ბისაუ
ბისაუ (პორტ. Bissau) — გვინეა-ბისაუს დედაქალაქი. ბისაუს ავტონომიური სექტორის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 355 ათ. ადამიანი (2004). ქალაქი მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში, სწორედ ამ ტერიტორიაზე ხდება მდინარე გაბეს შეერთება ოკეანესთან. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში არის ბისაგოსის არქიპელაგი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბისაუ Bissau | |||||
| |||||
ქვეყანა | გვინეა-ბისაუ | ||||
კოორდინატები | 11°51′00″ ჩ. გ. 15°34′00″ დ. გ. / 11.85000° ჩ. გ. 15.56667° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1687 | ||||
ფართობი | 77 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 407,424 კაცი (2007) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი ბისაუ დაარსდა 1687 წელს პორტუგალიელების მიერ, როგორც მონათავაჭრობის ცენტრი. ქალაქში არსებობდა პორტი, რის გამოც აქ საკმაოდ განივითარდა ვაჭრობა. 1942 წელს ეს დასახლება გახდა პორტუგალიური გვინეის ადმინისტრაციული ცენტრი. გვინეა-ბისაუს დამოუკიდებლობის შემდეგ ბისაუ გახდა, ახლად შექმნილი სახელმწიფოს დედაქალაქი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბისაუ დაარქივებული 2011-02-03 საიტზე Wayback Machine.