სურინამის დროშა
სურინამის დროშა — სურინამის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. სურინამის დროშა მიიღეს 1975 წლის 25 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სურინამმა ნიდერლანდებისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
სურინამის დროშა | |
---|---|
სურინამი | |
![]() | |
მიღებულია | 1975 წლის 25 ნოემბერს |
პროპორცია | 2:3 |
კომპიუტერული დიზაინი |
სურინამის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება ჰორიზონტალური ერთი წითელი, ორი მწვანე და ორი თეთრი ზოლისაგან, რომელთაგანაც წითელი ყველაზე განიერია და მის ცენტრში გამოსახულია ყვითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი. |
სიმბოლური მნიშვნელობარედაქტირება
- ვარსკვლავი — წარმოადგენს სურინამის ყველა ეთნიკური ჯგუფის ერთიანობას.
- წითელი — წარმოადგენს წინსვლასა და სიყვარულს.
- მწვანე — წარმოადგენს იმედსა და ნაყოფიერებას.
- თეთრი — წარმოადგენს მშვიდობასა და სამართლიანობას.
1975 წლამდელი დროშარედაქტირება
1959 წელს მიიღეს ეროვნული დროშა, რომელიც წარმოადგენდა თეთრ ქსოვილს, რომელზეც გამოსახული იყო ერთმანეთთან ელიფსით დაკავშირებული ხუთი ფერადი ვარსკვლავი, რომლებიც სურინამის მოსახლეობის ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს აღნიშნავდა: აბორიგენ ინდიელებს, ევროპელებს, აფრიკელებს, იაველებსა და ჩინელებს. ელიფსი მათ შორის ჰარმონიასა და მშვიდობას გამოხატავდა.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სუვერენული სახელმწიფოები დამოკიდებული |