ურუგვაის დროშა
ურუგვაის ეროვნული დროშა (ესპ. La Bandera de Uruguay o Pabellón Nacional) შედგება ცხრა თანაბარი ჰორიზონტალური, ერთმანეთისგან მონაცვლე თეთრი და ლურჯი ზოლისგან. დროშის მარცხენა ზედა ნაწილი (კანტონი) თეთრია და ზედ დატანილია მაისის მზე, რომელსაც 16 ერთმანეთისგან მონაცვლე სამკუთხა და ტალღოვანი სხივი აქვს. დროშა პირველად 1828 წლის 16 დეკემბერს მიიღეს და 1830 წლის 11 ივლისამდე მას 17 ზოლი ჰქონდა, სანამ ახალი კანონი მათ რაოდენობას ცხრამდე შეამცირებდა.[1] დროშის ავტორია ხოაკინ სუარესი.[1]
სიმბოლიზმი და ნახაზი
რედაქტირებაჰორიზონტალური ზოლები ურუგვაის ცხრა თავდაპირველ დეპარტამენტს განასახიერებს. მაისის მზე მსოფლიოს ახალი ერის სიმბოლოა.
-
ურუგვაის დროშა 1828-1830 წლებში
ეროვნული ალმები
რედაქტირებააღიარებულია ისტორიულ მიზეზთა გამო და სამთავრობო შენობებზე ეროვნულ დროშასთან ერთად ფრიალებს.
-
არტიგასის დროშა
-
ტრეინტა-ი-ტრესის დროშა
საზღვაო დროშები
რედაქტირება-
ურუგვაის პრეზიდენტის დროშა (ზღვაში)
-
ურუგვაის საზღვაო დროშა
გალერეა
რედაქტირება-
დროშა კოლონია-დელ-საკრამენტოში
-
დროშა ოტრანტოში
-
დროშა ბუკებუსში
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Uruguay, flag of. Guide to Hispanic Heritage. Britannica.com. ციტირების თარიღი: 2007-06-27.
სუვერენული სახელმწიფოები დამოკიდებული |