მთავარი მენიუს გახსნა
პატრის ლუმუმბა

პატრის ლუმუმბა (დ. 1925 - გ. 1961) — კონგოს (ყოფილი ზაირის) პრემიერ-მინისტრი. ყოფილი ფოსტის მოხელე. 1957 წ. დააარსა კონგოს ეროვნული მოძრაობა. ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი მას ,,მემარცხენე ანტიკოლონიალიზმის ლიდერად" თვლიდა. კონგოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1960 წლის ივლისში, გახდა პრემიერ მინისტრი. 3 თვის შემდეგ, მობუტუს მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალებით, ლუმუმბა ჩამოაგდეს, დააპატიმრეს და დახვრიტეს. ეს ფაქტი საბჭოთა კავშირმა გამოიყენა იდეოლოგიური კამპანიისთვის. ამტკიცებდა, რომ მის სიკვდილში ვაშინგტონის ხელი ერია. მოსკოვში ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის სახელობის უნივერსიტეტიც კი დააარსეს, სადაც მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ასწავლიდნენ.

გამოყენებული ლიტერატურარედაქტირება

  • გვანცა აბდალაძე, ბენდო კუპატაძე, უახლესი ისტორია XII, თბ., 2008