ტერმინს „ნიგერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნიგერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნიგერი (ფრანგ. Niger, ინგლ. Niger [ˈnaɪdʒər], იორუბა. Niger, Ọya) — დასავლეთ აფრიკის მთავარი მდინარე, მისი სიგრძეა 4180 კმ, ხოლო აუზის მოცულობა 2 118 ათასი კმ² და ამ პარამეტრებით მესამე მდინარეა აფრიკაში ნილოსისა და კონგოს შემდეგ.

ნიგერი
ქვეყანა გვინეა, მალი, ნიგერი, ბენინი, ნიგერია
ქალაქები გვინეის დროშა გვინეა: სიგუირი
მალის დროშა მალი: ბამაკო, ტომბუქტუ
ნიგერის დროშა ნიგერი: ნიამეი
ნიგერიის დროშა ნიგერია: ლოკოჯა.
სათავე გვინეის მთიანეთი
სიგრძე 4180 კმ
აუზის ფართობი 2 117 700 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ნიგერი ვიკისაწყობში

მდინარე სათავეს იღებს გვინეაში, შემდეგ მიედინება მალიში, ნიგერში, ბენინის საზღვარზე, შემდეგ კვეთს ნიგერიას და გვინეის ყურეში იღვრება. ნიგერის მთავარი შენაკადებია მილო, ბანი, სოკოტო, კადუნა და ბენუე. მდინარის გვინეის ყურესთან შესართავთან მდებარეობს საზღვაო პორტი ქალაქი პორტ-ჰარკორტი.