ალბერტ I (ბელგია)
ალბერტ I სრული სახელი ალბერტ ლეოპოლდ კლემენტ მარია მეინრადი (Albert Léopold Clément Marie Meinrad) (8 აპრილი 1875 - 17 თებერვალი 1934) ბელგიის მეფე საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან, 1909 - 1934 წლებში. 1900 იქორწინა ელისაბედზე, ბავარიის ჰერცოგის კარლ ფრიდრიხის ასულზე.
ალბერტ I | |
---|---|
Albert I | |
ბელგიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 23 დეკემბერი 1909 |
მმართ. დასასრული: | 17 თებერვალი 1934 |
წინამორბედი: | ლეოპოლდ II |
მემკვიდრე: | ლეოპოლდ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 აპრილი 1875 |
დაბ. ადგილი: | ბრიუსელი, ბელგია |
გარდ. თარიღი: | 17 თებერვალი 1934 |
გარდ. ადგილი: | ნამიური, ბელგია |
მეუღლე: | ელიზაბეთ ბავარიელი |
შვილები: |
ლეოპოლდი შარლი მარია ჟოზე |
მამა: | ფილიპე ბელგიელი |
დედა: | მარია ლუიზე ფონ ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი |
ალბერტი იყო ლეოპოლდ II-ს უმცროსი ძმის უმცროსი ვაჟი და არ იყო მეფობისთვის დაბადებული. ახალგაზრდობაში იგი გატაცებული იყო სპორტით, ჯირითით, ალპინიზმით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. იგი პირდაპირი გაგებით წიგნის ჭია იყო, დღეში არანაკლებ ორი წიგნს კითხულობდა, ლიტერატურაზე, სამხედრო საქმეზე, მედიცინაზე, ავიაციაზე. იგი თვითონ ატარებდა მოტოციკლეტს და ისწავლა თვითმფრინავის პილოტობა. თავისი თვისებების გამო, ალბერტი პოპულარული გახდა ბელგიაში, სადაც არ უყვარდათ ლეოპოლდი. გამეფების შემდეგაც მას არ შეუცვლია ცხოვრების სტილი. იგი გაურბოდა ფუფუნებას, უბრალოდ იღებდა სტუმრებს, უყვარდა მოგზაურობა და იყო კარგი ოჯახის მამა. იგი გატაცებული იყო ალპინიზმით და დაიღუპა 1934 წელს მარშ-ლე-დამის მახლობლად მთაზე ასვლისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official biography from the Belgian Royal Family website
- Information about King Albert's mountaineering feats
- Belgium in the First World War, including stories of the royal couple, in French
- Royal House of Belgium დაარქივებული 2009-03-31 საიტზე Wayback Machine.
- Royal House of Bavaria დაარქივებული 2008-12-19 საიტზე Wayback Machine.