ბაჰაიზმი
ცენტრალური ფიგურები | |
მთავარი წერილები | |
კითაბე აყდასი · კითაბე იყდანი | |
ინსტიტუტები | |
ადმინისტრაციული წყობა | |
ისტორია | |
ცნობილი პიროვნებები | |
შოღი ეფენდი | |
იხ. ასევე | |
სიმბოლოები · კანონები |
ბაჰაი რელიგია (არაბ. بهائي bahāʾī) — XIX საუკუნეში, სპარსეთში (დღევანდელი ირანი) ჩამოყალიბდა და მსოფლიო რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა აღმსარებლობაა, რომელიც შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბაჰაიზმის დამაარსებელია ბაჰაულა (1817-1892). რელიგიის მიმდევრებს ბაჰაი (baha-i) ჰქვიათ.
ბაჰაი რელიგიის თერთმეტი დებულება
რედაქტირება- მსოფლიო რელიგიათა და მათ წყაროთა ღვთაებრივი წარმოშობის აღიარება;
- ადამიანის მიერ ჭეშმარიტების ინდივიდუალური ძიება;
- რასობრივი, კლასობრივი, ნაციონალური, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა წინააღმდეგობების გადალახვა;
- რელიგიისა და სამეცნიერო პროგრესის თანამშრობლობა;
- საზოგადო განათლების მნიშვნელობის და აუცილებლობის აღიარება;
- ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა;
- მოსახლეობის სიღატაკესთან ბრძოლა;
- საერთაშორისო უშიშრობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალი მსოფლიო ფედერალური სისტემის შექმნა;
- მაღალზნეობრივი ცხოვრების პრაქტიკა;
- საერთაშორისო ენა;
- ახალი სულიერი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნა.
მიმდევრები
რედაქტირება2005 წლისთვის ამ სარწმუნოებას მთელ მსოფლიოში 7,5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. ბაჰაიზმის წმინდა წიგნია „ქითაბე აყდას“, ხოლო ბაჰაულლაჰს გარდა მისი მნიშვნელოვანი პიროვნებებია ბაბი, აბდულ ბაჰა და შოღი ეფენდი.
დედამიწის ყველა დასახლებულ კონტინენტზე არსებობს ბაჰაის ტაძრები, რომელთა კარი ყველა სარწმუნოების მიმდევრებისთვის ღიაა.
თავის სამშობლოში - ირანში - ბაჰაი რელიგია სასტიკად აკრძალულია.