გრან-ჩაკო
გრან-ჩაკო (კეჩ. chaku - სანადირო მიწა) ან ჩაკო[1] (ესპ. Chaco) — მეჩხერად დასახლებული, ცხელი, ნახევრად მშრალი დაბლობი რეგიონი სამხრეთ ამერიკაში, რიო-დე-ლა-პლატის აუზში. იყოფა ბოლივიას, პარაგვაის, არგენტინასა და ბრაზილიას შორის. ბრაზილიის ტერიტორიაზე ის უერთდება პანტანალის რეგიონს.
გეოგრაფიარედაქტირება
რეგიონის ფართობი 647 500 კმ²-ია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის დასავლეთით და ანდების აღმოსავლეთით. დღეისათვის, პოლიტიკური საზღვრების მიხედვით, რეგიონის ნაწილებს მოიხსენიებენ როგორც არგენტინის ჩაკო, პარაგვაის ჩაკო, ბოლივიის ჩაკო.
ყველაზე განვითარებულია რეგიონის პარაგვაის ნაწილი, მდინარე ბერმეხოსა და პილკომაიოს გასწვრივ. აქ ხე ტყისა და ტანინის დიდი მარაგია, რომელსაც კებრაჩოს ხისგან იღებენ.
გრან-ჩაკოში ფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა მთელს სამხრეთ ამერიკის კონტინეტნზე.
ფლორა და ფაუნარედაქტირება
რეგიონის ეკოსისტემა უნიკალურია და ბოლო წლებამდე, მეცნიერთა მიერ ბოლომდე შეუსწავლელი რჩებოდა. ეკოსისტემა გარკვეულწილად დაზიანებულია ადამიანთა მიერ, რაც უმთავრესად მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით შემოიფარგლება.
ჩაკოს პეკარი, რომლის არსებობას მხოლოდ 1970-იანი წლებიდან გახდა ცნობილი, რეგიონში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენდემური ძუძუმწოვარია.
რეგიონის ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
გრან-ჩაკოს რეგიონი მოიცავს არგენტინის, ბოლივიისა, პარაგვაისა და ბრაზილიის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს:
- ჩაკოს პროვინცია, არგენტინა
- ფორმოსის პროვინცია, არგენტინა
- სალტის პროვინცია, არგენტინა
- სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა
- სანტიაგო-დელ-ესტეროს პროვინცია, არგენტინა
- ტუკუმანის პროვინცია, არგენტინა
- ბენის დეპარტამენტი, ბოლივია
- ჩუკისაკის დეპარტამენტი, ბოლივია
- სანტა-კრუსის დეპარტამენტი, ბოლივია
- ტარიხას დეპარტამენტი, ბოლივია
- მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატი, ბრაზილია
- ალტო-პარაგვაის დეპარტამენტი, პარაგვაი
- ბოკერონის დეპარტამენტი, პარაგვაი
- პრესიდენტე-აიესის დეპარტამენტი, პარაგვაი
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- The National Museum of Natural History's description of Gran Chaco დაარქივებული 2004-10-10 საიტზე Wayback Machine.
- Chaco ecoregion (World Wildlife Fund)
- Humid Chaco ecoregion (World Wildlife Fund)
- Food and Agriculture Organization of the United Nations' description of the Gran Chaco
- Some stamps showing the dispute over the Gran Chaco before the war დაარქივებული 2004-11-01 საიტზე Wayback Machine.
- photos
- La Plata Basin - Gran Chaco დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 76.