ფილიპე ბელგიელი (ფლანდრიის გრაფი)
ფილიპე ბელგიელი (სრული სახელი ფრანგ. Philippe Eugène Ferdinand Marie Clément Baudouin Léopold Georges de Saxe-Cobourg-Gotha; დ. 24 მარტი 1837, ლაეკენი, ბრიუსელი — გ. 17 ნოემბერი 1905, ბრიუსელი) — ბელგიის პრინცი. ფლანდრიის გრაფი. 1869 წლის იანვარ-ივლისში ბელგიის ტახტის მემკვიდრე.
ფილიპე ბელგიელი იყო მეფე ლეოპოლდ I-ის და ლუიზა მარია ორლეანელის ვაჟი. მისი უფროსი ძმა იყო ბელგიის მეფე ლეოპოლდ II.
1867 წლის აპრილში ფილიპე დაქორწინდა კარლ ანტონ ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის ქალიშვილზე, მარია ლუიზე ფონ ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენზე, რომელთანაც შეეძინა 5 შვილი.
- ბოდუენი (1869–1891);
- ჰენრიეტა ბელგიელი (1870–1948) — ემანუელ ორლეანელის მეუღლე.
- ჟოზეფინა მარია (1870–1871) — ჰენრიეტას ტყუპი და.
- ჟოზეფინა კაროლინა (1872–1958) — კარლ ანტონ ჰოენცოლერნის მეუღლე.
- ალბერტი (1875–1934) — ბელგიის მეფე ალბრეხტ I.
ლიტერატურა
რედაქტირება- Weintraub, Stanley, Uncrowned King: The Life of Prince Albert, The Free Press, New York, 1997, p. 458.
- Willis, Daniel (also known as Daniel A. Brewer-Ward), The Descendants of Louis XIII, Clearfield Co., Inc., Baltimore, Maryland, 1999, ISBN 0-8063-4942-5, p. 99.
- NEXUS Jan/Feb 1998, Vol. XV, No. 1, p. 32.