ლუბუმბაში

ქალაქი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ლუბუმბაში (ფრანგ. Lubumbashi, 1966 წლამდე — ელიზაბეტვილი) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქი, ზემო კატანგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (1971 წლიდან 1997 წლის ჩათვლით პროვინციას ერქვა შაბა). სპილენძის მოპოვების და გამოდნობის ცენტრი. მოსახლეობა — 1 786 397 ადამიანი (2012 წელი)[1] (1994 წელს ცხოვრობდა 851 ათასი).

ქალაქი
ლუბუმბაში
ფრანგ. Lubumbashi
დროშა გერბი

ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ზემო კატანგის პროვინცია
შიდა დაყოფა Q3248423?
კოორდინატები 11°40′11″ ს. გ. 27°27′29″ ა. გ. / 11.66972° ს. გ. 27.45806° ა. გ. / -11.66972; 27.45806
დაარსდა 1910
ადრეული სახელები ელიზაბეტვილი
ფართობი 747 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1000
მოსახლეობა 1 786 397 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 1840 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ლუბუმბაში — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ლუბუმბაში
ცენტრალური ბანკი
პირველი მატარებელი მგზავრებთან ერთად აღდგენილი რკინიგზით შემოვიდა ქალაქ კინდუში ლუბუმბაშიდან

ბელგიელი კოლონიზატორებისა და მეწარმეების (Union Minière du Haut Katanga) ყოფნა რეგიონში დაკავშირებულია სპილენძის საბადოების დამუშავებასთან და სამხრეთ აფრიკიდან რკინიგზის მშენებლობასთან. რკინიგზა 1908 წელს მიუახლოვდა კონგოს საზღვრებს (დღევანდელი ზამბიის მხრიდან) და მომავალ ქალაქში შემოვიდა 1910 წლის 27 სექტემბერს, ხოლო მეზობელ შახტა «L’Etoile du Congo»-ში («Congo Star», «კონგოს ვარსკვლავი»; ადრე, კალუკულუკუ (Kalukuluku)[2]) იმავე წლის 1 ოქტომბერს. შესაბამისად, 1910 წლის 1 ოქტომბერს ბელგიის კოლონიალურმა ხელისუფლებამ იმ დროს მდინარე ლუბუმბაშიზე მშენებარე ახალი ქალაქი გამოაცხადა კატანგის პროვინციის დედაქალაქად. ქალაქს სახელად დაერქვა ელიზაბეტვილი, მაშინ სულ ახლახან კორონირებული ბელგიის მეფის ალბერტ I-ის მეუღლის, ელიზაბეტ ბავარიელის (en) (1876—1965 წლები) პატივსაცემად. ელიზაბეტმა ალბერტ I-თან ერთად ეს ადგილები მოინახულა 1909 წელს, მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე ალბერტ I-ის მამის სიკვდილამდე და ბელგიის ტახტზე ალბერტ I-ის ასვლამდე[3].

თავისი დღევანდელი დასახელება, რომელიც დაფუძნებულია ქალაქში ჩამდინარე მდინარის სახელზე, მან პრეზიდენტ მობუტუ სესე სეკოს კონგოს თვითმყოფად დასახელებებზე გადასვლის პოლიტიკის შესაბამისად მიიღო 1966 წელს. თავის მხრივ მდინარის დასახელება წარმოშობილია სიტყვისგან bumba, რაც ადგილობრივ ბემბას და მის სხვა ნათესავ ენებზე ნიშნავს თიხას[4][5].

ლუბუმბაში — სარკინიგზო კვანძია (თუმცა რკინიგზა იმყოფება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში). აქ ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი.

ქალაქში არსებობს უნივერსიტეტი, ცენტრალური აფრიკის სამრეწველო განვითარების კვლევის ცენტრი, აფრიკული ენების შესწავლის და ეთნოგრაფიის ცენტრი.

ქალაქში არსებობს სპილენძის გამოსადნობი, საფეიქრო, ქიმიური მრეწველობის საწარმოები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. World Gazetter: Congo (Dem. Rep.) — largest cities (per geographical entity). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-08. ციტირების თარიღი: 2012-12-08.
  2. L’Etoile du Congo Mine (Star of the Congo Mine; Kalukuluku Mine)
  3. Kevin Shillington (2005). Encyclopedia of African history. CRC Press, გვ. 856-857. ISBN 1579584535. 
  4. «D’où vient le nom de Lubumbashi?»[მკვდარი ბმული] (საიდან წარმოიშვა დასახელება ლუბუმბაში?) (ფრანგული)
  5. AIMF: Villes, émigration et immigration: enjeux économiques et culturels. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-15. ციტირების თარიღი: 2016-10-07.