ბომბაქსისებრნი, ბაობაბისებრნი (ლათ. Bombacaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ახლოსაა ბალბისებრთა ოჯახთან. ბომბაქსისებრნი ტროპიკული ხეებია, აქვს სქელი, ზოგჯერ შუა ადგილას კასრივით გამობერილი ღერო, დიდი, ორსქესიანი, უმეტესად მარტოული ყვავილები.

ოჯახი 28 გვარს და 190 სახეობას აერთიანებს. მათ შორის აღსანიშნავია ბაობაბი, დურიო, ბალსა, მატყლის ხე, რომლის ნაყოფის ბეწვი ცნობილია კაპოკის სახელწოდებით და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება