პარაგვაი
პარაგვაი, ოფიციალურად პარაგვაის რესპუბლიკა (ესპ. República del Paraguay, გუარანი: Tetã Paraguái) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინა, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრაზილია, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბოლივია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის ორივე ნაპირზე, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთ ამერიკაში მისი ცენტრალური მდებარეობის გამო მას ხანდახან „ამერიკის გულსაც“ (Corazón de América) უწოდებენ.[5]
პარაგვაის რესპუბლიკა República del Paraguay Tetã Paraguái პარაგვაი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Paz y justicia (ესპანური) „მშვიდობა და სამართალი“ |
||||||
ჰიმნი: Paraguayos, República o Muerte (ესპანური) „პარაგვაელებო, რესპუბლიკა ან სიკვდილი“ |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ასუნსიონი 25°16′ ს. გ. 57°40′ დ. გ. / 25.267° ს. გ. 57.667° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური, გუარანი[1][2] | |||||
რელიგია | 88,3% კათოლიკე 0,4% სხვა | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | სანტიაგო პენია | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | პედრო ალიანა | ||||
- | ზემო პალატა | სენატი | ||||
- | ქვემო პალატა | დეპუტატთა პალატა | ||||
დაარსება | 1814 წ. 14 მაისი | |||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 406 796 კმ2 (60-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2,3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 6 454 548[3] (103-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 14,2 კაცი/კმ2 (204-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $35 346 მილიარდი[4] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $5,412 | ||||
აგი (2011) | 0,665 (საშუალო) (107-ე) | |||||
ვალუტა | გუარანი (PYG ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC-03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | PRY | |||||
Internet TLD | .py | |||||
სატელეფონო კოდი | 595 |
XVI საუკუნეში ევროპელთა მოსვლამდე, სანამ პარაგვაი ესპანეთის კოლონიური იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, მის ტერიტორიაზე გუარანის ხალხი სახლობდა. 1811 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის შემდეგ პარაგვაის მართავდა დიქტატორთა მთელი რიგი, რასაც მოჰყვა იზოლაციონიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკა. განვითარებას ბოლო მოუღო პარაგვაულმა ომმა (1864–1870), რომელშიც ქვეყანამ მოსახლეობის 60 %-70 % და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგა. მეოცე საუკუნის საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე პარაგვაის მართავდა ალფრედო სტრესნერი, რომელმაც დაამყარა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამხედრო დიქტატურა სამხრეთ ამერიკაში. 1989 წელს სტრესნერი დაამხეს და 1993 წელს გაიმართა თავისუფალი არჩევნები. 1994 წელს, პარაგვაიმ არგენტინასთან, ბრაზილიასთან და ურუგვაისთან ერთად დააარსა მერკოსური.
2009 წლისთვის პარაგვაის მოსახლეობა დაახლოებით 6,3 მლნ ადამიანს შეადგენდა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ასუნსიონი. ოფიციალური ენებია ესპანური და გუარანი. მოსახლეობის 92 % საუბრობს ესპანურად, 98% კი გუარანზე.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უღარიბეს და ნაკლებ განვითარებულ ქვეყნად რჩება, 2010 წელს პარაგვაის ეკონომიკას 14,5%-იანი ზრდა ჰქონდა, რაც უდიდესი მაჩვენებელი იყო მთელს ლათინურ ამერიკაში და მესამე უსწრაფესი მსოფლიოში, კატარისა და სინგაპურის შემდეგ.[6] 2011 წლისთვის, ეკონომიკის ზრდამ იკლო, მაგრამ 6,4% შეადგინა.[7]
ეტიმოლოგია
რედაქტირებამდინარე პარაგვაის სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს გუარანის სიტყვებიდან: para რაც ნიშნავს „მრავალფეროვანს“ და gua — „მდინარისეულს“. თუმცა, არ არსებობს სახელ პარაგვაის წარმოშობის რაიმე საბოლოო ახსნა.
ისტორია
რედაქტირებაპრე-კოლუმბიური ხანა
რედაქტირებაძირძველი გუარანის ხალხი ესპანელების მოსვლამდე მინიმუმ ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა აღმოსავლეთ პარაგვაიში. დასავლეთ პარაგვაი, გრან-ჩაკო, დასახლებული იყო მომთაბარეებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო გუაიკურუს ხალხები. პარაგვაის მდინარე გამყოფი ხაზი იყო სოფლის მეურნეობის მიმდევარ გუარანელთა აღმოსავლეთით და მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ხალხს შორის, დასავლეთით გრან-ჩაკოში. გუაიკურუს მომთაბარეები ცნობილი იყვნენ თავიანთი მებრძოლი ტრადიციებით და XIX საუკუნის ბოლომდე არ იყვნენ სრულად მშვიდობისმოყვარენი. ეს ძირძველი ტომები განეკუთვნებოდნენ ხუთ განსხვავებულ ენობრივ ოჯახს, რაც მათი ძირითადი დაყოფის საფუძველი იყო. განსხვავებული მეტყველების ჯგუფები, ძირითადად, კონკურენტუნარიანი იყო რესურსებისა და ტერიტორიების მიმართ. ისინი შემდეგ ტომებად დაიყვნენ ამ ოჯახებში სალაპარაკო ენების მიხედვით. დღეს შენარჩუნებულია 17 ცალკეული ეთნოლინგვისტური ჯგუფი.
კოლონიზაცია
რედაქტირებაამ რეგიონში პირველი ევროპელები იყვნენ ესპანელი მკვლევარები, 1516 წელს.[8] ესპანელმა მკვლევარმა ხუან დე სალასარ დე ესპინოსამ დააარსა დასახლება ასუნსიონი 1537 წლის 15 აგვისტოს. საბოლოოდ ქალაქი გახდა პარაგვაის ესპანური კოლონიური პროვინციის ცენტრი.
ავტონომიური ქრისტიანული ინდური ერის შექმნის მცდელობა[9] განხორციელდა მეთვრამეტე საუკუნეში სამხრეთ ამერიკის ამ ნაწილში იეზუიტური მისიებით და დასახლებების ჩამოყალიბებით, რომლებიც მოიცავდა ურუგვაის, არგენტინისა და ბრაზილიის ნაწილებს. პარაგვაის კათოლიციზმზე გავლენა მოახდინეს ძირძველმა ხალხებმა; რელიგიურმა სინკრეტიზმმა შთანთქა მშობლიური ელემენტები. იეზუიტების განდევნა მოხდა 1767 წელს ესპანეთის გვირგვინის მიერ. XVIII საუკუნის, ორი იეზუიტური მისიის ნანგრევები იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის დასახელებული.[10]
დასავლეთ პარაგვაიში ესპანურ დასახლებას და ქრისტიანობას მკაცრად შეეწინააღმდეგნენ მომთაბარე გუაიკურუს ხალხი და სხვა მომთაბარეები XVI საუკუნიდან მოყოლებული. ამ ხალხთა უმეტესობა XVIII და XIX საუკუნეებში მეტისურ მოსახლეობაში შეერია.
დამოუკიდებლობა და ფრანსიას მმართველობა
რედაქტირებაპარაგვაიმ დაამხო ესპანეთის ადგილობრივი ადმინისტრაცია 1811 წლის 14 მაისს. პარაგვაის პირველი დიქტატორი იყო ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსია, რომელიც მართავდა პარაგვაის 1814 წლიდან გარდაცვალებამდე 1840 წლამდე, ძალზე მცირე საგარეო კონტაქტით თუ გავლენით. იგი აპირებდა უტოპიური საზოგადოების შექმნას ფრანგი თეორეტიკოსის ჟან-ჟაკ რუსოს სოციალური კონტრაქტის საფუძველზე.[11] როდრიგეს დე ფრანსიამ დააწესა ახალი კანონები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებდა კათოლიკური ეკლესიის უფლებამოსილებას (კათოლიციზმი მაშინ დამკვიდრებული სახელმწიფო რელიგია იყო) და კაბინეტი, რომელიც კრძალავდა კოლონიური მოქალაქეების ერთმანეთზე დაქორწინებას და საშუალებას აძლევდა მათ დაქორწინებულიყვნენ მხოლოდ შავკანიანებზე, მულატებსა თუ მკვიდრ მოსახლეობაზე, კოლონიური ეპოქის ელიტის ძალაუფლების დასანგრევად და შერეული რასის ან მესტისების საზოგადოების შესაქმნელად.[12] მან შეწყვიტა ურთიერთობები პარაგვაის და დანარჩენ სამხრეთ ამერიკას შორის. ფრანსიას მიერ თავისუფლების შეზღუდვის გამო, ფულხენსიო იეგროსი და დამოუკიდებლობის პერიოდის კიდევ რამდენიმე ლიდერი 1820 წელს გეგმავდნენ გადატრიალებას ფრანსიას წინააღმდეგ, რომელმაც აღმოაჩინა ეს შეთქმულება და მათი ლიდერები, რომელთაგან ზოგიერთი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი კი დააპატიმრეს.
ლოპესის ოჯახის მმართველობა
რედაქტირება1840 წელს ფრანსიას გარდაცვალების შემდეგ, პარაგვაის მმართველობდნენ სხვადასხვა სამხედრო ოფიცრები ახალი ხუნტის პირობებში, სანამ კარლოს ანტონიო ლოპესი (სავარაუდოდ, როდრიგეს დე ფრანსიას ძმისშვილი) 1841 წელს მოვიდა სათავეში. ლოპესმა პარაგვაის მოდერნიზაცია მოახდინა და გახსნა იგი საგარეო კომერციისთვის. მან ხელი მოაწერა არააგრესიულ პაქტს არგენტინასთან და 1842 წელს ოფიციალურად გამოაცხადა პარაგვაის დამოუკიდებლობა. ლოპესის სიკვდილის შემდეგ, 1862 წელს, ძალაუფლება გადაეცა მის უფროს ვაჟს, ფრანსისკო სოლანო ლოპესს.
ლოპესის ოჯახის რეჟიმი ხასიათდებოდა გავრცელებული და ხისტი ცენტრალიზმით წარმოებასა და განაწილებაში. საზოგადოებასა და კერძო სფეროს შორის არავითარი განსხვავება არ ყოფილა და ლოპესის ოჯახი განაგებდა ქვეყანას, როგორც დიდ ქონებას.[13]
მთავრობა ახორციელებდა კონტროლს ყველა ექსპორტზე. იერბა მატეს და ძვირფასი ხის პროდუქციის ექსპორტმა შეინარჩუნა სავაჭრო ბალანსი პარაგვაის და გარე სამყაროს შორის.[14] პარაგვაის მთავრობა პროტექციონისტული იყო, არასოდეს იღებდა უცხოურ სესხებს და შემოიღო მაღალი ტარიფები იმპორტირებულ უცხოურ პროდუქციაზე. ამ პროტექციონიზმმა საზოგადოება თვითკმარი გახადა და ასევე თავიდან აიცილა არგენტინისა და ბრაზილიის მსგავსად დავალიანებისგან დაზარალება. მონობა არსებობდა პარაგვაიში, თუმცა არც თუ ისე დიდი რაოდენობით, 1844 წლამდე, როდესაც იგი ახალ კონსტიტუციაში კანონიერად გაუქმდა.[15]
