ლიბერია, ოფიციალურად ლიბერიის რესპუბლიკა — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ლიბერიას დასავლეთით ესაზღვრება სიერა-ლეონე, ჩრდილოეთით გვინეა, აღმოსავლეთით კი კოტ-დ’ივუარი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 111 369 კმ², მოსახლეობა კი დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს. ლიბერიის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ინგლისურის გარდა კიდევ ოცდაათამდე ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. ქვეყნის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი მანგროს ტყეებით არის დაფარული, ამავდროულად ქვეყნის შიგნით ნაკლებად დასახლებული ადგილები შედგება ღია ტყეებისგან, რომლებიც მშრალ სათიბ-საძოვარ ზეგნებზე მდებარეობენ. კლიმატი ცხელი და ეკვატორულია, მაისი-ოქტომბრის პერიოდში არის წვიმების სეზონი რა დროსაც შეინიშნება ნალექთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო დანარჩენი თვეების განმავლობაში ჰარმატანული ქარები ქრის. ლიბერია ასევე მოიცავს ზემო გვინეის ტყეების ორმოც პროცენტს.

ლიბერიის რესპუბლიკა
Republic of Liberia
ლიბერია
ლიბერიის
დროშა გერბი
დევიზი: „The love of liberty brought us here“
ჰიმნი: All Hail, Liberia, Hail!

ლიბერიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მონროვია
6°19′ ჩ. გ. 10°48′ დ. გ. / 6.317° ჩ. გ. 10.800° დ. გ. / 6.317; -10.800
ოფიციალური ენა ინგლისური
რელიგია 85.6% ქრისტიანი
12.2% % მუსლიმი
2.2% სხვა
მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფი
 -  ვიცე-პრეზიდენტი იოზეფ ბოკაი
 -  სპიკერი ალექს ტილერი
 -  მთავარი მოსამართლე ფრანცის კორკპოლი
ფართობი
 -  სულ 111 369 კმ2 (102-ე)
 -  წყალი (%) 13,514
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 4,503,000[1] (125-ე)
 -  2008 აღწერა 3,476,608 
 -  სიმჭიდროვე 40.43 კაცი/კმ2 (180-ე)
მშპ (მუპ) 2017 შეფასებით
 -  სულ $4.123 მილიარდი[2] 
 -  ერთ მოსახლეზე $915[2] 
აგი (2015) 0.427[3] (დაბალი) (177-ე)
ვალუტა ლიბერიული დოლარი (LRD)
დროის სარტყელი UTC±00:00
ქვეყნის კოდი LBR
Internet TLD .lr
სატელეფონო კოდი +231

ლიბერია დაიწყო, როგორც ამერიკული კოლონიზაციის საზოგადოების დასახლება. საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ფერად კანიანებს აფრიკაში უკეთესი ცხოვრება ექნებოდათ ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1822 წლის 7 იანვრისა და სამოქალაქო ომის შუალედში 15,000-ზე მეტი განთავისუფლებული და თავისუფლებაში დაბადებული ზანგი და 3,198 აფრო-კარიბელი გადასახლდა ამ დასახლებაში.[4] აფრო-ამერიკელებმა ლიბერიაში თავისი კულტურა ჩაიტანეს. ლიბერიის კონსტიტუცია და დროშა ამერიკის მაგალითზე შეიქმნა, მან დამოუკიდებლობა 1847 წლის 26 ივლისს გამოაცხადა როთიც ის აფრიკის პირველი და უძვეელსი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1848 წლის 3 იანვარს, ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი, თავისუფლებაში დაბადებული მდიდარი ვირჯინიელი აირჩიეს პრეზიდენტად.[4] ლიბერია აფრიკის განაწილების დროსაც ინარჩუნებდა თავისუფლებას. მეორე მსოფლიო ომის დროს ლიბერია ამერიკას უჭერდა მხარ, რის გამოც ამერიკამ მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ლიბერია იყო ერთა ლიგის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და აფრიკის ერთობის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი.

