მონროვია
მონროვია (ინგლ. Monrovia) — ლიბერიის დედაქალაქი, მონტსერადოს საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, მდინარე სენტ-პოლისა და მესურადოს შესართავში. გამოიყოფა დიდი მონროვიის რაიონი, სადაც 2008 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობდა 970,824 ადამიანი,[1] შესაბამისად, მასზე მოდის ქვეყნის მოსახლეობის 29%. მონროვია ლიბერიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[2] ქვეყნის მთავარი კულტურული, პოლიტიკური და ფინანსური ცენტრი, ამასთანავე ძირითადი სავაჭრო ცენტრი და დიდი ნავსადგურია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გაფართოვდა მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს ამერიკელების მიერ. ნავსადგური გამოიყენება გემების სადგომად და მათ შესაკეთებლად. ექსპორტზე უმეტესწილად გააქვთ რძეწვენი და რკინის მადანი. ადგილზევე მზადდება ცემენტი, აგური, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, კვების პროდუქტები და სხვა.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
მონროვია ინგლ. Monrovia | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 6°18′38″ ჩ. გ. 10°48′17″ დ. გ. / 6.31056° ჩ. გ. 10.80472° დ. გ. |
დაარსდა | 25 აპრილი, 1822 |
ფართობი | 194.25 კმ² |
მოსახლეობა | 1 021 762 (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
ქალაქი დაარსდა 1822 წელს აშშ-იდან გადმოსახლებული ზანგების მიერ და სახელი ეწოდა ამერიკის პრეზიდენტის ჯეიმზ მონროს პატივსაცემად. 1847 წლიდან ლიბერიის რესპუბლიის დედაქალაქია. საგანმანათლებლო ცენტრი. მონროვიაში არის ლიბერიის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აფრიკის მეთოდისტური საეპისკოპოსო უნივერსიტეტი, სტელა-მარის პოლიტექნიკური სასწავლებელი და სხვა მრავალი. სამედიცინო განათლების მიღება შესაძლებელია სამედიცინო კოლეჯში.
არქიტექტურული შენობებიდან საყურადღებოა კაპიტოლიუმი (1958), აღმსასრულებელი სახლი (1964), მუნიციპალიტეტის შენობა და სხვ. ქალაქში არსებული მრავალი შენობა-ნაგებობა ძლიერ იყო დაზიანებული სამოქალაქო ომის დროს 1990-იან წლებში.
ჰავა სუბეკვატორულია. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის 26,5°C, ივლისის 24,2°C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 4000 მმ წელიწადში. კლიმატურ პირობებში გამოიყოფა მწვიმიანი და მშრალი სეზონები.
მონროვია აგრეთვე წარმოადგენს ლიბერიის მთავარ სატრანსპორტო კვანძს. არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 2008 National Population and Housing Census. Retrieved November 09, 2008.
- ↑ Global Statistics. GeoHive (2009-07-01). ციტირების თარიღი: 2010-07-04.