თუთუბოსებრნი (ლათ. Anacardiaceae) — ფარულთესლოვან ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. ორსქესიანი, იშვიათად ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კოლოფი ან კურკიანაა, რომელსაც სხვადასხვა გასავრცელებელი სამარჯვი აქვს.

ოჯახში გაერთიანებულია 80-მდე გვარის 600-მდე სახეობა, რომლებიც ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონებშია გავრცელებული. საქართველოს მშრალ და თბილ რაიონებში ბუნებრივადაა გავრცელებული 3 გვარისაკმლის ხე, თუთუბო და თრიმლი. შავი ზღვის სანაპიროზე კულტივირებულია ერთი სამხრეთ ამერიკის გვარი Schinus.

თუთუბოსებრთა ოჯახში ბევრი სასარგებლო მცენარეა. მანგოს, აკაჟუს და ფსტის ნაყოფი და თესლი იჭმება; თუთუბო და კვებრახო (კებრახო) მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს; იაპონური თუთუბოს ქერქიდან მიღებულ წვენს ლაქის დასამზადებლად იყენებენ; თუთუბოსებრნისგან ბევრი შეიცავს ფისს, გუმფისს, საღებავ ნივთიერებებს, ნაწილი შხამიანი, ზოგს ძვირფასი მერქანი აქვს, ზოგს აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა

რედაქტირება