რიო-ბერმეხო
რიო-ბერმეხო (ესპ. Rio Bermejo) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, უმთავრესად არგენტინაში, გარკვეული ნაწილი მოქცეულია ბოლივიის შემადგენლობაში. მდინარე პარაგვაის მარჯვენა შენაკადი, სიგრძე 1450 კმ. აუზის ფართობი 133 ათ კმ². სათავე აქვს ცენტრალური ანდების აღმოსავლეთ კალთაზე. გადაკვეთს გრან-ჩაკოს ვაკეს, შუა წელში მიედინება თავისი ყოფილი შენაკადის ტეუკოს კალაპოტში. ახასიათებს წყლის ხარჯის მკვეთრი რყევა. წყალმოვარდნები იცის ზაფხულობით. წყლის საშუალო ხარჯი მთიდან გამოსვლის ადგილას 340 მ³/წმ. სანაოსნოა პატარა გემებისათვის ქალაქ პრესიდენსია-როკამდე.
რიო–ბერმეხო | |
---|---|
მდინარე რიო–ბერმეხო | |
ქვეყანა | ბოლივია - არგენტინა |
ქალაქები | პრესიდენსია–როკა |
სათავე | ცენტრალური ანდები |
სიგრძე | 1450 კმ |
აუზის ფართობი | 133 კმ² |
რიო–ბერმეხო ვიკისაწყობში |