ჰემატიტი
ჰემატიტი (ბერძ. haima — სისხლი) — ჟანგეულების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა Fe2O3. კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. აქვს ნაცრისფერი კრისტალები, ელვარება — ნახევრადლითონური. სიმაგრე მინერალური სკალით 5,5 — 6. წარმოიქმნება სხვადასხვა გენეტიკური ტიპის საბადოებში. ჰემატიტი რკინის ერთ-ერთი ძირითადი მადანია.
ჰემატიტი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ჰემატიტი |
ქიმიური ფორმულა | Fe2O3 |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | მყარი |
სიმკვრივე | 5260 გ/სმ³ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 620.