მიშელ ჯოტოდია
მიშელ ჯოტოდია (ფრანგ. Michel Am-Nondokro Djotodia; დ. 1949, ვაკაგის პრეფექტურა, უბანგი-შარი) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2013-2014 წლებში. ხელისუფლებაში მოვიდა ფრანსუა ბოზიზეს წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად.
მიშელ ჯოტოდია | |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მარტი, 2013 – 10 იანვარი, 2014 | |
წინამორბედი | ფრანსუა ბოზიზე |
მემკვიდრე | ალექსანდრ-ფერდინანდ ნგუენდე |
დაბადებული | 1949 ვაკაგის პრეფექტურა, უბანგი-შარი |
პოლიტიკური პარტია | სელეკა - დემოკრატიული ძალების კავშირი |
რელიგია | ისლამი |
დაიბადა 1949 წელს ვაკაგის პრეფექტურაში, უბანგი-შარი. სარწმუნოებით ისლამის მიმდევარია, მაშინ როდესაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანობას მისდევს[1]. სწავლობდა სსრკ-ში, ჯერ ქალაქ ორიოლის ტექნიკუმში, ხოლო შემდეგ პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში. 10 წელი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, ცოლად ჰყავდა სსრკ-ს მოქალაქე, რომელთანაც შეეძინა გოგონა[2].
2014 წლის 9 იანვარს ჯოტოდიამ პირველად დატოვა ქვეყანა და გაფრინდა ჩადის დედაქალაქ ნჯამენაში, სადაც მიმდინარეობდა ცენრალური აფრიკის ქვეყნების ეკონომიური გაერთიანების სამიტი. 10 იანვარს ბანგის მოსახლეობა გამოვიდა აქციებზე პრეზიდენტის გადადგომის მოწოდებით. ამავე დღეს მან საკუთარი ნებით უარი განაცხადა მოვალეობის შესრულებაზე, რადგან ვერ შეძლო ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის ტალღის გამკლავება[3] და გაიქცა ბენინში[4].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Patrick Fort, "Religious tensions rise in Central African Republic" დაარქივებული 2015-06-22 საიტზე Wayback Machine. , AFP, 1 April 2013.
- ↑ Франсуа Боизе, президент ЦАР (Центральноафриканской республики) и Мишель Джотодия, глава повстанцев//Передача радиостанции "Эхо Москвы"
- ↑ Самопровозглашенный президент ЦАР сложил полномочия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-13. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
- ↑ Насилие в ЦАР: очевидцы сообщают о каннибализме