გვინეა-ბისაუ
გვინეა-ბისაუ (ოფიციალურად გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა) — ქვეყანა დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება სენეგალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით გვინეა, ხოლო ქვეყნის დასავლეთით ატლანტის ოკეანე.
გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა República da Guiné-Bissau გვინეა-ბისაუ |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: ”Unidade, Luta, Progresso” (პორტ.) | ||||||
ჰიმნი: Esta é a Nossa Pátria Bem Amada |
||||||
![]() |
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ბისაუ 11°52′ ჩ. გ. 15°36′ დ. გ. / 11.867° ჩ. გ. 15.600° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | პორტუგალიური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ჟუზე მარიუ ვაზი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 36 544 კმ2 (136-ე) | ||||
- | წყალი (%) | 22,4 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 1 586 000 (148-ე) | ||||
- | 2002 აღწერა | 1 345 479 | ||||
- | სიმჭიდროვე | 44 კაცი/კმ2 (154-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $1.167 მილიარდი (165-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $736 (177-ე) | ||||
აგი (2007) | 0.374 (დაბალი) (175-ე) | |||||
ვალუტა | აფრიკული ფრანკი (XOF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | GNB | |||||
Internet TLD | .gw | |||||
სატელეფონო კოდი | 245 |
ეტიმოლოგია რედაქტირება
უწინ იგი პორტუაგალიის კოლონია იყო და პორტუგალიური გვინეას სახელით იყო ცნობილი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დედაქალაქის სახელწოდება — ბისაუ ქვეყნის სახელწოდებას მიემატა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამ ქვეყნისა და გვინეის რესპუბლიკის ერთმანეთისგან გარჩევა.
ბუნება რედაქტირება
კონტინენტური ნაწილი ბრტყელი, ზოგან დაჭაობებული დაბლობია. სანაპირო ხაზი ძლიერაა დანაწევრებული მდინარეთა ესტუარებით. ჰავა ეკვატორულ-მუსონურია, ზაფხული წვიმიანი, ზამთარი მშრალი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 24 °C-ია, ივლისის 26 °C. ნალექები სანაპიროზე 2000 მმ-ია წელიწადში, ქვეყნის შიგნით - 1200-1500 მმ. მდინარეები მოკლე და წყალუხვია. მცენარეულობა - ტყესავანიდან მარადმწვანე ნოტიო ტროპიკულ ტყეებში გარდამავალი. ტყეებში ბინადრობს მაიმუნი, კამეჩი, ჯიქი, გარეული ღორი, გველი; ბევრია ფრინველი.
ისტორია რედაქტირება
გვინეა-ბისაუს ხალხთა ძველი და შუა საუკუნეების ისტორია ნაკლებადაა შესწავლილი. XV საუკუნეში აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე პორტუგალიელები გამოჩნდნენ, რომლებმაც თანამედროვე გვინეა-ბისაუს ტერიტორია მონებით ვაჭრობის პუნქტად აქციეს. XIX საუკუნის ბოლოს გვინეა-ბისაუ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მეტოქეობის ობიექტი გახდა. მათ შორის წინააღმდეგობამ ხელი შეუწყო პორტუგალიას შეენარჩუნებინა თავისი კონტროლი გვინეა-ბისაუს ტერიტორიაზე (საბოლოოდ გვინეა-ბისაუს საზღვრები დადგინდა 1866 წლის 12 მაისის საფრანგეთ-პორტუგალიის ხელშეკრულებით). 1879 წელს გვინეა-ბისაუ ცალკე კოლონია გახდა (მანამდე მას მართავდა მწვანე კონცხის კუნძულებზე პორტუგალიის კოლონიის გუბერნატორი).
1973 წლის 24 სექტემბერს მედინა-დუ-ბუეს რაიონში ეროვნულმა კრებამ გვინეა-ბისაუს რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა; მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია; შეიქმნა ხელისუფლების ორგანოები. 1974 წლის დასაწყისისათვის გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა ცნო 82 სახელმწიფომ. ამავე წელს ქვეყანა გაეროში მიიღეს.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 145-146.