უილიამ ტოლბერტის პრეზიდენტობის დრს 1980 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება, რასაც მრავალწლიანი პოლიტიკური არასტაბილურობა მოყვა. გადატრიალებიდან 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამხედრო მართველობა იყო, რომელსაც სახალხო ხსნის საბჭო ახორციელებდა. შემდგომი 5 წელი სამოქალაქო მმართველობა იყო ლიბერიის ნაციონალ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით, რასაც პირველი და მეორე სამოქალაქო ომები მოყვა. ამ ომებმა დაახლოებით 250,000 (მოსახლეობის დაახლოებით 8%) ადამიანის სიკვდილი გამნოიწვია. უფრო მეტი იქცა ლტოლვილად და ლიბერიის ეკონომიკა მთლიანობაში 90%-ით შემცირდა.[5] 2003 წელს მიღწეულმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ უზრუნველყო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და 2005 საერთო არჩევნების ჩტარება რომელშიც ელენ ჯონსონ-სირლიფმა გაიმარჯვა. ქვეყანაში მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი, თუმცა მოსახლეობის 85% ისევ სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს. 2014 წლის მარტში ქვეყანაში ებოლას ვირუსის გავრცელდა დაიწყო რომელიც ოფიციალურად დამარცხებულად 2015 წლის 8 მარტს გამოცხადდა.[6][7][8]

პოლიტიკური წყობილება

რედაქტირება
  • მმართველობის ფორმა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფი.
  • საკანონმდებლო ორგანო:
  • სენატი - 30 წევრი.
  • წარმომადგენელთა პალატა - 64 წევრი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 15 საგრაფო.
# საგრაფო დედაქალაქი მოსახლეობა
(2008 წლის აღწერა)[9]
ფართობი
(km2)[9]
ოლქების
რაოდენობა
შექმნის
თარიღი
1   ბომის საგრაფო ტაბმენბერგი 82,036 1942 კმ.კვ. 4 1984
2   ბონგის საგრაფო გბარნგა 328,919 8772 კმ.კვ. 12 1964
3   გბარპოლუს საგრაფო ბოპოლუ 83,758 9689 კმ.კვ. 6 2001
4   გრანდ-ბასის საგრაფო ბიუკენენი 224,839 7936 კმ.კვ. 8 1839
5   გრანდ-კეიპ-მაუნტის საგრაფო რობერტსპორტი 129,055 5162 კმ.კვ. 5 1844
6   გრანდ-ჯიდეს საგრაფო ზვედრუ 126,146 10484 კმ.კვ. 3 1964
7   გრანდ-კრუს საგრაფო ბარკლივილი 57,106 3895 კმ.კვ. 18 1984
8   ლოფას საგრაფო ვოინჯამა 270,114 9982 კმ.კვ. 6 1964
9   მარგიბის საგრაფო კაკატა 199,689 2616 კმ.კვ. 4 1985
10   მერილენდის საგრაფო ჰარპერი 136,404 2297 კმ.კვ. 2 1857
11   მონსერადოს საგრაფო ბენსონვილი 1,144,806 1909 კმ.კვ. 4 1839
12   ნიმბის საგრაფო სანიკველი 468,088 11551 კმ.კვ. 6 1964
13   რივერ-სესის საგრაფო რივერ-სესი 65,862 5594 კმ.კვ. 6 1985
14   რივერ-გის საგრაფო ფიშტაუნი 67,318 5113 კმ.კვ. 6 2000
15   სინოს საგრაფო გრინვილი 104,932 10137 კმ.კვ. 17 1843
 

სანაპირო დაბლობი სუსტად დანაწევრებული და ადგილ-ადგუილ დაჭაობებულია. ქვეყნის სიღრმეში ვაკე მაღლდება (400-600 მ) და გადადის ტალღოვან ლეონე-ლიბერიის მაღლობში (მთა ნიმბა, 1752 მეტრი). არის რკინის, ალმასისა და ოქროს საბადოები.

ჰავა ცხელი და ნოტიოა. საშუალო თვიური ტემპერატურები 28 გრადუსზე მაღალია. ნალექები 1500-2000 მმ წელიწადში (შიგა რაიონებში) და 5000 მმ (ატლანტის ოკეანის სანაპიროზე).

მდინარეთა ქსელი ხშირია ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეები - მანო, ლოფა, სენტ-პოლი (დიანი), სენტ-ჯონი, სესი, კავალი - ზემო და შუა დინებაში ჭორომიანია. სანაოსნოა მდინარე სენტ-პოლი (ქვემო დინებაში).

ტერიტორიის დაახლ. 1/3 დაფარულია ხშირი მარადმწვანე ეკვატორული ტყით. ნიადაგი წითელ-ყვითელ ლატერიტულია. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არის ფოთოლმცვენი და ნათელი ტყეები. გვინეის საზღვართნ მაღალბალახოვანი სავანაა, სადაც ხარობს აკაცია და ბაობაბი. სანაპიროზე გავრცელებულია მანგროვიანი მცენარეულობა.

სავანაში ბინადრობს კამეჩი, ანტილოპა, ჯიქი, გარეული ღორი. ტყეში ბევრია მაიმუნი და გველი. მრავალფეროვანია ფრინველებისა და მწერების ფაუნა.

2008 წლის მიხედვით მოსახლეობის 85,5 % ქრისტიანი, ხოლო 12,2 % მუსლიმანია. მუსლიმანების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს მანდინკასა და ვაის ხალხებს. ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევარია 5 %, ხოლო 1,5 % არა რელიგიურია. მოსახლეობის მცირე ნაწილი ასევე არის ბაჰაისტი, სიქი და ბუდისტი. ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე გავრცელებულია პორო და სანდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gilbert, Erik & Reynolds, Jonathan T (October 2003). Africa in World History, From Prehistory to the Present, Paperback, Prentice Hall. ISBN 978-0-13-092907-5. 
  • (1997) Merriam Webster's Geographical Dictionary: 3rd Edition, Paperback, Merriam Webster Inc., Springfield. ISBN 0-87779-546-0. 
  • Dunn-Marcos, Robin; Kollehlon, Konia T.; Ngovo, Bernard; Russ, Emily (April, 2005). Ranar, Donald A. (ed.). „Liberians: An Introduction to their History and Culture“ (PDF). Culture Profile. Center for Applied Linguistics (19). დაარქივებულია ორიგინალიდან (pdf) — ივნისი 25, 2008. ციტირების თარიღი: July 23, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Liberia. The World Bank country page for Liberia. The World Bank (2015). ციტირების თარიღი: September 4, 2014.
  2. 2.0 2.1 Liberia. International Monetary Fund.
  3. 2016 Human Development Report. United Nations Development Programme (2016). ციტირების თარიღი: March 21, 2017.
  4. 4.0 4.1 "July 26, 1847 Liberian independence proclaimed", This Day In History, History website.
  5. „Praise for the woman who put Liberia back on its feet“. The Economist. October 5, 2017.
  6. „Help in the time of Ebola“. The Economist. September 20, 2014. ციტირების თარიღი: October 3, 2014.
  7. „Ebola in west Africa“. The Economist. May 9, 2015. ციტირების თარიღი: May 10, 2015.
  8. WHO – Latest Ebola outbreak over in Liberia; West Africa is at zero, but new flare-ups are likely to occur. World Health Organization. ციტირების თარიღი: January 14, 2016.
  9. 9.0 9.1 2008 National Population and Housing Census: Preliminary Results. Government of the Republic of Liberia (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 13, 2012. ციტირების თარიღი: October 14, 2008.