ბაობაბი
ბაობაბი (ლათ. Adansonia digitata) — ხე ბომბაქსისებრთა ოჯახისა. იზრდება აფრიკის სავანებში. აქვს ძალზე მსხვილი ღერო, რომლის გარშემოწერილობა 25 მ-ს აღწევს, სიმაღლე 18-25 მ-ს. თათისებრ რთული ფოთლები გვალვიან პერიოდში სცვივა. ამ დროისთვის მწიფდება ნაყოფი, რომელიც კიტრს წააგავს. აქვს დიდი თეთრი ყვავილები.
ბაობაბი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Adansonia digitata | ||||||||||||||
|
ცოცხლობს 4000-5000 წელს. ბაობაბის სქელი ქერქისაგან იღებენ ბოჭკოს და ამზადებენ თოკსა და უხეშ ქსოვილებს. ნაყოფის წვნიანი მომჟავო რბილობი იჭმება. აშენებენ ტროპიკებში.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 196.