ლეოპოლდ II (ბელგია)

ბელგიის მეფე
(გადამისამართდა გვერდიდან ლეოპოლდ II (ბელგიის მეფე))

ლეოპოლდ II (გერმ. Léopold II; დ. 9 აპრილი, 1835 — გ. 17 დეკემბერი, 1909) — ბელგიის მეფე 1865 წლის 17 დეკემბერიდან. ლეოპოლდ I-ის და ლუიზა მარია ორლეანელის მეორე ვაჟი.

ლეოპოლდ II
Léopold II de Belgique
ბელგია მეფე
მმართ. დასაწყისი: 10 დეკემბერი 1865
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი 1909
წინამორბედი: ლეოპოლდ I
მემკვიდრე: ალბერტ I
კონგოს მმართველი
მმართ. დასაწყისი: 30 აპრილი 1885
მმართ. დასასრული: 15 ნოემბერი 1908
წინამორბედი: არა
მემკვიდრე: არა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 აპრილი 1835
დაბ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
გარდ. თარიღი: 17 დეკემბერი 1909
გარდ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
მეუღლე: მარია ჰენრიეტა ავსტრიელი
მამა: ლეოპოლდ I
დედა: ლუიზა მარია ორლეანელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლეოპოლდ II ტახტზე ავიდა 1865 წელს მამის, ლეოპოლდ I-ის გარდაცვალების შემდეგ. იგი ცნობილია მდინარე კონგოს აუზის მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობით. მის ბრძანებით იქ მოეწყო სხვადასხვა კომერციული კამპანიები, რომელიც მიმდინარეობდა მოსახლეობის სასტიკი ექსპლუატაციით (თითქმის გენოციდამდე მიყვანით) და რეგიონის სიმდიდრის დაუფლებით. 1885—1908 წლებში არსებობდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც სინამდვილეში მეფისა და მისი ახლობლების პირადი საკუთრება იყო და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ლეოპოლდი განსაკუთრებულად სასტიკ კოლონიალურ პოლიტიკას ანხორციელბდა: კონგოს მაცხოვრებლები ითვლებოდნენ მეფის მონებად; სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ხელის მტევნებს აჭრიდნენ. ლეოპოლდის მმართველობის პერიოდში კონგოს მოსახლეობა 20 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდა. ლეოპოლდის მოღვაწეობამ გამოიწვია ევროპელების აღშფოთება: ავსტრიის იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა (რომლის შვილ რუდოლფზეც ლეოპოლდმა დააქორწინა თავისი ქალიშვილი, სტეფანი) მას უწოდა "გვირგვინოსანი მაკლერი". თითქმის ასეთივე სიტყვებით ახასიათებდა მას ვლადიმერ ლენინიც ("საქმოსანი, ფინანსისტი, აფერისტი"). მარკ ტვენი და ართურ კონან დოილი მასზე სატირულ მოთხრობებს წერდნენ.

1902 წელს მეფეს თავს დაესხა იტალიელი ანარქისტი, რომელმაც მის ეკიპაჟს რამდენჯერმე ესროლა, მაგრამ ააცილა. ლეოპოლდ II გარდაიცვალა 1909 წლის 17 დეკემბერს და დაკრძალულია ბრიუსელის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

 
ლეოპოლდი და მარია ჰენრიეტა

1853 წლის 22 აგვისტოს ლეოპოლდ II დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ის შვილიშვილზე, ჰერცოგინია მარია ჰენრიეტა ავსტრიელზე. მათ შეეძინათ 4 შვილი:

მრავალი წლის განმავლობაში მეფეს კავშირი ჰქონდა კურტიზან ქალთან, ბლანშ დელაკრუასთან, რომლისთვისაც ლაჟვარდოვან ნაპირზე ააშენა ლეოპოლდის ვილა და რომელზეც 74 წლის ასაკში, სიკვდილამდე 5 დღით ადრე დაქორწინდა. ლეოპოლდს მასთან შეეძინა ორი არაკანონიერი შვილი:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ascherson, Neal: The King Incorporated, Allen & Unwin, 1963. ISBN 1-86207-290-6 (1999 Granta edition).
  • Hochschild, Adam: King Leopold’s Ghost: A Story of Greed, Terror, and Heroism in Colonial Africa, Mariner Books, 1998. ISBN 0-330-49233-0.
  • Petringa, Maria: Brazza, A Life for Africa, 2006. ISBN 978-1-4259-1198-0
  • Wm. Roger Louis and Jean Stengers: E.D. Morel's History of the Congo Reform Movement, Clarendon Press Oxford, 1968.
  • Ó Síocháin, Séamas and Michael O’Sullivan, eds: The Eyes of Another Race: Roger Casement's Congo Report and 1903 Diary. University College Dublin Press, 2004. ISBN 1-900621-99-1.
  • Ó Síocháin, Séamas: Roger Casement: Imperialist, Rebel, Revolutionary. Dublin: Lilliput Press, 2008.
  • Roes, Aldwin, Towards a History of Mass Violence in the État Indépendant du Congo, 1885-1908, http://eprints.whiterose.ac.uk/74340/2/roesAW2.pdf, South African Historical Journal, 62 (4). pp. 634-670, 2010.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება