ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი

ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი (დ. 5 მარტი, 1809, ნორფოლკი, აშშ — გ. 24 თებერვალი, 1876, მონროვია, ლიბერია) — ლიბერიის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პირველი (1848–1856 წწ. და მეშვიდე (1872–1876 წწ.) პრეზიდენტი.

ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი
ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი
ლიბერიის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1848 – 7 იანვარი, 1856
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრესტივენ ალენ ბენსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1872 – 3 იანვარი, 1876
ვიცე-პრეზიდენტი  ენტონი გარდინერი
წინამორბედიჯეიმზ სკივირინგ სმიტი
მემკვიდრეჯეიმზ-სპრინგს პაინე

დაბადებული5 მარტი, 1809
ნორფოლკი, აშშ
გარდაცვლილი24 თებერვალი, 1876
მონროვია, ლიბერია
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია

დაიბადა ვირჯინიაში, აშშ. 1829 წელს მისი ოჯახი გადასახლდა ლიბერიაში, მონროვიაში გახსნეს მაღაზია. მისი უშუალო მონაწილეობით 1847 წელს ლიბერიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1848 წელს კი აირჩიეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად. 1856 წელს გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ 1871 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და გაიმარჯვა კიდეც. ქვეყნის სათავეში დარჩა 1876 წლამდე, თუმცა ავადმყოფობის გამო შრომისუუნარო იყო 1875 წლიდან. 1876 წელს მანდატის ამოწურვიდან ერთ თვეში გარდაიცვალა.

ლიბერიის მთავარ აეროპორტს მისი პატივისცემის ნიშნად ეწოდება რობერტს-ფილდი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება