ბრაზილიის გერბი
ბრაზილიის გერბი – ბრაზილიის სახელმწიფოებრივი სიმბოლო. შეიქმნა 1889 წლის 19 ნოემბერს, ბრაზილიის რესპუბლიკის შექმნიდან 4 დღის შემდეგ.
გერბი შედგება ცენტრალური ემბლემისგან, რომელიც შემოსაზღვრულია ბრაზილიის ორი უმნიშვნელოვანესი კულტურის - ყავის (მარცხნივ) და თამბაქოს ტოტებისაგან.
ცენტრში, ლურჯ წრეში, გამოსახულია თანავარსკვლავედი სამხრეთის ჯვარი. ლურჯი წრის გარშემო გამოსახული 27 ვარსკვლავი აღნიშნავს ბრაზილიის 26 შტატსა და 1 ფედერალურ რაიონს.
ლურჯი ლენტის პირველ ხაზზე დაწერილია ბრაზილიის ოფიციალური სახელწოდება (República Federativa do Brasil - ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა), ხოლო მეორე ხაზზე ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის თარიღი (1889 წლის 15 ნოემბერი).
სუვერენული სახელმწიფოები დამოკიდებული |