რკინის მადანი
რკინის მადანი — ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ისეთი ნაერთების სახითა და ისეთი რაოდენობით შეიცავს რკინას, რომ მისგან ლითონის ამოღება ეკონომიკურად შესაძლებელია. რკინის მადნები ერთმანეთისაგან განსხვავდება მინერალური შემადგენლობის, რკინის შემცველობის, სასარგებლო და მავნე მინარევების რაოდენობის, წარმოქმნის პირობებისა და სამრეწველო თვისებების მიხედვით. რკინის ძირითადი მადნეული მინერალია: მაგნეტიტი, ჰემატიტი, ჰიდროჟანგეულები — გოეთიტი და ჰიდროგოეთიტი, სიდერიტი, რკინიანი ქლორიტები (თიურინგიტი და შამოზიტი).

რკინის მადნის გროვა, რომელსაც ფოლადის საწარმოებლად იყენებენ.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 408.