ფრანსისკო სოლანო ლოპესმა, კარლოს ანტონიო ლოპესის ვაჟი, 1862 წელს ჩაანაცვლა მამა, როგორც პრეზიდენტ-დიქტატორი, და ზოგადად განაგრძო მამის პოლიტიკა. ორივეს სურდა პარაგვაის საერთაშორისო იმიჯის წარმოჩენა, როგორც „დემოკრატიული და რესპუბლიკური“, მაგრამ სინამდვილეში, მმართველ ოჯახს თითქმის სრული კონტროლი ჰქონდა მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მათ შორის ეკლესიასა და კოლეჯებზე.[15]
სამხედრო თვალსაზრისით, კარლოს ანტონიო ლოპესმა მოდერნიზაცია ჩაუტარა და გააფართოვა მრეწველობა და პარაგვაის არმია, გააძლიერა პარაგვაის სტრატეგიული თავდაცვა ჰუმაიტას ციხის განვითარებით.[16] მთავრობამ დაიქირავა 200-ზე მეტი უცხოელი ტექნიკოსი, რომლებმაც დაამონტაჟეს სატელეგრაფო ხაზები და სარკინიგზო მაგისტრალები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ფოლადის, ტექსტილის, ქაღალდისა და მელნის წარმოების გაფართოებას, საზღვაო მშენებლობის, იარაღისა და დენთის მრეწველობას. უბუკუის სამსხმელო საამქრომ, რომელიც დასრულდა 1850 წელს, აწარმოა ყველა კალიბრის ქვემეხი, ნაღმტყორცნები და ტყვია. ასუნსიონის გემსაშენში აიგო მდინარის ხომალდები. ციხესიმაგრეები აშენდა, განსაკუთრებით მდინარე აპას გასწვრივ და გრან-ჩაკოში.[17] :22 მოღვაწეობა განაგრძო ფრანცისკო სოლანომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ქვეყანას „სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მოწინავე რესპუბლიკა“ უწოდეს, აღსანიშნავია ბრიტანელი მოსამართლე და პოლიტიკოსი სერ რობერტ ფილიმორი.[18]
პარაგვაის ომი (1864–1870)
რედაქტირება1864 წლის 12 ოქტომბერს, პარაგვაის ულტიმატუმების მიუხედავად, ბრაზილია (მხარს უჭერდა გენერალ ბარტოლომე მიტრის დაქვემდებარებაში მყოფ არგენტინის მთავრობას და ურუგვაელთა კოლორადოს აჯანყებას გენერალ ვენანსიო ფლორესის მეთაურობით) შემოიჭრა ურუგვაის რესპუბლიკაში, რათა დაემხო იმდროინდელი მთავრობა (რომელიც ბლანკოს პარტიისდაქვემდებარებაში იყო, ლოპესის მოკავშირე),[19] ამგვარად დაიწყო პარაგვაული ომი.[20]
პარაგვაელები, რესპუბლიკის მარშალის, ფრანსისკო სოლანო ლოპესის მეთაურობით, საპასუხო იერიში მიიტანეს მატო გროსოზე 1864 წლის 15 დეკემბერს და მოგვიანებით, გამოაცხადეს ომი არგენტინის წინააღმდეგ 1865 წლის 23 მარტს. „ბლანკოს მთავრობა“ ჩამოაგდეს და შეცვალეს „კოლორადოს მთავრობით“ გენერალ ვენანსიო ფლორესის მეთაურობით, 1865 წლის 22 თებერვალს და ამის შემდეგ, არგენტინის რესპუბლიკამ, ბრაზილიის იმპერიამ და ურუგვაის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს სამმაგი ალიანსის საიდუმლო ხელშეკრულებას პარაგვაის მთავრობის წინააღმდეგ, 1865 წლის 1 მაისს.[21]
პარაგვაელებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ 1870 წელს, კერო კორას ბრძოლაში, სადაც მარშალი სოლანო ლოპესი მოკლეს შეტაკებისას, უარი თქვეს დანებებაზე.[22] რეალური მიზეზები ამ ომის, რომელიც რჩება ყველაზე სისხლიან საერთაშორისო კონფლიქტად ამერიკის ისტორიაში, ჯერ კიდევ განხილვის საგანია.[23]
პარაგვაიმ თავისი ტერიტორიის 25–33% დაკარგა არგენტინასა და ბრაზილიასთან, იძულებული გახდა გადაეხადა ომის უზარმაზარი ვალი და გაეყიდა დიდი რაოდენობით ეროვნული ქონება, მისი შიდა ბიუჯეტის აღდგენის მიზნით. მაგრამ ომის ყველაზე უარესი შედეგი იყო მოსახლეობის კატასტროფული შემცირება. პარაგვაელთა მინიმუმ 50% დაიღუპა კონფლიქტის დროს და დიდი დრო დასჭირდა ქვეყნას აღსადგენად. ომში პარაგვაელთა უბედურების შესახებ, უილიამ რუბინშტეინი წერდა:
„ნორმალური შეფასებით პარაგვაის მოსახლეობა მერყეობდა 450,000-დან 900,000-მდე, ომის შედეგად მხოლოდ 220,000 გადარჩა, რომელთაგან მხოლოდ 28,000 იყო ზრდასრული მამაკაცი“.[24]
1869 წელს ასუნსიონის გაძარცვის დროს ბრაზილიის იმპერიის არმიამ შეფუთა და პარაგვაის ეროვნული არქივი გადაიტანა რიო-დე-ჟანეიროში.[25] [26] ომის შესახებ ბრაზილიის ჩანაწერები კლასიფიცირებულია.[27] ამან პარაგვაის ისტორიის შესწავლა, კოლონიური და ადრეული ეროვნული პერიოდების შესახებ, გაართულა.
მე-20 საუკუნე
რედაქტირება1904 წელს დაიწყო ლიბერალური რევოლუცია კოლორადოს მმართველობის წინააღმდეგ. ლიბერალური მმართველობისას დაიწყო დიდი პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი. 1904 და 1954 წლებში პარაგვაის ოცდათერთმეტი პრეზიდენტი ჰყავდა, რომელთა უმეტესი ნაწილი იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან.[28] მმართველი ლიბერალური პარტიის ფრაქციებს შორის კონფლიქტმა განაპირობა პარაგვაის 1922 წლის სამოქალაქო ომი. ჩაკოს რეგიონში ბოლივიასთან გადაუჭრელი სასაზღვრო კონფლიქტი საბოლოოდ გადაიზარდა, 1930-იანი წლების დასაწყისში, ჩაკოს ომში. დიდი დანაკარგების შემდეგ პარაგვაიმ დაამარცხა ბოლივია და დაამყარა თავისი სუვერენიტეტი სადავო, ჩაკოს რეგიონის, უმეტეს ნაწილზე. 1936 წლის 17 თებერვალს თებერვლის რევოლუციამ მოიყვანა პოლკოვნიკი რაფაელ ფრანკო. 1940–1948 წლებში ქვეყანას მართავდა გენერალი იხინიო მორინიგო. მისი მმართველობიდან უკმაყოფილება გამოიწვია პარაგვაის 1947 წლის სამოქალაქო ომმა.[29] ამის შემდეგ ალფრედო სტრესნერმა დაიწყო მონაწილეობა აჯანყებებში, რის შედეგადაც მოხდა მისი გადატრიალება 1954 წლის 4 მაისს.
სტრესნერის ერა, 1954–1989
რედაქტირებაარასტაბილური მთავრობების სერია დასრულდა 1954 წელს დიქტატორის ალფრედო სტრესნერის რეჟიმის დამყარებით, რომელიც 1989 წლამდე სამ ათწლეულზე მეტხანს გაგრძელლდა. პარაგვაი გარკვეულწილად მოდერნიზდა სტრესნერის რეჟიმის პირობებში, თუმცა მისი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებების მასიური დარღვევით.[30]
სტრესნერმა და კოლორადოს პარტიამ მართა ქვეყანა 1954 წლიდან 1989 წლამდე. დიქტატორი კურირებდა ეკონომიკური გაფართოების ეპოქას, მაგრამ ასევე ხასიათდებოდა უფლებების დაცვვის სისუსტით. პარაგვაი აქტიურად მონაწილეობდა ოპერაცია კონდორში.[31] პოლიტიკური ოპონენტების წამება და სიკვდილი რუტინული იყო. მისი დამხობის შემდეგ კოლორადომ გააგრძელა ეროვნულ პოლიტიკაში დომინირება 2008 წლამდე.
ფერნანდო ლუგოს არჩევა
რედაქტირება2008 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის, კოლორადოს პარტია გამოკითხვებში ლიდერობდა. მათი კანდიდატი იყო განათლების მინისტრი ბლანკა ოველარი, პირველი ქალი, რომელიც წარდგენილია პარაგვაის ისტორიაში მთავარი პარტიის კანდიდატად. კოლორადოს ექვსწლიანი მმართველობის შემდეგ, ამომრჩევლებმა აირჩიეს ფერნანდო ლუგო, ყოფილი კათოლიკე ეპისკოპოსი და არა სამოქალაქო მმართველობაში მყოფი პროფესიონალი პოლიტიკოსი და ავთენტური რადიკალური ლიბერალური პარტიის წევრი, პარაგვაის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია. ლუგო იყო განმათავისუფლებელი თეოლოგიის მიმდევარი. ლუგომ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია პარაგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში, დაამარცხა მმართველი პარტიის კანდიდატი და დამთავრდა 61 წლიანი კონსერვატიული მმართველობა. ლუგომ გაიმარჯვა ხმების თითქმის 41% -ით, 31% მიიღო კოლორადოს პარტიის კანდიდატმა ბლანკა ოველარმა.[32]
ლუგომ ფიცი დადო 2008 წელს 15 აგვისტოს. ლუგოს ადმინისტრაციამ თავის ორ მთავარ პრიორიტეტად დაისახა კორუფციის შემცირება და ეკონომიკური უთანასწორობა.[33]
თანამედროვე პერიოდი
რედაქტირება2018 წლის 15 აგვისტოდან 2023 წლის 15 აგვისტომდე პარაგვაის პრეზიდენტი იყო მარიო აბდო ბენიტესი. პარაგვაის ამაჟამინდელი პრეზიდენტი არის სანტიაგო პენია.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს სამხრეთი ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. პარაგვაის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან არგენტინა, ჩრდილო-დასავლეთიდან კი ბოლივია.
ქვეყნის საერთო ფართობია 406 752 კმ².
მდინარე პარაგვაი ქვეყანას ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. მდინარის დასავლეთით მდებარეობს უდაბნოს ლანდშაფტებიანი ჩაკოს ოლქი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 60 %–ს. აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავმოყრილია მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მდებარეობს ნოყიერი დაბლობი და სუბტროპიკული ტყე.
კლიმატი
რედაქტირებასაერთო კლიმატი არის ტროპიკული, სუბტროპიკული. რეგიონის უმეტესი მიწების მსგავსად, პარაგვაის მხოლოდ სველი და მშრალი პერიოდები აქვს. ქარები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პარაგვაის ამინდის გავლენის საკითხში: ოქტომბრიდან მარტამდე, ჩრდილოეთით ამაზონის აუზიდან თბილი ქარები იფეთქებენ, ხოლო მაისიდან აგვისტომდე პერიოდს ანდებიდან ცივი ქარი მოაქვს.
მთის არეალის არარსებობა, ბუნებრივი ბარიერის უზრუნველსაყოფად, საშუალებას აძლევს ქარს განავითაროს სიჩქარე 161 კილომეტრი საათში. ეს ასევე იწვევს ტემპერატურის მნიშვნელოვან ცვლილებას დროის მოკლე მონაკვეთში. იანვარი არის ყველაზე ცხელი თვე, საშუალო დღიური ტემპერატურა 28.9 °C.
ნალექი მკვეთრად განსხვავდება ქვეყნის მასშტაბით. შორეული აღმოსავლეთის ტყის სარტყელი ყოველწლიურად საშუალოდ 170 სმ ნალექს იღებს, ხოლო დასავლეთის ჩაკოს რეგიონი, საშუალოდ არაუმეტეს 50 სმ-ის წელიწადში. დასავლეთში წვიმები არარეგულარულია და სწრაფად ორთქლდება, რაც ხელს უწყობს ტერიტორიის სიმშრალეს.
სახელმწიფო
რედაქტირება- სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო.
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (45+80 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 17 დეპარტამენტი (departamento) და ფედერალური ოლქი (distrito federal).
დემოგრაფია
რედაქტირება- მოსახლეობა - 6 191 368 (2005), მათ შორის 89,2 % პარაგვაელები, 3,3 % ბრაზილიელები.
- სახელმწიფო ენა: ესპანური. ენების ფლობა - გუარანი 45 %, ესპანური 6 %, ბილინგვა (გუარანი-ესპანური) 49 %.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- ქალაქები: ასუნსიონი (დედაქალაქი, 525 ათასი), სიუდად-დელ-ესტე (240), სან-ლორენსო (210).
ეკონომიკა
რედაქტირება- რესურსები: ჰიდროენერგია, ხე-ტყე, რკინის მადანი, მანგანუმი, კირქვა.
- ექსპორტი: ბამბა, სოია, მცენარული ზეთები, ხორცი.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე: 1.170 $.
- ვალუტა: გუარანი (PYG).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Chief of State and Cabinet Members დაარქივებული 2010-05-28 საიტზე Wayback Machine.
- Paraguay Photos დაარქივებული 2012-01-12 საიტზე Wayback Machine.
- Paraguay
- Paraguay დაარქივებული 2008-06-07 საიტზე Wayback Machine.
- Key Development Forecasts for Paraguay
- ABC Color
- Última Hora დაარქივებული 2008-12-01 საიტზე Wayback Machine.
- La Nación
- Paraguay.com
- Ñanduti
- Paraguay Convention & Visitor's Bureau[მკვდარი ბმული]
- Paraguay.com: Tradition, Culture, Maps, Tourism
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (translator's note)
- ↑ 8 LIZCANO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-24. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
- ↑ Department of Economic and Social Affairs Population Division (2009). „World Population Prospects, Table A.1“ (PDF). 2008 revision. United Nations. ციტირების თარიღი: 2009-03-12. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Paraguay. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2012-04-20.
- ↑ Paraguay, corazón de América (1961)
- ↑ CIA <<GDP - Real Growth Rate დაარქივებული 2012-10-25 საიტზე Wayback Machine. >> Accessed on 19 September 2011.
- ↑ Paraguay. State.gov (2012-03-15). ციტირების თარიღი: 2012-10-05.
- ↑ Sacks, Richard S. "Early explorers and conquistadors". In Hanratty & Meditz.
- ↑ [[[:თარგი:Wdl]] Paraguariae Provinciae Soc. Jesu cum Adiacentibg. Novissima Descriptio] Latin. World Digital Library (1732).
- ↑ [[[:თარგი:Wdl]] Paraguariae Provinciae Soc. Jesu cum Adiacentibg. Novissima Descriptio] Latin. World Digital Library (1732).
- ↑ War of The Triple Alliance დაარქივებული 7 August 2014 საიტზე Wayback Machine. , War of the Pacific. Retrieved 14 November 2010
- ↑ „In Paraguay, Indigenous Language With Unique Staying Power“. ციტირების თარიღი: 5 October 2015.
- ↑ "Carlos Antonio López" დაარქივებული 16 August 2017 საიტზე Wayback Machine. , Library of Congress Country Studies, December 1988. URL accessed 30 December 2005.
