ბრაზილიის დროშაბრაზილიის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. შეიცავს დიდ მწვანე მინდორს, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია ყვითელი რომბი. ყვითელი რომბის შიგნით მოთავსებულია ლურჯი წრე, რომელშიც გაბნეულია 27 სხვადასხვა ზომის ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომლებიც გამოსახავენ სამხრეთ ნახევარსფეროს ხუთ სხვადასხვა თანავარსკვლავედს. ლურჯ წრეს გასდევს თეთრი ლენტი, რომელზეც მწვანე ასოებით აწერია ბრაზილიის ეროვნული დევიზი: Ordem e Progresso (წესრიგი და განვითარება).

ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
მიღებულია 1889 წლის 19 ნოემბერს
პროპორცია 7:10
კომპიუტერული
დიზაინი
ბრაზილიის დროშა წარმოადგენს მწვანე ფერის მართკუთხა ქსოვილს, რომლის ცენტრში გამოსახულია ყვითელი რომბი, მასში კი ლურჯი წრე. წრეში გამოსახულია 27 სხვადასხვა ზომის ხუთქიმიანი ვარსკვლავი. წრეს გასდევს თეთრი ზოლი, რომელზეც მწვანე ასოებით წერია ბრაზილიის ეროვნული დევიზი: Ordem e Progresso (წესრიგი და განვითარება).
დროშის კონსტრუქცია და პროპორციები

თანამედროვე დროშა მიღებული იქნა 1889 წლის 19 ნოემბერს. ძირითადი კონცეფცია ეკუთვნის რაიმუნდო ტეშეირა მენდესს, მიგელ ლემოსსა და მანუელ ფერეირა მენდესთან ერთად. ნახატი შეასრულა დესიო ვილიარესმა. დროშის ამჟამინდელმა ვარიანტმა, თავდაპირველთან შედარებით განიცადა რამდენიმე მცირე ცვლილება. საბოლოო ცვლილება შეიტანეს 1992 წლის 12 მაისს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება