს ურუგვაის ძალებმა გენერალ ლეონარდო გომესის ხელმძღვანელობით ქალაქი შემოჭრილ ბრაზილიელთა ძალებისგან დაიცვეს.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Paysandú Portal
- Tourist information for nearby Thermal Baths of Guaviú and Almirón დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- INE map of Paysandú and San Félix დაარქივებული 2013-03-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Leitner, Gerry (January 2001). Argentina Travel Companion. Hunter Publishing, Inc, გვ. 936. ISBN 978-0-9587498-1-7. ციტირების თარიღი: 30 May 2011.
- ↑ Marley, David (February 2008). Wars of the Americas: a chronology of armed conflict in the Western Hemisphere, 1492 to the present. ABC-CLIO, გვ. 855. ISBN 978-1-59884-100-8. ციტირების თარიღი: 30 May 2011.