პარაგვაის სახელმწიფო გერბიპარაგვაის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო. მისი პირველი ვერსია 1820 წელს, დიქტატორ ფრანსიას რეჟიმის დროს შეიქმნა.

გერბის წინა მხარე
გერბის უკანა მხარე

მრგვალ, თეთრ ფონს ესაზღვრება წითელი ზოლი წარწერით: „República de Paraguay“ (პარაგვაის რესპუბლიკა). ცენტრში, ლურჯ ფონზე გამოსახულია ყვითელი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელზეც შემოხვეულია ერთმანეთს გადაჯაჭვული პალმისა (მარცხნივ) და ზეთისხილის რტოები.

გერბის უკანა მხარეს გამოსახულია ლომი, ჯოხისა და თავისუფლების ქუდის პირისპირ. წითელ ფონზე გასდევს წარწერა „Paz Y Justicia“ (მვიდობა და სამართლიანობა). მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე პარაგვაის დროშის უკანა მხარესაა გამოსახული, ის მაინც გამოიყენება ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში, წინა მხარესთან ერთად კი აღბეჭდილია პარაგვაის ეროვნული ვალუტის — გუარანის ბანკნოტებზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება