მთავარი მენიუს გახსნა

აკაჟუ, კაჟუ (ლათ. Anacardium occidentale) — ხე თუთუბოსებრთა ოჯახისა. ბუნებრივად გვხვდება ტროპიკულ ამირიკაში, მოშენებულია სხვა ტროპიკულ ქვეყნებშიც.

აკაჟუ
Gui1 cashewfruit2.jpg
აკაჟუს ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Anacardium occidentale

აკაჟუს ნაყოფი თხილისებრია, იჭმევა. საჭმელად ვარგისია. (უმად ან კომპოტში) მისი მსხვილი ხორციანი ყუნწიც (ყრუნაყოფი). თესლი შეიცავს ზეთს. ნაყოფის კანისაგან მზადდება მელანი, ამიტომ აკაჟუს "მელნის ხეს" უწოდებენ. მერქანი, რომელიც ცნობილია აკაჟუს ან თეთრი მაჰაგონის სახელით, მაღალი ღირსებისაა, იხმარება სადურგლო და სახარატო საქმეში. აკაჟუგან მიიღება აგრეთვე გუმფისი. ზოგჯერ აკაჟუს უწოდებენ მელიასებრთა (ლათ. Meliceae) ოჯახის დასავლეთაფრიკულ ხეს კჰაიას (ლათ. Khaya ivorensis), რომლის მერქნისაგან მზადდება ჭურჭელი. აკაჟუ ცნობილია კაშუსა და ინდური თხილის სახელითაც.

ლიტერატურარედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აკაჟუ&oldid=3743066“-დან