მობუტუ სესე სეკო

(გადამისამართდა გვერდიდან მობუტუ)

მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა (ფრანგ. Mobutu Sese Seko Kuku Ngbendu wa za Banga; დ. 14 ოქტომბერი, 1930, ლისალა, ბელგიის კონგო — გ. 7 სექტემბერი, 1997, რაბატი, მაროკო) — კონგოელი პოლიტიკური მოღვაწე. ზაირის (ამჟამინდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის) პრეზიდენტი 1965–1997 წლებში.

მობუტუ სესე სეკო
მობუტუ სესე სეკო
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ნოემბერი, 1965 – 16 მაისი, 1997
წინამორბედიჟოზეფ კასავუბუ
მემკვიდრელორან-დეზირე კაბილა

დაბადებული14 ოქტომბერი, 1930
ლისალა, ბელგიის კონგო
გარდაცვლილი7 სექტემბერი, 1997
რაბატი, მაროკო
რელიგიაკათოლიკე

ხელისუფლების სათავეში მოექცა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად და 32 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. მან 1971 წელს შეუცვალა ქვეყანას სახელწოდება და უწოდა ზაირი. მისი მმართველობა ხასიათდება მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემით და კორუფციის მაღალი დონით.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ბელგიის კონგოში, ქ. ლისალაში. მიეკუთვნება ნგბანდის ეთნიკურ ჯგუფს. მიიღო კათოლიკური განათლება ლეოპოლდვილში.

1972 წელს ავთენტურობის კამპანიის ფარგლებში მობუტუმ სახელი ჟოზეფ დეზირე გადაირქვა და მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა დაირქვა, რაც ითარგმნება როგორც „ყოვლისშემძლე და დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელიც თავისი სიმტკიცისა და გამარჯვებისადმი ურყევი ნების წყალობით დაპყრობიდან დაპყრობისკენ მიდის და უკან ცეცხლის კვალს ტოვებს“.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება