მთავარი მენიუს გახსნა
გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი მატყლი
სხვადასხვა ტიპის მატყლი

მატყლიძუძუმწოვრების ბეწვიანი საფარი, რომელსაც აქვს ძაფად დაგრეხისა და მოთელვის თვისებები. მატყლისთვის დამახასიათებელია დაბალი თბოგამტარობა, ტენის ჭარბად შთანთქმა, მაღალი ცვეთამტანობა. მატყლის ბოჭკო რქოვანი წარმონაქმნია. განასხვავებენ მატყლის ბოჭკოს ჯგუფებს: წმინდანს, უხეშს, გარდამავალსა და „მკვდარს“.

წმინდა ყველაზე წვრილი და დაკლაკნილი ბოჭკოა; უხეში უფრო მსხვილი, ნაკლებად კლაკნილია და გულს შეიცავს; გარდამავალს საშუალო ადგილი უკავია წმინდასა და უხეშ ბოჭკოს შორის; „მკვდარი“ ბოჭკო ძალზე უხეში და მტვრევადია.

მატყლის ძირითადი ტექნიკური თვისებებია: სიმსხო, სიგრძე, კლაკნილობა, სიმაგრე, ჭიმვადობა, დრეკადობა, ელასტიკურობა, ფერი, მბზინვარება. ცხვრის მატყლს განასხვავებენ შემადგენელი ბოჭკოების თანაფარდობის მიხედვით. ერთგვაროვანი მატყლი შედგება ერთი ტიპის წმინდა ან ნახევრად წმინდა ბოჭკოსაგან, არაერთგვაროვანი ანუ ნაირბეწვიანი — წმინდა, გარდამავალი, უხეში და ზოგჯერ მკვდარი ბოჭკოებისაგან. ერთგვაროვან მატყლში წმინდა და ნახევრად წმინდა ბოჭკოები ჯგუფდება და შტაპელით იკვრება; არაერთგვაროვანში კულულებად იკვრება წმინდა, ნახევრად წმინდა და უხეში ბეწვები. შტაპელები ან კულულები ცალკეული ბეწვებით კანძად ებმება. მატყლის დიდ უმეტესობას ცხვარი იძლევა, შემდეგ აქლემი, თხა და სხვა ცხოველბი. 1976 წელს ცხვრის მატყლის მსოფლიო წარმოება 2,6 მლნ. ტ შეადგენდა. 1976 წელს საქართველოში აწარმოეს 5,2 ათ. ტ მატყლი. სამრეწველო სტანდარტების მიხედვით არსებობს ნორმალური, გაყვითლებული, ჩეჩქიანი, ბირკიანი, ზადიანი და სხვა მატყლი. ფერის მიხედვით — თეთრი, ღია ნაცრისფერი, ფერადი. პრაქტიკული გამოყენება აქვს აგრეთვე თხისა და აქლემის მატყლს.

წარმოებარედაქტირება

მატყლის წარმოების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით შეადგენს 1,3 მილიონ ტონას წელიწადში, რომლისგანაც დაახლოებით 60% მიდის ტანისამოსის საწარმოებლად. მატყლის ყველაზე დიდ მწარმოებელს წარმოადგენს ავსტრალია, სადაც უმეტესად აშენებენ მერინოსის ჯიშის ცხვარს.

მატყლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნებია:

  1.   ავსტრალია: 25%
  2.   ჩინეთი: 18%
  3.   აშშ: 17%
  4.   ახალი ზელანდია: 11%
  5.   არგენტინა: 3%
  6.   თურქეთი: 2%
  7.   ირანი: 2%
  8.   გაერთიანებული სამეფო: 2%
  9.   ინდოეთი: 2%
  10.   სუდანი: 2%
  11.   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა: 1%

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება