პილკომაიო (მდინარე)
პილკომაიო (ესპ. Río Pilcomayo) — მდინარე სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე პარაგვაის მარჯვენა, უგრძესი შენაკადი (1 100 მ). აუზის ფართობია 270 000 კმ².
პილკომაიო | |
---|---|
პილკომაიოს აუზი | |
ქვეყანა | ბოლივია, პარაგვაი, არგენტინა |
სიგრძე | 1 100 კმ |
აუზის ფართობი | 270 000 კმ² |
პილკომაიო ვიკისაწყობში |
სათავეს იღებს ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. ბოლივიის დატოვების შემდეგ, მდინარეზე გადის სახელმწიფო საზღვარი პარაგვაისა და არგენტინას შორის. ამ მონაკვეთში, არგენტინის მხარეს მდებარეობს პილკომაიოს ეროვნული პარკი. პილკომაიოზე ასევე გადის ბოლივიისა და არგენტინის სახელმწიფო საზღვრის მცირე მონაკვეთი.
მდინარის აუზში 1,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 1 მლნ ბოლივიაში, 300 000 არგენტინაში და 200 000 პარაგვაიში.