მანდინკა ასევე მანდენკა, მანდინკო, მანდინგო და მალინკე[8]დასავლეთ აფრიკის ეთნიკური ჯგუფი. მანდინკას ხალხი მალის იმპერიის შთამომავლები არიან, რომლის აღმავლობის ხანა XIII საუკუნეში სუნდიატა კეიტას მმართველობის დროს იყო.

მანდინკა

მუსა I-ის მექაში ვიზიტი, (1324).[1]
საერთო მოსახლეობა
35 მილიონი, (1996).[2]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
გამბიის დროშა გამბია 714,000 (42%)[3]
გვინეის დროშა გვინეა 3,063,431 (28%)[4]
მალის დროშა მალი 7,638 988 (50%)
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 5,123,420 (21%)[5]
ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო 1,984,200 (15%)
გვინეა-ბისაუს დროშა გვინეა-ბისაუ 208,180 (13%)[6]
მავრიტანიის დროშა მავრიტანია 306,900 (10%)
სიერა-ლეონეს დროშა სიერა-ლეონე 465,813 (8%)
ლიბერიის დროშა ლიბერია 245,300 (7.4%)
სენეგალის დროშა სენეგალი 687,822 (7%)[7]
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 65,000
განის დროშა განა 30,000
ბენინის დროშა ბენინი 11,000
აშშ-ის დროშა აშშ 5,300
ენები მანდინკა, მანინკა, კასონკე, კიტა-მანინკა, ინგლისური, ფრანგული, პორტუგალიური, არაბული.
რელიგიები ისლამი (99%), ანიმიზმი.

მანდინკა არის უფრო დიდი ენობრივი ჯგუფის მანდეს ნაწილი. მანდეს ჯგუფში ასევე შედიან: დიულა, ბოზო, ბისა და ბამბარა. მანდინკას ხალხმა სხვა იმპერიებისგან დამოუკიდებლობა XIII საუკუნეში მოიპოვა და შექმნეს საკუთარი მალის იმპერია. ისინი უკეთესი მიწების ძიებაში მდინარე ნიგერის დასავლეთით გადასახლდნენ, რასაც ფუტა-ჯალონის იმამატთან ფულა-ჯიჰადის სახელითაა ცნობილი კონფლიქტი მოყვა. აფრიკაში მცხოვრები მანდინკების 99 % არის მუსლიმი.

მანდინკას ხალხი ძირითადად ცხოვრობს დასავლეთ აფრიკაში, უმეტესად გამბიასა და გვინეაში სადაც ისინი მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ.[9] ტრადიციულად მანდინკას ხალხი სოციალურ კასტებადაა დაყოფილი.[8] მათითემები არიან ავტონომიურები და იმარტება ბელადების ან უხუცესების მიერ. მანდინკას ხალხი შემდეგ თაობებს საკუთარ ისტორიას და დაგროვილ ცოდნას ზეპირსიტყვიერად გადასცემდა.[10]

XVI-XIX საუკუნეებში დიდი რაოდენობით მანდინკას ხალხის ამერიკაში მონებად გაყიდეს. ისინი იქ სხვა მონებს და მუშებს შეერივნენ და შექმნეს კრეოლური კულტურა. მათი შთამომავლები დღეს ცხოვრობენ კარიბებში, ბრაზილიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.[11]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Pascal James Imperato. Historical Dictionary of Mali. Scarecrow Press/ Metuchen. NJ - Kondon (1986) pp. 190–191
  • Robert J. Mundt. Historical Dictionary of the Ivory Coast (Côte d'Ivoire). Scarecrow Press/ Metuchen. NJ - Kondon (1987) pp. 98–99
  • Robert W. Nicholls. "The Mocko Jumbie of the U.S. Virgin Islands; History and Antecedents". African Arts, Vol. 32, No. 3 (Autumn, 1999), pp. 48–61+94-96

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Richard Brent Turner (2003). Islam in the African-American Experience. Indiana University Press, გვ. 18–19. ISBN 0-253-21630-3. 
  2. James Stuart Olson (1996). The Peoples of Africa: An Ethnohistorical Dictionary. Greenwood, გვ. 366–367. ISBN 978-0-313-27918-8. 
  3. pt. Mandinka Tribe, Gambia. Accessgambia.com. ციტირების თარიღი: 2016-06-01
  4. Ethnic groups - Guinea. Nationsencyclopedia.com. ციტირების თარიღი: 2013-10-12
  5. Ivory Coast - Ethnic Groups And Languages. Countrystudies.us. ციტირების თარიღი: 2013-10-12
  6. Ethnic groups - Guinea-Bissau. Nationsencyclopedia.com. ციტირების თარიღი: 2013-10-12
  7. Joshua Project. (2009-02-04) Mandingo, Mandinka of Senegal Ethnic People Profile. Joshuaproject.net. ციტირების თარიღი: 2013-10-12.
  8. 8.0 8.1 Godfrey Mwakikagile (2010). The Gambia and Its People: Ethnic Identities and Cultural Integration in Africa. New Africa Press, გვ. 43–44. ISBN 978-9987-16-023-5. 
  9. (2010) Encyclopedia of Africa. Oxford University Press, გვ. 135–136. ISBN 978-0-19-533770-9. 
  10. Donald Wright (1978). „Koli Tengela in Sonko Traditions of Origin: an Example of the Process of Change in Mandinka Oral Tradition“. History in Africa. Cambridge University Press. 5: 257–271. doi:10.2307/3171489.
  11. [ http://muse.jhu.edu/article/187892 History in Africa ]