ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამხედრო ხუნტაშეიარაღებული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ხელში აღების (სამხედრო გადატრიალებების) შედეგად მოსული სამხედრო მმართველობა, რომელიც დროებითი მთავრობის ფუნქციას ასრულებს და ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და მაკონტროლებელი ორგანოების მოვალეობებს.

სამხედრო ხუნტა აძლიერებს პოლიტიკური კლიენტელიზმის სისტემას და სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური რეჟიმის პერმანენტულ არასტაბილურობაზე მიუთითებს. არც თუ ისე დიდ ქვეყნებში და გარეშე ძალების დახმარებით, როგორც ეს ჩილეში იყო. სამხედრო ხუნტამ შეიძლება შექმნას პირობები ქვეყნის კაპიტალისტური მოდერნიზაციისათვის. გასული საუკუნის 80-იან წლებში ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში დემოკრატიული მოძრაობის ზემოქმედების შედეგად სამხედრო ხუნტებმა დამარცხება განიცადეს.

ცნობილი სამხედრო გადატრიალებები

რედაქტირება
ქვეყანა წელი სახელი
  სამხრეთი კორეა 1961–1963 ეროვნული გარდაქმნის უმაღლესი საბჭო
  ნიგერია 1966–1979
1983–1998
ნიგერიის 1966–79 და 1983–98 წლების სამხედრო ხუნტები
  საბერძნეთი 1967–1974 „შავი პოლკოვნიკები“
  პერუ 1968–1980 სამხედრო-დიქტატორული მმართველობა
  ბრაზილია 1930
1969
ბრაზილიის სამხედრო ხუნტა (1930)
ბრაზილიის სამხედრო ხუნტა (1969)
  სომალი 1969–1991 უმაღლესი რევოლუციური საბჭო
  ბოლივია 1970–1971
1980–1982
ბოლივიის სამხედრო ხუნტები (1970–82)
  ჩილე 1973–1990 ჩილეს სამთავრობო ხუნტა (1973)
  პორტუგალია 1926–1933 ეროვნული დიქტატურა
1974–1976 ეროვნული გადარჩენის ხუნტა
  ეთიოპია 1974–1987 დერგი
  არგენტინა 1976–1983 ეროვნული რეორგანიზაციის პროცესი
  სალვადორი 1979–1982 სალვადორის რევოლუციური სამთავრობო ხუნტა
  ლიბერია 1980–1986 ხალხის გათავისუფლების საბჭო
  პოლონეთი 1981–1983 ეროვნული გადარჩენის სამხედრო საბჭო
  მიანმარი 1988–2011 სახელმწიფო მშვიდობისა და განვითარების საბჭო
  ჰაიტი 1991–1994 სედრას ხუნტა
  ფიჯი 2006–2014 მბაინიმარამას ხუნტა
  მავრიტანია 2008–2009 აბდელ აზიზის ხუნტა
  ეგვიპტე 2011–2012 შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო
  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 2013–2014 ჯოტოდიას მმართველობა
  მადაგასკარი 2009–2014 უმაღლესი გარდამავალი ადმინისტრაცია

წარუმატებელი სამხედრო ხუნტა

რედაქტირება

ქვეყნები მიმდინარე ხუნტით

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამხედრო_ხუნტა“-დან