- ↑ თარგი:Worldhistory
- ↑ 15.0 15.1 Cunninghame Graham 1933.
- ↑ Robert Cowley, The Reader's Encyclopedia to Military History. New York, New York: Houston Mifflin, 1996. Page 479.
- ↑ Hooker, T.D., 2008, The Paraguayan War, Nottingham: Foundry Books, ISBN 1901543153
- ↑ Robert Phillimore (1860), A Statement of the Facts of the Controversy Between the Governments of Great Britain and Paraguay, page 2. William Moore Printing. Washington D.C. USA.
- ↑ The Blanco Party of Uruguay, hardline right wing and reactionary at those days, was in the Uruguayan Government during the outbreak of the war and were allies of the Paraguayan Government. See the classic book of the Blanco Leader Luis Alberto de Herrera (1927): "El Drama del 65 – La Culpa Mitrista", pp. 11 – 33. Bareiro y Ramos Editors. Montevideo, Uruguay
- ↑ Sir Richard Francis Burton: "Letters from the Battlefields of Paraguay", p.76 – Tinsley Brothers Editors – London (1870) – Burton, as a witness of the conflict, marks this date (12–16 October 1864) as the real beginning of the war. He writes (and it's the most logic account, considering the facts): The Brazilian Army invades the Banda Oriental, despite the protestations of President López, who declared that such invasion would be held a "casus belli".
- ↑ Pomer, León (2008): "La Guerra del Paraguay: Estado, Política y Negocios" (in Spanish), pp. 240 – 241. Buenos Aires: Editorial Colihue.
- ↑ Hooker, T.D., 2008, "The Paraguayan War". Nottingham: Foundry Books, pp. 105–108. ISBN 1901543153
- ↑ The classical view asserts that Francisco Solano López's expansionist and hegemonic views are the main reason for the outbreak of the conflict. The traditional Paraguayan view, held by the "lopistas" (supporters of Solano López, both in Paraguay and worldwide), affirms that Paraguay acted in self-defense and for the protection of the "Equilibrium of the Plate Basin". This view is usually contested by the "anti-lopistas" (also known in Paraguay as "legionarios"), who favoured the "Triple Alliance". Revisionist views, both from right and left wing national-populists, put a great emphasis on the influence of the British Empire in the conflict, a view that is discarded by a majority of historians.
- ↑ Rubinsein, W. D. (2004). Genocide: a history. Pearson Education, გვ. 94. ISBN 0-582-50601-8.
- ↑ Hipólito Sanchez Quell: "Los 50.000 Documentos Paraguayos Llevados al Brasil". Ediciones Comuneros, Asunción (2006).
- ↑ Some of the documents taken by Brasil during the war, were returned to Paraguay in the collection known as "Colección de Río Branco", nowadays in the National Archives of Asunción, Paraguay
- ↑ Weinstein, Barbara. (28 January 2008) Let the Sunshine In: Government Records and National Insecurities. Historians.org. ციტირების თარიღი: 5 October 2012.
- ↑ Hanratty, Dannin M.; Meditz, Sandra W. (1988). „Paraguay: A Country Study“. Washington: GPO for the Library of Congress. ციტირების თარიღი: 19 September 2009. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Paraguay Civil War 1947. Onwar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 2 May 2010.
- ↑ Bernstein, Adam (17 August 2006). „Alfredo Stroessner; Paraguayan Dictator“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2 May 2010.
- ↑ Dinges, John. Operation Condor. Columbia University. ციტირების თარიღი: 6 July 2018
- ↑ Nickson, Andrew (2009). „The general election in Paraguay, April 2008“. Journal of Electoral Studies. 28 (1): 145–9. doi:10.1016/j.electstud.2008.10.001. ISSN 0261-3794.
- ↑ Paraguay. State.gov (15 March 2012). ციტირების თარიღი: 5 October 2012.